რუსული მედია თორნიკე შენგელიას საქართველოს ნაკრებში თამაშმა და წარმატებამ გააღიზიანა

AutoSharing Option
როდესაც თორნიკე შენგელია ცსკა-ში გადავიდა, კონტრაქტში სპეციალური პუნქტი შეატანინა, რომლის მიხედვით, საქართველოს ნაკრების მატჩებზე აუცილებლად უნდა გაუშვან. ჩვენს ეროვნულ გუნდს, როგორც მომავალი ტურნირის მასპინძელს, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა გარანტირებული აქვს, თუმცა ისე კარგად ასპარეზობს, ამას ისედაც უპრობლემოდ მოახერხებდა. რუსებს კი ჯერ საგზური არ მოუპოვებიათ და გაღიზიანებას ვერ მალავენ.
"სოვეტსკი სპორტმა" ამასთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა.

რატომ უშვებენ შენგელიას ნაკრებში, ცსკა-ს რუს მოთამაშეებს კი არა?

"რვა ჯგუფში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩები დასრულდა. 24 მონაწილიდან 11 უკვე ცნობილია, მათ შორის კი რუსეთი
ჯერ არ არის. დარჩენილი 13 ფინალისტი მომავალი წლის 19-22 თებერვალს გაირკვევა - ისევ "ბაბლის" იზოლირებულ სისტემაში.

ქართული პარადოქსი

26 ნოემბერს შენგელიამ მოსკოვში ცსკა-ს რიგებში "რეალთან" 28 წუთი ითამაშა და 15 ქულა ჩააგდო. 28-ში მან ფინეთის ქალაქ ესპოოში თავის გუნდს 19 ქულა მოუტანა, ორი დღის შემდეგ კი იქვე - 17. 4 დეკემბერს ის თავისი გუნდის შემადგენლობაში უთუოდ ითამაშებს რუსეთის დედაქალაქში "ოლიმპიაკოსთან". ისმის კითხვა, რატომ უშვებს ცსკა შენგელიას ქართულ გუნდში, ხოლო კურბანოვს, ბოლომბოის და უხოვს ჩვენს ნაკრებში - არა?

აი, რა თქვა ამასთან დაკავშირებით სააგენტო "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი კირილენკომ: "რამდენადაც ვიცი, შენგელია ხელშეკრულების გაფორმების წინ ცსკა-ს მოელაპარაკა, რომ ნაკრებში გაუშვებდნენ. შესაძლოა, რუსი კალათბურთელებისთვის ამ გამოცდილების გათვალისწინებას აზრი ჰქონდეს".

იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ შესარჩევი ციკლის გამარტივებული სისტემა ევროპირველობაზე რუსეთს ევროლიგის კალათბურთელების გარეშე მოხვედრის საშუალებას მისცემს. ბოლო-ბოლო, უკანასკნელ ადგილს, ალბათ, არ დავიკავებთ. თუმცა, ქართველებს ეს შესარჩევი ციკლი საერთოდ არ სჭირდებათ, ვინაიდან უკვე კარგა ხანია ევრო 2022-ზე არიან. შენგელია კი მაინც მიემგზავრება და თამაშობს ნაკრებში".

მკითხველის კომენტარები / 39 /
ცსკა რუსებს არ უშვებს ნაკრებში და შენგელიას უშვებს და მაინც ცუდებია რუსები?ზოგ-ზოგიერთი უმადურობაზე რომ წერთ, რუსეთშიც კარგა ხანი მიცხოვრია და საქართველოშიც კარგი და ცუდი ადამიანები ყველგანაა, მაგრამ უმადურობა ქართველებში უფრო გავრცელებული თვისებაა, ვიდრე რუსებში.საქართველოს დღევანდელი სავალალო მდგომარეობაც ზუსტად მაგ უმადურობის გამოა დიდ-წილად.
ირაკლი
07 დეკემბერი 2020 23:52
3
ვგულშემატკივრობ საქართველოს ნაკრებს, შესაბამისად, მის მწვრთნელს და კალათბურთელებს. თანაბრად მსურს კარგ ფორმაში იყოს ყველა, ნტურალიზებული ამერიკელი მაკფადენი, ესპანეთში მოთამაშე შერმადინი, რუსეთში მოთამაშე შენგელია, არაბეთში მოთამაშე ცინცაძე, თუ საქართველოში მოთამაშე ბაქრაძე.საერთოდ არ მაინტერესებს უვიცების და ბოღმიანების აზრი, ვინც სრულიად უსაფუძვლოდ კბენენ წარმატებულ ადამიანებს. ჩემთვის მთავარია ნაკრების შედეგი. თუ აზრის მოსმენაზე მიდგა საქმე, აქაც მხოლოდ წარმატებული სპორტსმენების აზრს მოვუსმენ და არა უსაქმური, წარუმატებელი, არშემდგარი ტიპების ზუზუნს. წარმატება საქართველოს ნაკრებს
ვატო
05 დეკემბერი 2020 12:25
0
ხოდა აღარ გამოუშვათ, თქვენი იყოს!
გიორგი
03 დეკემბერი 2020 17:28
20
პირიქით ყაზახური და კანადური ხორბალი მსოფლიოში გამორჩეულად ხარისხიანად ითვლება და რატომ ცრუობ.
sosos
03 დეკემბერი 2020 17:28
2
მაგენი რეიტინგში რომ გადავუსწარით მაგაზე არიან გაცოფებულები
h
03 დეკემბერი 2020 17:00
2
და კიდევ რომ მილიონნახევარი ქართველი რუსეთიდან ფულს აგზავნის საქართველოში, რომლებზეც ოჯახები ცხოვრობენ. ამას მარტო იმიტომ ვწერ, დასავლეთს ლანძღავთ და დახმარებას კი ღებულობთო რომ დაწერა ვიღაცამ, თორე მე არც რუსეთში მიცხოვრია და არც რუსეთის უკანონობების დამცველი ვარ, უბრალოდ ობიექტურობას ნუ დაკარგავთ. გავკარი რუსეთსაც და დასავლეთსაც სადაც არის საჭირო, ჩვენ რომ გამოვთაყვანდით ამაშია პრობლემა
გადასარევი გიორგი
03 დეკემბერი 2020 14:35
11
რუსეთში ვინც წავიდა იქ ცხოვრობს, და არასოდეს არ ფიქრობენ დაბრუნებას და ამის გამო სულ თავდახრილი ვერ ვიდგებით რუსებთან და ჩემს შვილებს მონობაში ვერ ვამყოფებ იმიტომ რომ ვიღაც ქართული გვარის ცხოვრებს იქ საქართველოს დასაშანტაჟებლად!!
თ.ბ.
04 დეკემბერი 2020 15:26
2
გ ა ი გ ე თ პატრიოტებო -აქ, სპორტულ მედიაშიც - ვითომ გულშემატრკივრები შემოდიან ქართული ენის მცოდნე, ძირითადად გვარგადმოკეთებულები, მიზანმიმართულად ქართული სახელებით -ქართული ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს და ყოველივე ქართული წ ა რ მ ა ტ ე ბ ი ს მოძულე... ხო ფ ა ქ ტ ი ა, როგორ არა-ადეკვატურად ,,მსჯელობენ,, - თურმე რუსეთი -მტერი ა რ არის და ქართველი სპორტსმები რუსეთში უნდა წავიდეს, თურმე რუსულს ,,ვყიდულობთ,, ყველაფერს (არადა ა რ ა ფ ე რ ს, უბრალოდ კრემლი დასმული ივანაშვილები ცდილობენ ეკო-რად რუსეთზე დამოკიდებული გაგვხადონ, თან მერე რომ წამოგვაძახონ - თურმე მაგათ გარეშე-არ შეგვიძლია - ჩვეულებრიცი იმპერიული ქმედებები-იდეოლოგიაა- უწიგნურთათვის) ... ამათ ,,ლოგიკაში,, ფაქტია- -ვ ხ ე დ ა ვ თ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო თურმე რუსეთს ოკუპირებული-ანექსირებული ა რ ა აქვს, რუსეთი- მ ტ ე რ ი არ არის, რუსეთი თურმე მეგობარია -არასოეს ა რ თქვათ თურმე რომ რუსეთს როგორც მტერს - უნდა მოექცე... რუსეთი არის დღესაც ,21-ე საუკუნეშიც შუა საუკუნეების, მით მუდამ ა ვ ა დ მ ყ ო ფ ი სამყარო და სანამ არ-ვერ მ ო ვ ი შ ო რ ე ბ თ -ფიზიკურად, იდეურად ,მენტალურად ,მანამ- ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო (არსით, ფუნქციით)- ა რ გვექნება, მით არანაირი პერსპექტივა - არასოდეს და ეს ფ ა ქ ტ ი ა ...წარმატება ყველა ქართველ სპორტსენს, მაგრამ უ ნ დ ა გვესმოდეს - ,,ჯერ ერი და ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს ღირსება და მერე იქედან ის, რასაც გ ა ნ გ ე ბ ა გვარგუნებს,, ...და კიდევ - პოლიტიკა და სპორტი რომ სხვადასხვა არის -ეს ჩვეულებრივი რუსულ რუსულ პროპაგანდაა - ბრიყვებისათვის, ან უწიგნურთა გაბრიყვებისათვის ...პ.ს. 21-ე საუკუნეშიც ,,სავეტსკი სპორტი,, ანუ ,,სოვეტსკი,, თან ,,სპორტი,, რომ არსებობს, ამ ხალხს, ამ ,,სახელმწიფოს,,-აგან -რ ა ს უნდა ელოდოს კაცობრიობა?!
გლახუნა
03 დეკემბერი 2020 14:16
19
კომსომოლსკაია პრავდაც არსებობს
გიო
07 დეკემბერი 2020 12:38
0
სამაგიეროდ შენ ხარ რუსეთის მეხოტბე, რუსეთი რომ მტერია კიდე თუ ვერ გაიგე კარგად გქონია საქმე , ისტორიის გაკვეთილები ონლაინ უფასოა და ჩაუჯექი
ბაკურიკო-ს
03 დეკემბერი 2020 19:57
3
ყველა გამოხმაურება
რუსებზე უმადური ერი არ არსებობს. სხვა თვისებებს აღარ ჩამოვთვლი, რაც ზოგადად ამ ერს ახასიათებს. სტატია შენგელიას რუსეთში თამაშის გაპრავებაა და მეტი არაფერი. ისეთი რამ, როგორიცაა სპორტსმებენის არგაშვება ეროვნულ ნაკრებში, მოსული მოვლენაა. გინდ ყოფილიყო იმ ხელშეკრულებაში ნაკრებში თამაშის საკითხი ჩადებული, გინდ არა, ნაკრებში სავარაუდოდ მაინც ჩამოვიდოდა. დაიბოღმენ უბრალოდ რუსები ნაკრების წარმატებებით და მეტი რომ ვერ მოიფიქრეს, ეს თქვეს.რატომ არ უშვებს რუსებს მათ ნაკრებში სათამაშოდ, ეს რუსების საქმეა. როდესაც კალათბურთელში თუ ნებისმიერ სპორტსმენში ამდენ თანხას იხდი და ძალიან დიდ ხელფასს აძლევ, მაშინ შენს კომერციულ მხარეზე ფიქრობ და არ გაინტერესებს სხვა რამ. კარგია, რომ ჩაიწერა ხელშეკრულებაში არსებული დათქმა. მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს შენგელიას საქციელის გამართლებაა, სტატია მაქვს მხედველობაში, და მეტი არაფერი. სხვა გუნდებიც იყო დაინტერესებული შენგელიას შეძენით და მაინდამაინც ეს აირჩია. ისე, მაინტერესებს, როცა რუსეთის ჰიმნი ჟღერს სადმე, შენგელიას ტანში არ აჟრიალებს? არ გამომიხტეთ ახლა დამცველები. ჩემს აზრს ვაფიქსირებ. როცა შენი ქვეყნის 20 % ოკუპირებულია, როცა შენი ქვეყნის განვითარებას ხელს უშლიან, როცა იმ გუნდში თამაშობ, რომელიც შენს მოქალაქეებს ბომბავდა და ანადგურებდა, რბილად რომ ვთქვათ, სულ ფეხზე გკიდია წარსული და იმ ხელშეკრულებაში რას ჩაწერ, ნაკლებად საინტერესოა. თავმოყვარე ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ მართლა უნიკალური კალათბურთელია, არც ათამაშებდა ნაკრებში. პ.ს. ნაცი არ ვარ, არ ვეკუთვნი არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს. გულში ჩაიხედეთ, თუ ასე არ არის. ეს ის მომენტია, როცა სპორტი და პოლიტიკა ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. ვის არ გახარებია რუსებთან გამარჯვება ნებისმიერ კატეგორიაში: სამბო, ძიუდო, რაგბი (თუმცა რუსული რაგბი გამოიტენება მალე რუსულპასპორტაღებული ქართველებით და გამართლდება ერთი გამონათქვამი: ქართველს ვერავინ დაამარცხებს ქართველის გარდა). ასე, რომ შენგელია თავს მიხედავს, ჩვენ ჩვენს თავს მივხედოთ და ჩვენს ნაკრებებს ვუგულშემტკივროთ. მადლობა ღმერთს, ყველა ფულზე არ იყიდება.
გიო
03 დეკემბერი 2020 11:31
14
მორალი: ოხ, ეს ბოღიანი რუსები :)
თემური
03 დეკემბერი 2020 11:30
4
თოკო საქართველოს ნაკრებისათვის ძვირფასი მოთამაშეა და შეიძლება ითქვას შვეიცარიასთან მატჩის ბედი ბოლოს მან მარტომ გადაწყვიტა. ინტელექტუალური და პატრიოტი კალათბურთელიცაა, როცა შეთანხმებაში ის პუნქტი ჩაადებინა, მაგრამ კრიტიკულ გულშემატკივარსაც ნუ დავუკარგავთ ამაგს - რომ არა მათი ასეთი გამძაფრებული წინააღმდეგობა და გამოხმაურება, ცსკას შეიძლება ეს გამონაკლისი არ დაეშვა. ასე რომ ყველამ თამამად გამოვთქვათ ჩვენი თავისუფალი აზრები, ეს არის ადამიანთა მთავარი მონაპოვარი და დადებითი შედეგი ყოველთვის აქვს.
თენგაბი
03 დეკემბერი 2020 11:11
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული