საქართველოს ნაკრები სერბეთთან 26 ქულით დამარცხდა

AutoSharing Option
ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები სერბეთთან 66:92 დამარცხდა.

სერბეთის ნაკრების მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა თბილისში ჩამოსვლამდე უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ გუნდს ევროლიგისა და NBA-ს კალათბურთელები ვერ დაეხმარებიან. თუმცა, თბილისურ „ბაბლში“ თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი ვერ ითამაშებენ. ასე რომ, ჩვენი გუნდი ამ მხრივ უკეთეს სიტუაციაში სულაც არ არის და მეტადრე საინტერესო იყო, შენგელიას გარეშე როგორ იასპარეზებდა. ისიც აღსანიშნვია, რომ ილიას ზუროსის კრებულს ფინალურ ტურნირზე მონაწილეობა გარანტირებული აქვს და მოწინააღმდეგისგან განსხვავებით ფსოქოლოგიური წნეხისგან თავისუფალია.

საქართველოს ნაკრებმა
თამაში შემდეგი ხუთეულით დაიწყო: ფრენკამპი, შერმადინი, ბოქოლიშვილი, კორსანტია, ბურჯანაძე. დებიუტში ჩვენმა გუნდმა რამდენიმეჯერ დაკარგა ბურთი, შერმადინს რადულიცა არ აძლევდა გასაქანს და სერბეთი 11:2 დაწინაურდა. თუმცა, ჩვენმა გუნდმა თამაში გამოასწორა და დაბალშედეგიანი პირველი მეოთხედი 10:13 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელები ხშირად ჯარიმდებოდნენ, მეორე პერიოდის დასაწყისში ბურჯანაძემ მესამე ფოლი მიიღო და ზუროსმა მოედნიდან გაიყვანა, ფრენკამპმა კი მე-14 წუთზე ჩვენი გუნდი მატჩში პირველად წინ გაიყვანა - 16:15. სამწუხაროდ, ზუროსის შეგირდებს არ წაუვიდათ სამქულიანები (12-დან 0), ბოლოსწინა წუთზე მხოლოდ ბერიშვილმა მოახერხა სამიანის ჩაგდება და პირველი ტაიმი 31:37 წავაგეთ.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ფრენკამპმა ტრავმა მიიღო, პარკეტი დატოვა და მოწინააღმდეგე 13 ქულით გაიქცა. ზუროსმა მოედანზე ბურჯანაძე დააბრუნა, შეტევაში თამაში გამოსწორდა, დაცვაში კი 20 წლის პეტრუშევი შეუჩერებელი, სერბები სამქულიანებსაც ზუსტად ისროდნენ, გადამწყვეტი მეოთხედის წინ ტაბლოზე 51:65 დაფიქსირდა და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მატჩის ბედიც გადაწყდა.

უკანასკნელ პერიოდში დაცვაში საქართველოს ნაკრების თამაში საბოლოოდ მოიშალა, არც შეტევაში გამოსდიოდათ თამაში, სადაც ძირითადად შერმადინის იმედად ვიყავით და - 66:92.

რა თქმა უნდა, ამ შეხვედრას ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ წაგება და მით უმეტეს დიდი ანგარიშით სამწუხაროა. თუმცა, გასათვალისწინებელია ფრენკამპის ტრავმა და რაც მთავარია - ნაკრებში ლიდერის არყოფნა. ფაქტია უტყუარი, რომ შენგელია ძალიან დაგვაკლდა.

საქართველოს ნაკრებიდან 20 ქულა შერმადინმა ჩააგდო (+8 მოხსნა), 15 სანაძემ, 10-10 კი ფრენკამპმა და ბურჯანაძემ.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი პეტრუშევი იყო - 27 ქულა და მარგი ქმედების 30-იანი კოეფიციენტი, ხოლო მისმა თანაგუნდელმა ანდუშიჩმა 22 ქულა ჩააგდო.

მკითხველის კომენტარები / 37 /
არც მე მომწონს შენგელია რომ ცსკა-ში თამაშობს, მაგრამ მაგას რად უნდა ბევრი ლაპარაკი, რომ ნაკრებში ფაქტიურად ნახევარი გუნდია.
მერაბი
19 თებერვალი 2021 22:19
2
ამ შემადგენლობით სერბების ნებისმიერ შემადგენლობასთან, ძალიან ძნელი იყო რაიმე წარმატების მიღწევა. რომც არ გვქონოდა განაღდებული ევროპაზე თამაში, ამ ჯგუფიდანაც გავდიოდით მაინც, რაც ძალიან სასიხარულოა.
გოგა
19 თებერვალი 2021 22:03
0
ქომაგს,
მესამე ადგილზე როგორ გავალთ? მოვიგებთ ფინეთთან პირველზე ვიქნებით, წავაგებთ და მეორეზე
მამუკა
20 თებერვალი 2021 10:34
0
საკითხავია გავიდოდით თუ არა. ფინეთს იქ რომ მოვუგეთ არ ნიშნავს რომ აუცილებლად აქაც მოვუგებთ და შესძლოა მესამეზე გავიდეთ ჯგუფში.
ქომაგი
19 თებერვალი 2021 22:50
19
შენგელიას უმისოდ ძალიან გვიჭირს თამაში, ეს ფაქტია
Nukri
19 თებერვალი 2021 21:47
2
უმისოდ არ ვიცი და შენგელია თავად დაგვაკლდა :))))))
borgati
20 თებერვალი 2021 00:58
2
პალიტრანიუს დაწერე კომენტარები სირცხვილია ცენზურა 21-ე საუკუნეში
912
19 თებერვალი 2021 21:21
3
ილია ლონდარიძეს რისთვის იძახებენ ნაკრებში, არ სჯობს ვინმე ახალგაზრდას მოტივაცია მისცენ და ნაკრების კარი გაუღონ ? ზის და ატრიალებს პირსახოცს ან ღრიალებს მარტო მაგარი კაცია რაა
Shen
19 თებერვალი 2021 21:16
6
არაუშავს, მთავარია გამოვცადოთ ახალი სახეები და ნაკრებმა მართლა 7 კაცით არ ითამაშოს ევრობასკეტზე როგორც ყოველთვის ხდებოდა
თორნიკე
19 თებერვალი 2021 21:14
1
გამოვცადეთ და გავიგეთ რომ არც ძველების და არც ახლების იმედი არ უნდა გვქონდეს მითუმეტეს პრინციპული თამაშის დროს წაგებაცაა და წაგებაც 26 ქულით მარცხი სახლში სამარცხვინოა....
912
20 თებერვალი 2021 06:36
6
საერთოდ აკრძალეთ ყველა სპორტი რა არაფრის თავი არ გვაქვს და რისთვის თამაშოთ რაში იყრება ფული
912
19 თებერვალი 2021 21:12
55
dajeqi 2ani.
niko
19 თებერვალი 2021 22:16
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული