"მამუკელაშვილის შედარება იოკიჩთანაა შესაძლებელი" - ქართველს დრაფტის წინ ისევ აქებენ

AutoSharing Option
Lastwordonsports-ი მიიჩნევს, რომ 29 ივლისის დრაფტზე სანდრო მამუკელაშვილს მეორე რაუნდის შუაში ან ბოლოს აირჩევენ და ქართველი ცენტრის ძლიერ და სუსტ მხარეებზე წერს:

"მამუკელაშვილს ისეთი უნარ-ჩვევები აქვს, რომლებსაც ამ გაბარიტების სპორტსმენისგან იშვიათად ვხვდებით.

მან ოთხივე წელი "სეტონ ჰოლში" ითამაშა. პირველ წელს საშუალოდ მხოლოდ 2.6 ქულა და 1.9 მოხსნა მოახერხა, 2018-19 წლების სეზონში კი სანდრომ უკვე 8.9 ქულა და 7.8 მოხსნა მიითვალა.

მამუკელაშვილმა ტრავმის გამო რამდენიმე თამაში გამოტოვა, მაგრამ მაღალ დონეზე დაბრუნდა - Big East-ის წლის მოთამაშედ დასახელდა.

ძლიერი მხარეები

ის, როგორც
წესი, მძიმე ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს, მაგრამ გარდაქმნაც, სხვა ნომერზე თამაშიც შეუძლია. მამუკელაშვილი შესანიშნავი პასით გამოირჩევა  და "დიდი კაცისთვის" ბურთის დამუშავების კარგი უნარები აქვს. გარდა ამისა, სანდრო სასარგებლოა პიკ-ენ-როლის შესრულებისას და სროლის დიდი პოტენციალიც აქვს.

სისუსტეები

მამუკელაშვილის თამაშში, სიმაღლის მიუხედავად, ერთი დიდი სისუსტეა მისი დაცვითი უნარები. როცა მის წინააღმდეგ დრიბლიორი მოთამაშეა, სანდროს თავის დაცვა უჭირს.

შედარება

მამუკელაშვილის აშკარა შედარება ნიკოლა იოკიჩთან შესაძლებელია, მას ხომ  პასისა და ბურთის მართვის დიდი უნარი და შესაძლებლობა აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ იგი დაცვითი და სპორტული თვალსაზრისით ახლოს არ არის იმავე დონეზე, მამუკელაშვილს თამაში ლამარ ოდომისას ჰგავს. ის ცნობილი უფრო ბრწყინვალე პასებით იყო. ამავდროულად, ორივე მემარცხენეა.

altმამუკელაშვილი შესანიშნავ ფორმაშია - ქართველის ვიდეოს ESPN-ის ჟურნალისტი აქვეყნებს [VIDEO]

altმამუკელაშვილის თვისებები თანამედროვე კალათბურთში ძალიან ფასობს - ამერიკული მედია




მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები სანდროს!
ისეთ გუნდში მოხვედრას ვუსურვებ, სადაც სისტემატიურად თსმაშის შესაძლებლობა ექნება და იმედია მომავალი ზაფხულისათვის ნაკრებსაც გამოადგება!
ქომაგი
22:05 09-07-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული