საქართველოს ნაკრებმა ფინეთთან 19-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილა, მაგრამ მაინც დამარცხდა

AutoSharing Option
ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მეექვსე, უკანასკნელ მატჩში საქართველოს ნაკრები ფინეთთან 70:78 დამარცხდა.

რიგი წამყვანი კალათბურთელების არყოფნისა და ახალი ლეგიონერის, ფრენკამპის ტრავმის გამო საქართველოს ნაკრები სერიოზული პრობლემის წინაშე დადგა, რაც ოპტიმიზმის საფუძველს ნაკლებად იძლეოდა, თუმცა ახალგაზრდებს თავის გამოჩენის საშუალება ჰქონდათ.

ჩვენმა გუნდმა თამაში შემდეგი ხუთეულით დაიწყო: ბაქრაძე, ფევაძე, ბოქოლიშვილი, ბურჯანაძე, შერმადინი. ისევე როგორც გასულ შეხვედრაში სერბეთთან, დებიუტში მეტოქე დაწინაურდა. კვლავ ბევრი იყო შეცდომები დაცვაში, ბურთის დაკარგვები, ვერც შეტევაში ვვარგობდით, მოწინააღმდეგე კარგად ისროდა სამქულიანებს და პირველი მეოთხედი 17:30 წავაგეთ.

მეორე პერიოდი პირველის
მსგავსად წარიმართა, ჩვენი გუნდის კალათბურთელები უამრავ შედომებს უშვებდნენ და პირველი ტაიმი 30:49 დასრულდა.

ზუროსის შეგირდებმა მესამე მეოთხედი ბრწყინვალედ ჩაატარეს, დაცვაში თამაში გამოასწორეს, თავდასხმაშიც დაჯაბნეს ფინელები და ანგარიში გაათანაბრეს.

სამწუხაროდ, დასკვნით მეოთხედში საქართველოს ნაკრები ჯარიმებით დაიტვირთა, შეტევაში ბევრი არაფერი გამოუვიდა, 70:78 დამარცხდა და ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა.

ჩვენი გუნდიდან შერმადინმა 19 ქულა ჩააგდო (პლუს 12 მოხსნა და მარგი ქმედების 28-ინი კოეფიციენტი), 18 სანაძემ, 11 ბურჯანაძემ, 9 ბერიშვილმა და 6 ბოქოლიშვილმა.

ფინელთაგან 14-14 ქულით ყველაზე შედეგიანები ე. მერფი და ვალტონენი იყვნენ.

მკითხველის კომენტარები / 42 /
აზრზე არ არიან სროლის, ჩასვრილი რომ ისვრის კაცი, ის საერთოდ ვერ ჩააგდებს, სანაკრებო იქ მხოლოდ შერმადინია სამწუხაროდ
mmm
21 თებერვალი 2021 23:15
0
სროლის აზრზე არ არიან, ან თავიანთი გუნდები ესეთებს რატომ ათამაშებენ?
?
21 თებერვალი 2021 23:09
1
სროლა ეშინიათ ბითაძის არ იყოს, როცა ვერ ესვრის ნუ ათამაშებ ნაკრებში დაჟე გუნდში
გუგუ
21 თებერვალი 2021 23:07
1
ზუროსი მაგარია ორი აზრი არ არის, მაგრამ ვინც ვერ აგდებს სამიანებს რატომ აჰყავს ნაკრებში, დავიჯერო საქართველოში სამი კაცი არ არის მასეთი??
სიმართლე
21 თებერვალი 2021 23:05
1
სამიო?! სამი კი არა ერთი ინატრე 40 პროცენტზე მეტი რომ ჰქონდეს მაჩვენებელი. გინდა თოკოს რა, მეტი აქვს?...თამაშს გამართული დაცვა იგებს და ზუროსი სწორედ მაგას ცდილობს, სროლას ნაკრების მწვრთნელი ვერ ასწავლის.
emigranti
22 თებერვალი 2021 02:51
1
დაიჯერე, არ გვყავს საქართველოში მსროლელი, არ ვარჯიშობენ... 3 იანზე აღარ გვაქვს პრეტენზია/არადა მაგის გარეშე თამაშს ვერ მოიგებ/ ახლოდანაც გვიჭირს..
გუსანი
22 თებერვალი 2021 00:20
1
ვინც ვერ ისვრის, უბრალოდ ნაკრებში არ უნდა აიყვანონ. ფაქტიურად ვერავინ ისვრის.......................
სტალინი
21 თებერვალი 2021 22:57
1
მცველები თუ სამქულიანებს ვერ ისვრიან,ძალიან ძნელია გამარჯვებაზე ფიქრი.ადრე მაკ ფადენი გვშველოდა,მის გარეშე კი,ბურთის გათამაშებაც გაგვიჭირდა და ჩაგდებაც.ამ თამაშშიც აშკარად ჩანდა ბიჭების ფსიქოლოგიური დაძაბულობა.თავიდან არაფერი გამოგვდიოდა(სერბებთანაც ასევე იყო) და ფინელებმა გადაგვიარეს,მაგრამ ზუროსის გრაჩევის შემდეგ,თანაც როცა დასაკარგი აღარაფერი გვქონდა,გუნდი დაწყნარდა და თამაშიც წაუვიდა.მაგრამ როგორც კი დავეწიეთ ანგარიშში და გამარჯვების შანსი დაბრუნდა,დაძაბულობამ ისევ იჩინა თავი.საბრძოლველად ვიყავით მზად,მაგრამ გამარჯვებისათვის არა.ყველას ხელი უკანკალებდა და მარტო შერმადინი,ვეღარაფერს შველოდა.სამი კაცი ხელებზე რომ გკიდია,კი უნდა მიხვდეს ვინმე,რომ თავისუფალ პოზიციაზე გაეხსნას და პასი მიიღოს.სამქულიანის სროლის ეშინოდათ,აშკარად ჩანდა და ბოლო წუთებში თუ წამებში,ეს უაზრო დაკარგვები,სწორედ ამან გამოიწვია.როცა ლიდერებს მიჰყავთ თამაში,ისინიც მხარს უბავენ,მაგრამ როცა ლიდერი არ არის და მათზე ვარდება მატჩის ბედი,ამისათვის ფსიქოლოგიურად ვერ არიან მზად.
სოსო
21 თებერვალი 2021 22:09
0
მე გამიმართლა? მხოლოდ მე-3 მეოთხედს ვუყურე! ))
aburjga
21 თებერვალი 2021 22:09
1
ბედნიეროოოოოო
მიროსან
23 თებერვალი 2021 00:15
0
საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს, ბულაშვილს, არ ათამაშებენ და მერე უკვირთ, რატომ წავაგეთო?
koko
21 თებერვალი 2021 21:58
1
სროლა რომ არ იცით მაგაზე იმუშავეთ, ყოველთვის ეგ პრობლემა გვაქვს. მარტო მწვრთნელი რას იზავს, სამარცხვინოა ეს ყველაფერი უკვე
მარტო მწვრთნელი ვერაფერს იზავს
21 თებერვალი 2021 21:47
2
მგონი ნაკრებში რომ კაცია სროლა უნდა იცოდეს და სროლის არ უნდა ეშინოდეს.
სირცხვილია უკვე
21 თებერვალი 2021 21:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული