საქართველოს ნაკრებმა ესპოოს "Metro არენაზე" ივარჯიშა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპოოს “მეტრო არენაზე” პირველად ივარჯიშა. ესპოო ფინეთის სიდიდით მეორე ქალაქია და დედაქალაქ ჰელსინკიდან, სადაც საქართველოს ეროვნული გუნდი შვეიცარიის, სერბეთისა და ფინეთის ნაკრებებთან ერთად ცხოვრობს, ნახევარი საათის სავალზეა.

საქართველოს ნაკრებმა 12 კალათბურთელით ივარჯიშა. ილიას ზუროსმა მილოშ გლიგორიევიჩთან, გეორგიოს ლიმნიატისთან და ანატოლი ბოისასთან ერთად გუნდი სხვადასხვა კომპონენტზე ავარჯიშა. ჩასვლის დღეს სოლიდური დრო მოთელვებსა და გაწელვით ვარჯიშებს დაეთმო, თუმცა ილიას ზუროსმა გუნდი ტაქტიკაზეც საკმაოდ ავარჯიშა.

ეროვნული გუნდის ვარჯიში საათ-ნახევარს გაგრძელდა და მთავარმა მწვრთნელმა დატვირთული მომდევნო დღე დააანონსა. 25 ნოემბერს საქართველოს
ნაკრები ორჯერ ივარჯიშებს – დილას 11 და საღამოს 6 საათზე. ამასთან, მოთამაშეები სავარჯიშოდ ფიტნესის დარბაზსაც ეწვევიან.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო
irakli
25 ნოემბერი 2020 19:47
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული