რუსული მედია თორნიკე შენგელიას საქართველოს ნაკრებში თამაშმა და წარმატებამ გააღიზიანა

AutoSharing Option
როდესაც თორნიკე შენგელია ცსკა-ში გადავიდა, კონტრაქტში სპეციალური პუნქტი შეატანინა, რომლის მიხედვით, საქართველოს ნაკრების მატჩებზე აუცილებლად უნდა გაუშვან. ჩვენს ეროვნულ გუნდს, როგორც მომავალი ტურნირის მასპინძელს, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა გარანტირებული აქვს, თუმცა ისე კარგად ასპარეზობს, ამას ისედაც უპრობლემოდ მოახერხებდა. რუსებს კი ჯერ საგზური არ მოუპოვებიათ და გაღიზიანებას ვერ მალავენ.
"სოვეტსკი სპორტმა" ამასთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა.

რატომ უშვებენ შენგელიას ნაკრებში, ცსკა-ს რუს მოთამაშეებს კი არა?

"რვა ჯგუფში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩები დასრულდა. 24 მონაწილიდან 11 უკვე ცნობილია, მათ შორის კი რუსეთი
ჯერ არ არის. დარჩენილი 13 ფინალისტი მომავალი წლის 19-22 თებერვალს გაირკვევა - ისევ "ბაბლის" იზოლირებულ სისტემაში.

ქართული პარადოქსი

26 ნოემბერს შენგელიამ მოსკოვში ცსკა-ს რიგებში "რეალთან" 28 წუთი ითამაშა და 15 ქულა ჩააგდო. 28-ში მან ფინეთის ქალაქ ესპოოში თავის გუნდს 19 ქულა მოუტანა, ორი დღის შემდეგ კი იქვე - 17. 4 დეკემბერს ის თავისი გუნდის შემადგენლობაში უთუოდ ითამაშებს რუსეთის დედაქალაქში "ოლიმპიაკოსთან". ისმის კითხვა, რატომ უშვებს ცსკა შენგელიას ქართულ გუნდში, ხოლო კურბანოვს, ბოლომბოის და უხოვს ჩვენს ნაკრებში - არა?

აი, რა თქვა ამასთან დაკავშირებით სააგენტო "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი კირილენკომ: "რამდენადაც ვიცი, შენგელია ხელშეკრულების გაფორმების წინ ცსკა-ს მოელაპარაკა, რომ ნაკრებში გაუშვებდნენ. შესაძლოა, რუსი კალათბურთელებისთვის ამ გამოცდილების გათვალისწინებას აზრი ჰქონდეს".

იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ შესარჩევი ციკლის გამარტივებული სისტემა ევროპირველობაზე რუსეთს ევროლიგის კალათბურთელების გარეშე მოხვედრის საშუალებას მისცემს. ბოლო-ბოლო, უკანასკნელ ადგილს, ალბათ, არ დავიკავებთ. თუმცა, ქართველებს ეს შესარჩევი ციკლი საერთოდ არ სჭირდებათ, ვინაიდან უკვე კარგა ხანია ევრო 2022-ზე არიან. შენგელია კი მაინც მიემგზავრება და თამაშობს ნაკრებში".

მკითხველის კომენტარები / 39 /
თორნიკე არის გულანთებული ქართველი, ნაღდი კაპიტანი და მაგარი კალათბურთელი. რაღაც არ მახსენდება მისი ტრავმებისკენ მიდრეკილება - ბასკონიაში თამაშებს არ ტოვებდა.
რუსების დედაც, მაგრამ ნუ ავურევთ სპორტს და პოლიტიკას ერთმანეთში და კარგი ქართველის დაფასება უნდა ვიცოდეთ.
არჩი
03 დეკემბერი 2020 09:35
10
ნუ გიორგი სააკაძეა მოკლედ!
.......
03 დეკემბერი 2020 11:18
6
Ise dro xo ar aris amerikasac ultimatumi wavuyenot... Taobebi wavidnen ukve da isev marto dapirebebit ro gvaboleben..anu an nato da evrokavshiri an ruseti da 60 000 000 saxmari qali
Levani
03 დეკემბერი 2020 03:25
9
Turqetmac gadaimtera naxevari msoflio da acharas ro moadgeba xval-evropa da amerika ro agshfotdebian...nu evropa uechveli..kide amerikis imedi minda mqondes... Xoda ise ar gamovides isev gorebis gadasarcheni gavxdet..an magati ra imedi unda gvqondes..somxetic ar damastes..
Me evropashi vcxovrob da icodet-aqaur mechetebshi yvela turqs aswavlian ro achara matia da unda daibrunon... Es turqebic,rogorc rusi vanoebi odzaxian "nashi raketis" zustad iseve turqetis sheiaragebis videoebs atrialeben sul da saqartveloshi vigacas sheidzleba kide mshvidi mezobeli gonia v8sac marto vachroba ainteresebs,magram sinamdvileshi gorebze aranaklebi gotebi arian
Levanit
03 დეკემბერი 2020 03:17
4
ნუ პროვოკატორობ რა სისულელეებს ამბობ ბიჭო 3 მილიონი მარტო გასახლებული აჭარლებ-ლაზებისგან შედგება თურქეთი და რაღა დროს აჭარის ხელში ჩაგდებაა მთელი აღმოსავლეთ თურქეთი ლაზები და ჩვენებურები არიან საერთოდ რას მიედ მოედები.დღეს გვყვავს ერთადერთი მტერი და ეს რუსეთია.ყველაზე მყარი საზღვრები მეზობლებთან შედარებით თურქებთან გვაქვს.ნუ ქმნი ახალ პრობლემას.ძლივს მშვიდადვართ თურქებთან და ნუ უწყობ ხელს მაგ თემის გავრცელებას.ერდოღანი ქართველია ცნობისთვის და სულ თუ არაფერი მისი მმართველობის პერიოდში ჩცენ ქვეყანას საფრთხე არ ემუქრება
კარგით რა
03 დეკემბერი 2020 16:44
4
წარმატებამ კიარა გამოშვებამ გააღიზიანა რადგან ნაკრებს მოპობებული აქვს საგზური და ტრამვისგან არავინაა დაზღბეული განსაკუთრებით ტოკო რომელიც მიდრეკილია ამისკენ.
გიო
03 დეკემბერი 2020 02:15
11
გადასარევი გიორგი – ს. რას ყიდულობ რუსულს – მობილურს, ტელევიზორს, საყოფაცხოვრები ტექნიკას თუ ავტომანქანას!!!
ha ha
03 დეკემბერი 2020 00:39
9
პურს,ხორბალს ყიდულობ და მაგაზე ძვირფასი,კაცობრიობას,ჯერ პროდუქტი არ შეუქმნია.შეიძლება სხვაგანაც იყიდო,მაგრამ ყაზახეთის ხორბალი უხარისხოა და თუმცა იქიდანაც შემოგვაქვს,რუსულ ხორბალთან,ახლოს ვერ მოდის.სხვა ექსპორტიორები, შორს არიან და იქიდან შემოტანა,ძალიან აძვირებს პროდუქციას.
სოსო
03 დეკემბერი 2020 15:51
5
მეგობარო, რას ვყიდულო თ რუსულსო რომ მომწერე :) შენ ეტყობა გუდვილში, კარფურში და ზოგადად სუპერმარკეტებში არ დადიხარ. დახლებზე სავსეა რომაა რუსული პროდუქცია :) შენ გგონია ეს ძველი საბჭოთა დროს შემოტანილი შემორჩა ალბათ? :))
გადასარევი გიორგი
03 დეკემბერი 2020 14:31
6
აქ ზოგიერთი რუსეთუმე ზუსტად იგივეს ამბობს, რასაც პუტინი - საქართველოს რუსეთი არჩენსო
კახა
03 დეკემბერი 2020 00:39
14
ჰაჰაჰაჰაჰაჰა, მართლა მეცინება სატირალი რომ არ იყის, პუტინუს აზრიც ჩემსას ემთხვევა თურმე :)))) მაგრები ხართ, მაგრები. დიდი მადლობა ჩემო თანამემამულეებო!:))
გადასარევი გიორგი
03 დეკემბერი 2020 14:28
2
თორნიკე შენგელია სულ წარმატებებით გევლოს!!!
თბილისი
03 დეკემბერი 2020 00:06
4
ზოგს 2020შიც გონია რო რუსეთი ჩვენი მოძმე ერი გონია :D გენაცვალეთ რუსეთუმეებო, ეგრე გააგრძელეთ მაინც დინოზავრებივით გადაშენების პირას ხართ
თემო
02 დეკემბერი 2020 23:22
22
რაც რუსებმა უქნეს საქართველოს როგორ უნდა დაივიწყო!? ამ რუსეთუმე უსინდისობასაც ხომ აქვს რაღაც ზღვარი! მთელი მსოფლიო გადაიმტერეს ამ რუსებმა და მაგათ მხარეზე ყოფნა ნიშნავს მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ ყოფნას. აგინებთ დასავლეთს დახმარებას კი ძალიან კარგად იღებთ.
სიმართლე !
02 დეკემბერი 2020 22:14
20
თავისუფლად შეიძლება იგივეს დაწერა. აგინებთ რუსეთს და ყველაფერ რუსულ ყიდულობთ. ენას ძვალი არ აქვსო ამბობენ. ნახევარი საქართველო რუსულ ფულზე დგას. კაი რა მართლა
გადასარევი გიორგი
02 დეკემბერი 2020 23:23
35
რა შუაშია თორნიკე და მისი კარგი თამაში? ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ქართული გუნდი ევროლოგაზე და რუს კალლათბურთელს უშვებდეს ნაკრებში სათამაშოდ და ქართველებს არა. რა რეაქცია
გვექნებოდა?
გია
02 დეკემბერი 2020 21:27
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული