პირველი ქართველი NBA-ში - ვლადიმერ სტეფანია

AutoSharing Option
#Sixth_Man

პირველი ქართველი NBA-ში - ვლადიმერ სტეფანია.

პოზიცია - ცენტრი (Center)
ასაკი - 44 წლის
სიმაღლე - 213სმ (7.0 ფუტი)
წონა - 107კგ
Wingspan - 221სმ (7.3 ფუტი)
Standing Reach - 281სმ (9.3 ფუტი)
სტილი - კრის ბოშს წააგავდა, უბრალოდ, პერიმეტრზე, თითქმის, არ ამოდიოდა სასროლად და ლოუ პოსტში ბოშზე ბევრად კარგი იყო. ბრწყინვალე გახლდად საშუალო დისტანციიდან სროლის დროს.

კარიერა:

1995-96 წლები - ,,სლოვანი"
1996-99 წლები - ,,უნიონ ოლიმპია"
1998 წელი - NBA-ის დრაფტის პირველი რაუნდის 27-ე პიკი. არჩეული სიეტლ სუპერსონიქსის
მიერ
1998-2000 წლები - სიეტლ სუპერსონიქსი
2000-01 - ნიუ ჯერსი ნეთსი
2001-03 - მაიამი ჰიტი
2003-04 - პორტლენდ თრეილ ბლეიზერსი

კარიერული მონაგარი:
4.1 ქულა;  4.2 მოხსნა;   0.5 დაფარება.

კარიერის საუკეთესო მაჩვენებლები:
2001 წელი - შარლოტ ჰორნეტსის წინააღმდეგ - 19 ქულა
2002 წელი - მილუოუკი ბაქსის, ენტონი მეისონისა და ტონი კუკოჩის წინააღმდეგ - 15 მოხსნა

მიღწევები:
1997 წელი - ევროპული Aლლ-შტარ-ის MVP
1997-99 წლები - სლოვენიის ლიგის ჩემპიონი

საბედისწერო 2004 წელი, როდესაც 28 წლის სტეფანიამ კარიერა დაასრულა. ეს არ მომხდარა რაიმე კონკრეტული მძიმე ტრავმის გამო, ეს გამოიწვია არა ერთმა ერთმანეთზე მიყოლილმა ტრავმამ, რომელმაც, ასე ვთქვათ, აიძულა ვლადიმერი, დიდი სპორტიდან წასულიყო... კაცი, რომელიც, თავის საუკეთესო პერიოდში, ალონზო მოურნინგის მთავარი შემცვლელი ცენტრი იყო მაიამი ჰიტში და კიდევ უფრო უმატებდა!

წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან ძლიერი ცენტრი იყო და 5-6 წელი მაინც კიდევ უნდა ეთამაშა, მაგრამ მაგრად იყო დატანჯული ტრავმებისაგან.
emigranti
03:10 13-09-2020
0

სიახლეები პოპულარული