საქართველოს ნაკრები სერბეთთან 26 ქულით დამარცხდა

AutoSharing Option
ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები სერბეთთან 66:92 დამარცხდა.

სერბეთის ნაკრების მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა თბილისში ჩამოსვლამდე უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ გუნდს ევროლიგისა და NBA-ს კალათბურთელები ვერ დაეხმარებიან. თუმცა, თბილისურ „ბაბლში“ თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი ვერ ითამაშებენ. ასე რომ, ჩვენი გუნდი ამ მხრივ უკეთეს სიტუაციაში სულაც არ არის და მეტადრე საინტერესო იყო, შენგელიას გარეშე როგორ იასპარეზებდა. ისიც აღსანიშნვია, რომ ილიას ზუროსის კრებულს ფინალურ ტურნირზე მონაწილეობა გარანტირებული აქვს და მოწინააღმდეგისგან განსხვავებით ფსოქოლოგიური წნეხისგან თავისუფალია.

საქართველოს ნაკრებმა
თამაში შემდეგი ხუთეულით დაიწყო: ფრენკამპი, შერმადინი, ბოქოლიშვილი, კორსანტია, ბურჯანაძე. დებიუტში ჩვენმა გუნდმა რამდენიმეჯერ დაკარგა ბურთი, შერმადინს რადულიცა არ აძლევდა გასაქანს და სერბეთი 11:2 დაწინაურდა. თუმცა, ჩვენმა გუნდმა თამაში გამოასწორა და დაბალშედეგიანი პირველი მეოთხედი 10:13 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელები ხშირად ჯარიმდებოდნენ, მეორე პერიოდის დასაწყისში ბურჯანაძემ მესამე ფოლი მიიღო და ზუროსმა მოედნიდან გაიყვანა, ფრენკამპმა კი მე-14 წუთზე ჩვენი გუნდი მატჩში პირველად წინ გაიყვანა - 16:15. სამწუხაროდ, ზუროსის შეგირდებს არ წაუვიდათ სამქულიანები (12-დან 0), ბოლოსწინა წუთზე მხოლოდ ბერიშვილმა მოახერხა სამიანის ჩაგდება და პირველი ტაიმი 31:37 წავაგეთ.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ფრენკამპმა ტრავმა მიიღო, პარკეტი დატოვა და მოწინააღმდეგე 13 ქულით გაიქცა. ზუროსმა მოედანზე ბურჯანაძე დააბრუნა, შეტევაში თამაში გამოსწორდა, დაცვაში კი 20 წლის პეტრუშევი შეუჩერებელი, სერბები სამქულიანებსაც ზუსტად ისროდნენ, გადამწყვეტი მეოთხედის წინ ტაბლოზე 51:65 დაფიქსირდა და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მატჩის ბედიც გადაწყდა.

უკანასკნელ პერიოდში დაცვაში საქართველოს ნაკრების თამაში საბოლოოდ მოიშალა, არც შეტევაში გამოსდიოდათ თამაში, სადაც ძირითადად შერმადინის იმედად ვიყავით და - 66:92.

რა თქმა უნდა, ამ შეხვედრას ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ წაგება და მით უმეტეს დიდი ანგარიშით სამწუხაროა. თუმცა, გასათვალისწინებელია ფრენკამპის ტრავმა და რაც მთავარია - ნაკრებში ლიდერის არყოფნა. ფაქტია უტყუარი, რომ შენგელია ძალიან დაგვაკლდა.

საქართველოს ნაკრებიდან 20 ქულა შერმადინმა ჩააგდო (+8 მოხსნა), 15 სანაძემ, 10-10 კი ფრენკამპმა და ბურჯანაძემ.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი პეტრუშევი იყო - 27 ქულა და მარგი ქმედების 30-იანი კოეფიციენტი, ხოლო მისმა თანაგუნდელმა ანდუშიჩმა 22 ქულა ჩააგდო.

მკითხველის კომენტარები / 37 /
ადრეც ვიცოდი, მაგრამ ახლა კიდევ უფრო დავრწმუნდი და უფორო აშკარა გახდა რომ, სამწამიანში შერმადინის დატვირთვა 2 ქულიანებით როდესაც მოწინააღმდეგე მიჯრით გიყრის სამიანებს, სასტარტოს მოთამაშეები და მათი ზამენებიც, იქ დამთავრებულია საქმე.


დიქსი იყო და კარგად ყრიდა, მაკფადენსაც არაუშავდა..


თუკი რაიმის პრეტენზია გვაქ და მგონი რომ გვაქ, სამიანების ჩაყრა ვისწავლოოოოთ, თორე დერეფნიდან ნასროლ სამიანს ვერც კარგი დაცვა უშველის და ვერც ორქულიანები, ისიც ან ვარდება ან არა.

პ.ს გამოსასწორებელია ბურთის დაკარგვები, და ეს გარბენები რაბედურებაა :(

ჯანსაღი კრიტიკა ყველაზე კარგი წამალი, წარმატებები ჩვენებს!
Biannkoneri
22:09 20-02-2021
0
მსოფლიო შესარჩევზე თბილისში 37 ქულით დავმარცხდით სერბებთათ,შენგელიაც თამაშობდა
გიორგი
20:10 20-02-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული