საქართველოს ნაკრებმა ფინეთთან 19-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილა, მაგრამ მაინც დამარცხდა

AutoSharing Option
ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მეექვსე, უკანასკნელ მატჩში საქართველოს ნაკრები ფინეთთან 70:78 დამარცხდა.

რიგი წამყვანი კალათბურთელების არყოფნისა და ახალი ლეგიონერის, ფრენკამპის ტრავმის გამო საქართველოს ნაკრები სერიოზული პრობლემის წინაშე დადგა, რაც ოპტიმიზმის საფუძველს ნაკლებად იძლეოდა, თუმცა ახალგაზრდებს თავის გამოჩენის საშუალება ჰქონდათ.

ჩვენმა გუნდმა თამაში შემდეგი ხუთეულით დაიწყო: ბაქრაძე, ფევაძე, ბოქოლიშვილი, ბურჯანაძე, შერმადინი. ისევე როგორც გასულ შეხვედრაში სერბეთთან, დებიუტში მეტოქე დაწინაურდა. კვლავ ბევრი იყო შეცდომები დაცვაში, ბურთის დაკარგვები, ვერც შეტევაში ვვარგობდით, მოწინააღმდეგე კარგად ისროდა სამქულიანებს და პირველი მეოთხედი 17:30 წავაგეთ.

მეორე პერიოდი პირველის
მსგავსად წარიმართა, ჩვენი გუნდის კალათბურთელები უამრავ შედომებს უშვებდნენ და პირველი ტაიმი 30:49 დასრულდა.

ზუროსის შეგირდებმა მესამე მეოთხედი ბრწყინვალედ ჩაატარეს, დაცვაში თამაში გამოასწორეს, თავდასხმაშიც დაჯაბნეს ფინელები და ანგარიში გაათანაბრეს.

სამწუხაროდ, დასკვნით მეოთხედში საქართველოს ნაკრები ჯარიმებით დაიტვირთა, შეტევაში ბევრი არაფერი გამოუვიდა, 70:78 დამარცხდა და ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა.

ჩვენი გუნდიდან შერმადინმა 19 ქულა ჩააგდო (პლუს 12 მოხსნა და მარგი ქმედების 28-ინი კოეფიციენტი), 18 სანაძემ, 11 ბურჯანაძემ, 9 ბერიშვილმა და 6 ბოქოლიშვილმა.

ფინელთაგან 14-14 ქულით ყველაზე შედეგიანები ე. მერფი და ვალტონენი იყვნენ.

მკითხველის კომენტარები / 42 /
ფარები მაინც შეგეღებათ, სირცხვილია!
Alex
21 თებერვალი 2021 23:25
2
საღოლ, რა გააძრე, მეც მომხვდა თვალში ჟანგიანი ფარები DDD
რა მაფიაა?
22 თებერვალი 2021 00:56
0
სროლის აზრზე არ არიან, ან თავიანთი გუნდები ესეთებს რატომ ათამაშებენ?
?
21 თებერვალი 2021 23:09
1
ტესტი უნდა იყოს ნაკრებისთვის, ათიდან ცხრაზე ნაკლებს ვინც ჩააგდებს სამიანს, ნაკრებში არ უნდა აიყვანო, გუნდებსაც უნდა ჰქონდეს ესე. მერე მაინც დადგებიან და ივარჯიშებენ. ვერ გააკეთებენ და არსებობს სხვა სპორტის სახეობებიც............
ესეა ეს
21 თებერვალი 2021 23:19
1
cadi kriketi itamashe ra
kombato
22 თებერვალი 2021 00:26
1
10 -დან 9 სამიანს ვერ მოთხოვ ნბა-ს ვერცერთ მსროლელს . რას ამბობთ ?!
zaza
22 თებერვალი 2021 19:08
2
სროლა რომ არ იცით მაგაზე იმუშავეთ, ყოველთვის ეგ პრობლემა გვაქვს. მარტო მწვრთნელი რას იზავს, სამარცხვინოა ეს ყველაფერი უკვე
მარტო მწვრთნელი ვერაფერს იზავს
21 თებერვალი 2021 21:47
2
შენგელიას გარეშე ნაკრები ნულია
იაგო
21 თებერვალი 2021 21:13
6
სამიანების მსროლელის პრობლემა გვაქვს და შენგელია რომელი სამიანების მსროლელი ნახე?
არტ
22 თებერვალი 2021 01:50
0
ტიპებმა იმდენჯერ დაგვიფარეს რო რავი ბურჯანაძის ვიქნებოდი ატირებული კუთხეში დავდგებოდი შენელებული კადრია იმენა
სლოუ მოუშენას ტყვილად კი არ ვეძახით საძმაკაცო გარბენი და ორ ტარება 10 წლის კალათბურთელ ბავშვებს აღარ ეშლებათ
ფაქტია ზაზას ფაქტორია მისი ნაკრებში ყოფნა
გოგა
22 თებერვალი 2021 01:13
1
მე გამიმართლა? მხოლოდ მე-3 მეოთხედს ვუყურე! ))
aburjga
21 თებერვალი 2021 22:09
1
ბედნიეროოოოოო
მიროსან
23 თებერვალი 2021 00:15
0
ამ თამაშებმა კი მოგვიტანა იმედგაცრუება შედეგის თვალსაზრისით, მაგრამ ერთი კარგი საქმე გააკეთა - ნათლად დაანახა ყველას (მათ შორის ზუროსსაც და გურასპაულსაც) თუ ევრობასკეტზე ვის უნდა დავეყრდნოთ. ასეთი რვა მოთამაშეა: შენგელია, ბითაძე, მამუკელაშვილი, შერმადინი, მაკფადენი (ან უკეთესი ლეგიონერი თუ ვიპოვეთ, ფრენკამპი არ მგონია), სანაძე, ბურჯანაძე, ბერიშვილი. ამათ წესით უნდა დაემატონ: რატი ანდრონიკაშვილი და ცინცაძე (თუ ფორმაში იქნებიან). ეს უკვე 10 კაცია და ბოლო ორს რაც შეეხება, განაცხადს თუ შეავსებს ზუროსი, თორემ არაფერი მნიშვნელობა არა აქვს - ყველა უვარგისია საქართველოს ჩემპიონატიდან.
სიმართლე
22 თებერვალი 2021 02:35
2
კოლეჯებშია კიდევ რამდენიმე საინტერესო ქართველი.
Ttt
22 თებერვალი 2021 11:34
0
შერო და სანაძე შემეცოდა რაც ამათმა მესამე მეოთხედში იბრძოლეს და გადატეხილ ჯოხებს გავდენ მეოთხე მეოთხედში ბიჭო კაცმა ბოლო ტურში 35 ქულა ჩააგდო იმას არ ათამაშებ ნაკრებში ეროვნული ლიგიდან და მოგყავს ჯინჭარაძე ლობჯანიძე ბაქრაძე ლონდარიძე დარწმუნებული ვარ ლეგიონერების გარდა სპისოკს აძლევენ და ეგრე აყენებს სასტავს თუარადა ეს თუ ეგეთ ხალხს კალათბურთელებს უძახის უბრალოდ გასაშვებია კიდე კაი საბჭოთა პერიოდში არ ვცხოვრობთ თორე ეგეთი თამაშისთვის დახვრეტა არაცდებოდა არც მწვრთნელს და არც ნაკრებს ბალაგამია თუ რა ჯანდაბაა ამ კალათბურთში .
Zaza
21 თებერვალი 2021 23:42
9
ჯინჭარაძემ დაცვაში მაგრად ითამაშა ძაან, მაგის დიდი დამსახურება იყო მე-3 მეოთხედის ამოქაჩვა, კარგად გადაკეტა სალინი და სხვებიც, მე-4 მეოთხედში როდესაც გაიყვანა ზუროსმა 4 პერსონალურის გმაო მერე გაგვიჭირდა დაცვაში და როცა შემოვიდა მერე ვეღარ გვიგდებდნენ ისე, შეტევაშიც აქტიურობდა რაღაცებს მონდომებული იყო, მაგრამ ცხადია უნდა ისწავლოს ქულების მოგროვება, სროლა და შესვლები.
drew
22 თებერვალი 2021 09:33
3
ზუროსი მაგარია ორი აზრი არ არის, მაგრამ ვინც ვერ აგდებს სამიანებს რატომ აჰყავს ნაკრებში, დავიჯერო საქართველოში სამი კაცი არ არის მასეთი??
სიმართლე
21 თებერვალი 2021 23:05
1
სამიო?! სამი კი არა ერთი ინატრე 40 პროცენტზე მეტი რომ ჰქონდეს მაჩვენებელი. გინდა თოკოს რა, მეტი აქვს?...თამაშს გამართული დაცვა იგებს და ზუროსი სწორედ მაგას ცდილობს, სროლას ნაკრების მწვრთნელი ვერ ასწავლის.
emigranti
22 თებერვალი 2021 02:51
1
დაიჯერე, არ გვყავს საქართველოში მსროლელი, არ ვარჯიშობენ... 3 იანზე აღარ გვაქვს პრეტენზია/არადა მაგის გარეშე თამაშს ვერ მოიგებ/ ახლოდანაც გვიჭირს..
გუსანი
22 თებერვალი 2021 00:20
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული