რუსული მედია თორნიკე შენგელიას საქართველოს ნაკრებში თამაშმა და წარმატებამ გააღიზიანა

AutoSharing Option
როდესაც თორნიკე შენგელია ცსკა-ში გადავიდა, კონტრაქტში სპეციალური პუნქტი შეატანინა, რომლის მიხედვით, საქართველოს ნაკრების მატჩებზე აუცილებლად უნდა გაუშვან. ჩვენს ეროვნულ გუნდს, როგორც მომავალი ტურნირის მასპინძელს, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა გარანტირებული აქვს, თუმცა ისე კარგად ასპარეზობს, ამას ისედაც უპრობლემოდ მოახერხებდა. რუსებს კი ჯერ საგზური არ მოუპოვებიათ და გაღიზიანებას ვერ მალავენ.
"სოვეტსკი სპორტმა" ამასთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა.

რატომ უშვებენ შენგელიას ნაკრებში, ცსკა-ს რუს მოთამაშეებს კი არა?

"რვა ჯგუფში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩები დასრულდა. 24 მონაწილიდან 11 უკვე ცნობილია, მათ შორის კი რუსეთი
ჯერ არ არის. დარჩენილი 13 ფინალისტი მომავალი წლის 19-22 თებერვალს გაირკვევა - ისევ "ბაბლის" იზოლირებულ სისტემაში.

ქართული პარადოქსი

26 ნოემბერს შენგელიამ მოსკოვში ცსკა-ს რიგებში "რეალთან" 28 წუთი ითამაშა და 15 ქულა ჩააგდო. 28-ში მან ფინეთის ქალაქ ესპოოში თავის გუნდს 19 ქულა მოუტანა, ორი დღის შემდეგ კი იქვე - 17. 4 დეკემბერს ის თავისი გუნდის შემადგენლობაში უთუოდ ითამაშებს რუსეთის დედაქალაქში "ოლიმპიაკოსთან". ისმის კითხვა, რატომ უშვებს ცსკა შენგელიას ქართულ გუნდში, ხოლო კურბანოვს, ბოლომბოის და უხოვს ჩვენს ნაკრებში - არა?

აი, რა თქვა ამასთან დაკავშირებით სააგენტო "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი კირილენკომ: "რამდენადაც ვიცი, შენგელია ხელშეკრულების გაფორმების წინ ცსკა-ს მოელაპარაკა, რომ ნაკრებში გაუშვებდნენ. შესაძლოა, რუსი კალათბურთელებისთვის ამ გამოცდილების გათვალისწინებას აზრი ჰქონდეს".

იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ შესარჩევი ციკლის გამარტივებული სისტემა ევროპირველობაზე რუსეთს ევროლიგის კალათბურთელების გარეშე მოხვედრის საშუალებას მისცემს. ბოლო-ბოლო, უკანასკნელ ადგილს, ალბათ, არ დავიკავებთ. თუმცა, ქართველებს ეს შესარჩევი ციკლი საერთოდ არ სჭირდებათ, ვინაიდან უკვე კარგა ხანია ევრო 2022-ზე არიან. შენგელია კი მაინც მიემგზავრება და თამაშობს ნაკრებში".

მკითხველის კომენტარები / 39 /
სად დაინახეთ გაღიზიანება?პირიქით,გამოცდილების რუს კალათბურთელებზე გამოყენებასაც კი თხოულობენ.წესით, ეს,ყველა კალათბურთელმა უნდა მოითხოვოს.
სოსო
02 დეკემბერი 2020 20:02
3
ეს თქვენი სანაქებო ევროპელები საერთოდ არ უშვებდნენ ნაკრებში ჩვენს ლიდერებს... დაგავიწყდათ უკვე? ქართველებს ძალიან მოკლე მეხსიერება დაგვჩემდა ამ ბოლო დროს. თუმცა, სააკიანცის საზიზღარი ქმედებები რომ ერს დაავიწყდება, კალათბურთი იქ რაღა მოსატანია
გია
02 დეკემბერი 2020 20:05
57
კი მაგრამ რუსები თუ ასეთი კეთილები არიან, თავად თავიანთ რუსებს რატო არ უშვებენ საკუთარ ნაკრებში? წაიკითხე სრულად სტატია და მიხვდები, უბრალოთ თოკომ ისე არ მოაწერა ხელი კონტრაქტს სანამ ნაკრებში გამოშვების პუნქტი არ ჩაადებინა, ასე რომ მადლობა თოკოს უთხარი და ნუ გვიმტკიცებ აქ რუსთა სიკეთეს.D
hhh
02 დეკემბერი 2020 21:37
4
აბა თქვენ იცით. მალე აფხაზეთის დამოუკიდებლობასაც გააპრავებთ
rasa
03 დეკემბერი 2020 11:22
1
კლავიატურის ლომები და შენგელიას მაკრიტიკებლები სად დაიკარგნენ... შენგელიამდე გენო პეტრიაშვილს დაუწუნეს პატრიოტიზმი, მერე ტალახაძეს... ნორმალურ ქვეყანაში ხელისგულზე სატარებელია ეს ხალხი...
sxalteli
02 დეკემბერი 2020 19:43
43
არ მგონია შენ ვინმეზე ნაკლები კლავიატურის ლომი იყო
mdaaa
02 დეკემბერი 2020 20:28
34
აი ამიტომაც უნდა დაეტიო ევროპაში, მაგათ არც ხვიჩას ჩამოსვლა ეხამუშებათ და არ არის გამორიცხული ვირუსი შეგნებულად აკიდეს რომ ევროპაზე არ გავსულიყავით
teg
02 დეკემბერი 2020 19:35
57
სსრკ, რუსეთის იმპერია თუ რუსეთის ფედერაცია არის ყველაზე დიდი მარაზმი და საძულველი ჩემთვის მაგრამ ასეთი შეთქმულების თეორიები არ მოგბეზრდათ?
დღეს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი არის დაინფიცირებული და ხვიჩასაც გადაედო. გულდასაწყვეტია ნაკრებს რომ ვერ დაეხმარა მაგრამ მადლობა ღმერთს წყნარად და გართულების გარეშე გადაიტანა !
მიხაელ
02 დეკემბერი 2020 20:25
9
და ბომბეიდან პეკინამდე გათხარეს გვირაბი, 100%
Dato
02 დეკემბერი 2020 20:47
7
რაც რუსებმა უქნეს საქართველოს როგორ უნდა დაივიწყო!? ამ რუსეთუმე უსინდისობასაც ხომ აქვს რაღაც ზღვარი! მთელი მსოფლიო გადაიმტერეს ამ რუსებმა და მაგათ მხარეზე ყოფნა ნიშნავს მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ ყოფნას. აგინებთ დასავლეთს დახმარებას კი ძალიან კარგად იღებთ.
სიმართლე !
02 დეკემბერი 2020 22:14
20
თავისუფლად შეიძლება იგივეს დაწერა. აგინებთ რუსეთს და ყველაფერ რუსულ ყიდულობთ. ენას ძვალი არ აქვსო ამბობენ. ნახევარი საქართველო რუსულ ფულზე დგას. კაი რა მართლა
გადასარევი გიორგი
02 დეკემბერი 2020 23:23
35
ზოგს 2020შიც გონია რო რუსეთი ჩვენი მოძმე ერი გონია :D გენაცვალეთ რუსეთუმეებო, ეგრე გააგრძელეთ მაინც დინოზავრებივით გადაშენების პირას ხართ
თემო
02 დეკემბერი 2020 23:22
22
რა შუაშია თორნიკე და მისი კარგი თამაში? ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ქართული გუნდი ევროლოგაზე და რუს კალლათბურთელს უშვებდეს ნაკრებში სათამაშოდ და ქართველებს არა. რა რეაქცია
გვექნებოდა?
გია
02 დეკემბერი 2020 21:27
8
თორნიკე არის გულანთებული ქართველი, ნაღდი კაპიტანი და მაგარი კალათბურთელი. რაღაც არ მახსენდება მისი ტრავმებისკენ მიდრეკილება - ბასკონიაში თამაშებს არ ტოვებდა.
რუსების დედაც, მაგრამ ნუ ავურევთ სპორტს და პოლიტიკას ერთმანეთში და კარგი ქართველის დაფასება უნდა ვიცოდეთ.
არჩი
03 დეკემბერი 2020 09:35
10
ნუ გიორგი სააკაძეა მოკლედ!
.......
03 დეკემბერი 2020 11:18
6
თორნიკე შენგელია სულ წარმატებებით გევლოს!!!
თბილისი
03 დეკემბერი 2020 00:06
4
რუსებზე უმადური ერი არ არსებობს. სხვა თვისებებს აღარ ჩამოვთვლი, რაც ზოგადად ამ ერს ახასიათებს. სტატია შენგელიას რუსეთში თამაშის გაპრავებაა და მეტი არაფერი. ისეთი რამ, როგორიცაა სპორტსმებენის არგაშვება ეროვნულ ნაკრებში, მოსული მოვლენაა. გინდ ყოფილიყო იმ ხელშეკრულებაში ნაკრებში თამაშის საკითხი ჩადებული, გინდ არა, ნაკრებში სავარაუდოდ მაინც ჩამოვიდოდა. დაიბოღმენ უბრალოდ რუსები ნაკრების წარმატებებით და მეტი რომ ვერ მოიფიქრეს, ეს თქვეს.რატომ არ უშვებს რუსებს მათ ნაკრებში სათამაშოდ, ეს რუსების საქმეა. როდესაც კალათბურთელში თუ ნებისმიერ სპორტსმენში ამდენ თანხას იხდი და ძალიან დიდ ხელფასს აძლევ, მაშინ შენს კომერციულ მხარეზე ფიქრობ და არ გაინტერესებს სხვა რამ. კარგია, რომ ჩაიწერა ხელშეკრულებაში არსებული დათქმა. მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს შენგელიას საქციელის გამართლებაა, სტატია მაქვს მხედველობაში, და მეტი არაფერი. სხვა გუნდებიც იყო დაინტერესებული შენგელიას შეძენით და მაინდამაინც ეს აირჩია. ისე, მაინტერესებს, როცა რუსეთის ჰიმნი ჟღერს სადმე, შენგელიას ტანში არ აჟრიალებს? არ გამომიხტეთ ახლა დამცველები. ჩემს აზრს ვაფიქსირებ. როცა შენი ქვეყნის 20 % ოკუპირებულია, როცა შენი ქვეყნის განვითარებას ხელს უშლიან, როცა იმ გუნდში თამაშობ, რომელიც შენს მოქალაქეებს ბომბავდა და ანადგურებდა, რბილად რომ ვთქვათ, სულ ფეხზე გკიდია წარსული და იმ ხელშეკრულებაში რას ჩაწერ, ნაკლებად საინტერესოა. თავმოყვარე ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ მართლა უნიკალური კალათბურთელია, არც ათამაშებდა ნაკრებში. პ.ს. ნაცი არ ვარ, არ ვეკუთვნი არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს. გულში ჩაიხედეთ, თუ ასე არ არის. ეს ის მომენტია, როცა სპორტი და პოლიტიკა ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. ვის არ გახარებია რუსებთან გამარჯვება ნებისმიერ კატეგორიაში: სამბო, ძიუდო, რაგბი (თუმცა რუსული რაგბი გამოიტენება მალე რუსულპასპორტაღებული ქართველებით და გამართლდება ერთი გამონათქვამი: ქართველს ვერავინ დაამარცხებს ქართველის გარდა). ასე, რომ შენგელია თავს მიხედავს, ჩვენ ჩვენს თავს მივხედოთ და ჩვენს ნაკრებებს ვუგულშემტკივროთ. მადლობა ღმერთს, ყველა ფულზე არ იყიდება.
გიო
03 დეკემბერი 2020 11:31
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული