საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიაც დაამარცხა და დიდი პერსპექტივაც გამოუჩნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევრობასკეტი-2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია 91:84 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა იგივე სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომლითაც ფინეთთან თამაში დაიწყო: შენგელია, შერმადინი, მაკფადენი, ბოქოლიშვილი, კორსანტია - დებიუტში 7:0 დაწინაურდა, მაგრამ მეტოქემ მოახერხა ანგარიშის სხვაობის შემცირება და პირველი მეოთხედი ჩვენმა გუნდმა 27:24 მოიგო. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიელები შერმადინს ყურადღებით მეურვეობდნენ და ჩვეულად შედეგიანი არ იყო.

მეორე პერიოდის მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრებმა უკეთ ჩაატარა, შერმადინიც გააქტიურდა, 9 ქულითაც გაიქცა, პირველი ტაიმი კი 56:49 მოიგო.

დიდი შესვენების შემდეგ შვეიცარია სწრაფად დაიტვირთა ჯარიმებით,
კლასში სხვაობაც თვალსაჩინო გახდა. კვლავ კარგად ირჯებოდნენ ბაქრაძე და ფევაძე და არა მარტო ერთი და ორი კონკრეტული კალათბურთელის, არამედ საერთო გუნდური ძალისხმევით დასკვნითი მეოთხედის წინ - 65:54. თუმცა, რომ არა ბოლოსკენ შეცდომები, ანგარიში გაცილებით დიდი შეიძლებოდა ყოფილიყო.

მეოთხე პერიოდში მოწინააღმდეგემ გაიბრძოლა, ანგარიშში სხვაობა 5 ქულამდეც შეამცირა, მაგრამ საბოლოოდ უკეთესმა გუნდმა იმარჯვა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა მეოთხე შეხვედრაც მოიგო. რაც მთავარია, გამოჩნდნენ ახალი კალათბურთელები და მომავალში ჩვენს გუნდს მოკლე სათადარიგოთა სკამის პრობლემაც მოეხსნება.

ჩვენი გუნდიდან 24 ქულა მაკფადენმა ჩააგდო, 17 - შენგელიამ, 12 - ბაქრაძემ, 11 - შერმადინმა, 9 - კორსანტიამ, 8 - ფევაძემ, 6 - ბექაურმა, 3 - ბოქოლიშვილმა და 1 - ლონდარიძემ, ხოლო სტუმართაგან 19 ქულით ყველაზე შედეგიანი მარკო მლადიანი იყო.

altმატჩის დღე! შვეიცარია-საქართველო

მკითხველის კომენტარები / 36 /
ბითაძე ვერ გვეხმარება?
BBB
01 დეკემბერი 2020 14:17
0
ვისაც ჰგონია, შვეიცარია, განსაკუთრებით კი ფინეთი ხელწამოსაკრავი გუნდებია, ცდება. სტატისტიკას გადახედეთ, ფინეთთან უარყოფითი ბალანსი გვქონდა და გასვლაზე პირველად მოვუგეთ.რა თქმა უნდა, ორივე გამარჯვებაში ზუროსის დიდი დამსახურებაა, მან სწორად შეარჩია და საჭირო მიმართულებებით ათამაშა როგორც ლეგიონერები, ასევე საქართველოს ჩემპიონატის მონაწილეები. შენგელიამ და შერმადინმა, როგორც ყოვეთვის, მაღალი კლასი აჩვენეს. შენგელიას რუსეთში თამაშისთვის "კბენები" ირონიას იწვევს და რეალურად, არც არავის აინტერესებს. ცნობილია, "ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის":)>
ლაშა
01 დეკემბერი 2020 13:03
2
რაც ფეხბურთს დაუნგრევია,კალათბურთს უშენებია!)
ბათუმის ფანი
01 დეკემბერი 2020 12:40
0
კრასნაია ზვეზდა გულზე უნდა დაგკიდონ
თენგო
01 დეკემბერი 2020 12:07
12
ჰა რა იყო, მოიგეთ და ისევ დაუწყეთ კრასნაია ზვეზდას მოთამაშეს გაპრავება?
ვერ გაპრავდება ეგ კაცი ვეღარასდროს!!!
გენა
01 დეკემბერი 2020 10:28
32
ფეხბურთელები რომ დამარცხდნენ და ფეხბურთის ფედერაციას დიდ დაფინანსებას(საერთაშორისო საზომით ბევრი არაფერია) აყვედრით, კალათბურთელების წარმატების ფონზე, მით უმეტეს იმ მიზერული დაფინანსებით, კალათბურთის ფედერაციას მადლობას რატომ არავინ ეუბნება და არავის გახსენებია? თუ, როგორ არის საქართველოში საქმე, ფედერაციები მხოლოდ უარყოფითი შედეგისას ახსენდებათ?
მამუკა
01 დეკემბერი 2020 12:45
0
ის ადამიანი შენთვის კი არა, ჩემთვის და კალათბურთის გულშემატკივრებისთვის თამაშობს. შესაბამისად, შენი აზრი არ აინტერესებს. წარმატებებს ვუსურვებ ცსკა-შიც და რა თქმა უნდა, რაც მთავარია, საქართველოს ნაკრებში>
ლუკა
01 დეკემბერი 2020 12:26
4
ძალიან კმაყოფილი ვარ ყველათი მწვრთნელის თამადობით და თოკოს კაპიტნობით...კოკოშკოვი ნამდვილად კარგი მწვრთნელია და ეს დაამტკიცა საქართველოშიც და სლოვენიაშიც..მაგრამ ზუროსი ბევრად უფრო სასარგებლო აღმოჩნდა ჩვენი ნაკრებისათვის......აქ პატარა წიაღსვლას გავაკეთებ....წლების განმავლობაში მოკლე სათადარიგო სკამზე ვწუწუნებდით!!!!!ფაჩულია..შერმადინი..ცინცაძე...მარკოიშვილი..სანიკიძე..და ამერიკელი (ერთი მაგრამ ფაქტიურად ვისაც იმ კონკრეტული ციკლისთვის არჩევდნენ ყველა კარგი იყო) პლუს ამას თანდათან ემატებოდნენ ბექა ..თოკო....დუდა....ფაქტიურად მთელი დატვირთვა კოკოშკოვის დროს გადადიოდა 7-8 კალათბურთელზე ..ამ მწვრთნელს არ უყვარდა რისკი..ვინც არ რისკავს კი მოგეხსენებათ ..შორს სპორსტმენებისაგან მაგრამ შამპანურით ვერ იკოკლოზინებს პირს!!!!....ზუროსმა კი თამამად შეიყვანა ნაკრებში ახალი მოთამაშეები და თანაც გრანდების წინააღმდეგ ..სრულიად ახალგაზრდა რატი ანდონიკაშვილი (18 წლის გამთამაშებელი)) რომელმაც სერბებთან თამაშში გაამართლა!!!! ასევე ახალგაზრდები ტურძელაძე (18 წლის 191 სმ) ფევაძე (23 წლის 206 სმ) კორსანტია ( არ ვიცი ასაკი და სიმაღლე..ბოდიში) ...ახალი სახეები ნაკრებში მაგრამ საკმაოდ გამოცდილები ბაქრაძე გივი (30 წლის გამთამაშებელი) საბა ლობჟანიძე (ფორვარდი 27 წლის 197 სმ) გაუშინაურდნენ ნაკრებს გამოცდილი კალათბურთელები ბოქოლიშვილი (29 წლის 194 სმ) ბექაური (30 წლის 209 სმ ცენტრი) ლონდარიძე(31 წლის 205სმ მძიმე ფორვარდი/ცენტრი)) ზაქრაძე ( 25 წლის 193 სმ) ჰორიზონტზე გამოჩნდა ბულაშვილი..( 18 წლის გამთამაშებელი) ....თუ გადავავლებთ თვალს ამ ჩამონათვალს აშკარად იკვეთება სურათი რომ ნაკრები დაკომპლექტებულია როგორც ახალგაზდრდა ანდრონიკაშვილი .ტურძელაძე.ფევაძე..კორსანტია..ლობჟანიძე ბულაშვილი..მამუკელაშვილი..ბითაძე..( გათვლილი შორეულ პერსპექტივაზე) ისე კარიერის პიკზე მოფი კალათბურთელებით...ერთი დადებითიც ზუროსის შემოქმედებაში ( ეს კაცი ნამდვილი შემოქმედია და როგრც შემოქმედს შეშვენის იწვის პარეკეტზე)...მანიცის დრო როდის გამოცადოს ახალი მოთამასეები...ამ პერიოდში წნეხი-წნევა პასუხიმგებლობის ერთ კვ სმ-ზე არ არი ისე მაღალი და ნაკრების ახალი წევრები თავს უფლებას აძლევენ ლარად ითამაშონ...კოკოშკოვი და სხვა ყოფილი ნაკრების დამრიგებლები არ იყენებდნე ასეთ საშუალებას რამაც გამოიწვია თაობებს შორის წყვეტა!!!! დიდი მადლობა ბატონო ზუროს ..ჩვენ გვესმის რომ რისკი წაგების მიუხედავად სატურნირო სიტუაციისა ყველა მწვრთნელის თავზე დამოკლეს მახვილივითაა და დამატებით ნერვულ დაძაბულობას იწვევს ( მითუმეტეს თქვენაირი ემოციონალური პიროვნებისატვის ) კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო ძუროს თქვენ და ტქვენ შტაბს..რასაკვირველია კაპიტანს და ყველა გუნდის წევრს...გაიხარეთ...
ნუგზარ ნუცუბიძე
01 დეკემბერი 2020 10:18
1
amdens mozgachobas nugzar gagego mainc turdziladzis asaki da simagke,fevadzis simagle da asaki, bulashvili rom gamtamashebeli araa, danarchenshi metnaklebad getanxmebi garda ertisa zurosic buksaobs bevrs da ager bulashviosac ar dautmo dro ligis ert ert liders qulebit da src turdziladzes
Buba
03 დეკემბერი 2020 02:18
0
გილოცავთ და გმადლობთ... ამ ძნელბედობის ჟამს, საქართველოს გახარებისთვის...
tngh
01 დეკემბერი 2020 10:07
0
მაგარია წაუგებელი სერია! სასიამოვნოა ფრიად! მით უმეტეს მაგარია ახალი და სასარგებლო სახეები ნაკრებში! მაგრამ არი ბევრი სამუშაოც და მოგებების ეიფორიამ არ უნდა დაგვახუჭინოს ამაზე თვალი, თორემ მწარედ მოგვხდება მერე ცხვირში! ამათგან ორი განსაკუთრებით თვალში საცემი იყო ორივე თამაშში: 1) როცა ვიძხით რომ სამწამიანი ჩვენი ძლიერი მხარეაო, მაშინ საკუთარ ფარზე მოხსნები არ უნდა გვიჭირდეს და სამწამაინიდან ჩვენზე მეტი ქულა არ უნდა აგვიღოს შვეიცარიამ! და 2) სამქულაინებზე ბევრი უნდა ივარჯიშონ ბიჭებმა, იყო მომენტები როდესაც მეტოქე არათუ ხელს არ უშლიდათ სამიანის სროლაში, არამედ განგებ აცლიდა და თითქოს ეუბნებოდა ,,მიდი აბა ესროლე თუ შეგიძლიაო", ცოტა არ იყოს დამამცირებლადაც კი ჩანდა ეს. ასე რომ ჯერ თავდახრილი შრომაა კიდევ საჭირო და ბევრი.
ამ გამარჯვებებისათვის კი დიდი მადლობა, მართლა გულით და ჯიგრით გაკეთებული საქმე იყო!
bs
01 დეკემბერი 2020 09:28
1
იმის მიუხედავად რომ გარანტირებული ქონდათ ევრობასკეტზე თამაში მაინც ოთხი ე თამაშში ყველაფერი ჩადეს ბოლომდე იბრძოლეს თავი არავის დაუზოგავს, არ უთქვამთ მაინც გასულები ვართ და თუ წავაგებთ დიდი არაფერიო, არ დაძუნძულებდნენ ოფლი დაღვარეს, იმიტომ რომ ეს ღირსების საკითხია, ღირსება აქვთ ამათ, იმიტომ მიყვარს კალათბურთი, შესდარეთ ფეხბურთის ნაკრებს და რამხელა სხვაობას დაინავთ თვითონ მიხვდებით რატომ ვერ გავიდნენ ვერასოდეს ევროპაზე...
ნიკოლოზი
01 დეკემბერი 2020 09:25
0
რა მოიგეთ, გამაგებინეთ. თასი? ჩემპიონობა?
ბაია (ბაბუცა) პატარაია
01 დეკემბერი 2020 03:52
25
არ ინერვიანო ბაბუც! შენ გრანტებს ამ მოგებით არაფერი ემუქრებათ! )))
bs
01 დეკემბერი 2020 09:38
0
მაგრად ვკაიფობ მაგ გაურკვეველი სქესის არსების სახელით დადებულ კომენტარებზე )))))
მარა თუ ატყობ რომ ჩვენვე ვაპიარებთ მაგას? შავი პიარიც ხომ პიარია? მაგაზე შავი პიარიც კი არამია! ))
bs
01 დეკემბერი 2020 09:31
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული