საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტი 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის სპორტის სასახლეში შვეიცარიის გუნდს უმასპინძლა და სტუმრები 8 ქულის სხვაობით დაამარცხა - 96:88.
შეხვედრა საკმაოდ არეულად დაიწყო. ქართველმა კალათბურთელებმა პირველივე წუთზე 3 პერსონალური ფოლი მიიღეს, თუმცა მალე ყველაფერი დალაგდა და პირველი ნახევარი ჩვენმა ნაკრებმა 9 ქულის სხვაობით მოიგო - 17:8.
მეორე მეოთხედი უფრო აქტიურად დავიწყეთ და 21-ქულიანი სხვაობაც დაფიქსირდა. თუმცა ამის შემდეგ ქართველი კალათბურთელები ცოტა მოეშვნენ, ამით სტუმრებმა ისარგებლეს და მეორე წუთისთვის სხვაობა 13 ქულამდე შეამცირეს. მეორე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 25:21 მოიგო.

მესამე მეოთხედი ჩვენმა კალათბურთელებმა აშკარად ჩააგდეს და 8 ქულით წააგეს - 16:24. ბოლო მეოთხედის წინ საქართველოს ნაკრები მხოლოდ 5 ქულით იყო წინ - 58:53.
მეტოქემ ბოლო მეოთხედიც ძალიან აქტიურად დაიწყო და ანგარიში 1 ქულამდე ორჯერ შეამცირეს. ჯერ მე-7 წუთზე - 62:61 გახდა, რასც უმალ თად მაკფადენის ზუსტი სამქულიანი მოჰყვა. მე-5 წუთზე 67:66 იყო, როცა უკვე გიორგი კორსანტიამ ზუსტად მოათავსა 3-ქულიანი შვეიცარიელთა კალათში. მე-4 წუთზე კი სტუმრებმა საერთოდაც გაათანაბრეს ანგარიში - 70:70 და ისევ მაკფადენმა ზუსტი 3-ქულიანით გაიყვანა ჩვენი ნაკრები წინ.
თამაშის დასრულებამდე 40 წამით ადრე, როცა ანგარიში 76:74 იყო, ბექა ბურჯანაძემ სამქულიანი ზუსტად ისროლა და ჩვენი ნაკრები 5 ქულით დააწინაურა, თუმცა... შვეიცარიელებმა ბოლო წამზე მაინც გაგვითანაბრეს - 79:79.
ოვერტაიმი ისევ შვეიცარიელებმა დაიწყეს უკეთ, წინაც გავიდნენ 3 ქულით, თუმცა ქართველმა კალათბურთელებმა მობილიზება მოახერხეს და შეხვედრის დასრულებამდე 50 წამით ადრე 6 ქულით გავედით წინ - 94:88. ბოლოს დუდა სანაძემ 2 საჯარიმო ჩააგდო და საფინალო ანგარიშიც დააფიქსირა - 96:88.
საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი ქულა ბექა ბურჯანაძემ ჩააგდო - 21 ქულა, თედ მაკფადენს კი 18 ქულა ჰქონდა. გიორგი შერმადინმა მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა - 16 ქულა და 13 მოხსნა. დუდა სანაძემ კი 12 ქულა მიითვალა, მიხეილ ბერიშვილმა - 13. მატჩის ბომბარდირი კი შვეიცარიელთა 6 ნომერი ჯონათან კაზადი გახდა 22 ქულით.
20 თებერვალი. თბილისი, სპორტის სასახლე
საქართველო - შვეიცარია 96:88
(17:8, 25:21, 16:24, 21:26, 17:9)
ამას გარდა, პირწმინდათ წავაგეთ ფარი. მოხსნების მხრივ სტუმრებს ქონდათ +16 მოხსნა, თუ არ ვცდები.