საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიაც დაამარცხა და დიდი პერსპექტივაც გამოუჩნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევრობასკეტი-2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია 91:84 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა იგივე სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომლითაც ფინეთთან თამაში დაიწყო: შენგელია, შერმადინი, მაკფადენი, ბოქოლიშვილი, კორსანტია - დებიუტში 7:0 დაწინაურდა, მაგრამ მეტოქემ მოახერხა ანგარიშის სხვაობის შემცირება და პირველი მეოთხედი ჩვენმა გუნდმა 27:24 მოიგო. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიელები შერმადინს ყურადღებით მეურვეობდნენ და ჩვეულად შედეგიანი არ იყო.

მეორე პერიოდის მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრებმა უკეთ ჩაატარა, შერმადინიც გააქტიურდა, 9 ქულითაც გაიქცა, პირველი ტაიმი კი 56:49 მოიგო.

დიდი შესვენების შემდეგ შვეიცარია სწრაფად დაიტვირთა ჯარიმებით,
კლასში სხვაობაც თვალსაჩინო გახდა. კვლავ კარგად ირჯებოდნენ ბაქრაძე და ფევაძე და არა მარტო ერთი და ორი კონკრეტული კალათბურთელის, არამედ საერთო გუნდური ძალისხმევით დასკვნითი მეოთხედის წინ - 65:54. თუმცა, რომ არა ბოლოსკენ შეცდომები, ანგარიში გაცილებით დიდი შეიძლებოდა ყოფილიყო.

მეოთხე პერიოდში მოწინააღმდეგემ გაიბრძოლა, ანგარიშში სხვაობა 5 ქულამდეც შეამცირა, მაგრამ საბოლოოდ უკეთესმა გუნდმა იმარჯვა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა მეოთხე შეხვედრაც მოიგო. რაც მთავარია, გამოჩნდნენ ახალი კალათბურთელები და მომავალში ჩვენს გუნდს მოკლე სათადარიგოთა სკამის პრობლემაც მოეხსნება.

ჩვენი გუნდიდან 24 ქულა მაკფადენმა ჩააგდო, 17 - შენგელიამ, 12 - ბაქრაძემ, 11 - შერმადინმა, 9 - კორსანტიამ, 8 - ფევაძემ, 6 - ბექაურმა, 3 - ბოქოლიშვილმა და 1 - ლონდარიძემ, ხოლო სტუმართაგან 19 ქულით ყველაზე შედეგიანი მარკო მლადიანი იყო.

altმატჩის დღე! შვეიცარია-საქართველო

მკითხველის კომენტარები / 36 /
მადლობა ბიჭებს და რა თქმა უნდა ზუროსს!ისე ფეხბურთელთა ნაკრებიც რო ჩავაბაროთ?!)))
BOSS
30 ნოემბერი 2020 21:06
1
ვცადოთ რაც დღეს ხდება ფეხბურთში იმაზე უარესი წარმოუდგენელია და ეგება გვიშველოს რაღაც
პელე
01 დეკემბერი 2020 09:29
0
პერსპექტივა ისაა, რომ 5 კაცით აღარ მოგვიწევს თამაში
ავთო
30 ნოემბერი 2020 21:28
0
მადლობა პირველ რიგში ზუროსს,ა ძმაო მწვრთნელი,მადლობა თითოეულ კალათბურთელს. ეს ყველაზე მეტად ზუროსის დამსახურებაა
Temo
30 ნოემბერი 2020 22:18
2
უღრმესი მადლობა ზუროსს და ბიჭებს, ჩვენი უზომოდ გახარებისთვის. ამაყები ვართ.
TanoLife
30 ნოემბერი 2020 21:21
0
1.ანდრონიკაშვილი 2. ცინცაძე 3. მაკფადენი 4. ბაქრაძე 5.სანაძე 6.ბურჯანაძე 7.შენგელია 8.შერმადინი 9.ბითაძე 10. მამუკელაშვილი 11. ბერიშვილი ეს თერთმეტი ალბათ გარანტირებული მაგრამ კიდე რამდენი კარგი ბიჭია ფევაძე, ლობჯანიძე, ტურძელაძე, ბექაური, ბოქოლიშვილი(დღეს მომეწონა) საღოლ რა ზუროსს 7 კაცის იქეთ ვეღარავის ვხედავდით და ახლა ასრჩევად გვაქვს საქმე.დ
hhh
30 ნოემბერი 2020 21:28
2
shen tu ver xedavdi ar nishnavs sxvac rom ar xedavda. bokolishvili 8celia stabilurad tamashobs ligashi da nakrebshic dacvashi shromobs da aketebsyvelafers.
tuka
03 დეკემბერი 2020 02:19
0
რა პერსპექტივა გამოგვიჩნდა? ევროპაზე ისეც გასულები ვართ, მასპინძლები ვართ და მაგიტომ.
ნამდვილი გადარეულია ზუროსი, მაგარი გუნდი ჩამოაყალიბა. ბიჭებიც მაგრები არიან.
მადლობა კარგი თამაშისთვის.
გიორგი
30 ნოემბერი 2020 21:04
2
დიდი მადლობა ბიჭებო ამ სიხარულისთვის. გაგახაროთ ღმერთმა!
გიორგი
30 ნოემბერი 2020 21:24
0
ყოჩაღ ჩვენს კალათბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს. ზუროსი ძალიან ძლიერი მწვრთნელია. კომენტატორები არ ვარგა შევცვალოთ სხვა ყველაფერი კარგადაა. კიდევ ბევრი წარმატებები ბიჭებო
geo
30 ნოემბერი 2020 21:15
1
მაკფადენი - ბომბდამშენი, შერმადინი - შერმინატორი, შენგელია - თოკომოტივი, ეროვნული ლიგის ბიჭები - პატრიოტები, ზუროსი - ბრძენი მელაკუდა. ჰოდა, აგერ შედეგიც სახეზეა. დაბოლოს, თორნიკეზე მინდა ვთქვა ორი წინადადება: უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები, რაც მის ცსკა-ში გადასვლას მოვაყოლე. თოკო ნაკრების სული და გულია, თავგანწირული კაპიტანია და მის პატრიოტობაში ეჭვის შეტანა სრული სისულელეა. ამიტომ, კრიტიკა კი ბატონო, მაგრამ მოდით დღეიდან მაინც ნუღარ გავკიცხავთ მას განვლილი ნაბიჯისთვის. მთავარი ისაა რომ ნაკრებში ჩამოდის და ბოლომდე იხარჯება
ქალის სიმართლე
01 დეკემბერი 2020 00:29
10
ქალბატონო, გირჩევდით თქვენც და სხვებმაც კარგად დაიმახსოვროთ შემდეგი, რო სხვა დროს თქვენი ნათქვამი სიტყვების უკან წაღება აღარ დაგჭირდეთ:

-ნუ იტყვით ვაჟკაცის აუგს
ენითა ქარიანითა
გიგლია
01 დეკემბერი 2020 02:01
3
თავის საქმეს რო აკეთებს ნაკრებში ამიტომ ცეესკაში გადასვლა გაარასხოდა?)))
01 დეკემბერი 2020 09:27
8
თქვენ გენაცვალეთ, ბიჭებო! ისე გაიხარეთ ზურა (ზუროს) პაპასთან ერთად, როგორც ჩვენ გაგვახარეთ! ნოემბრის შუაში დაშოკილი ვიყავით ყველა და ნოემბრის ბოლოს მშვენიერ ხასიათზე ვართ ახლა. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!
ტყეშელაანთ გიჟი
01 დეკემბერი 2020 00:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული