გრანდებთან ერთად! ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, 29 აპრილს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ევრობასკეტ 2022-ის კენჭისყრა გაიმართა.

კონტინენტის პირველობა 2022 წლის 1-18 სექტემბერს 4 ქვეყანაში გაიმართება. ეს ქვეყნები გახლავთ: გერმანია (კიოლნი), საქართველო (თბილისი), ჩეხეთი (პრაღა) და იტალია (მილანი).

კენჭისყრის შედეგად მოთამაშე გუნდები 6 კალათაში გადანაწილდნენ:

A ჯგუფი - საქართველო, თურქეთი, ესპანეთი, რუსეთი, ბელგია, ბულგარეთი

B ჯგუფი - გერმანია, ლიეტუვა, საფრანგეთი, სლოვენია, უნგრეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა

C ჯგუფი - იტალია, ესტონეთი, საბერძნეთი, უკრაინა, ხორვატია, დიდი ბრიტანეთი

D ჯგუფი - ჩეხეთი, პოლონეთი, სერბეთი, ფინეთი, ისრაელი, ნიდერლანდები
მკითხველის კომენტარები / 14 /
ესპანეთის გარდა ვინაა აქ გრანდი? გვინახავს ჩვენ საბერძნეთიც და სერბეთიც საქართველოს მიერ დამარცხებული, ბელგიას და ბულგარეთს რუსეთის მიყოლებული ნუთუ ვერ დაამარცხებენ ჩვენები??
Geo
30 აპრილი 2021 16:36
1
სამწუხაროდ, ტრადიციულად ყველაზე რთული ჯგუფი ჩვენ შეგვხვდა... წარმატებები ჩვენს კალათბურთელებს.
tngh
30 აპრილი 2021 16:19
1
კარგი ჯგუფია.
zurab
29 აპრილი 2021 22:33
0
ვიჩალიჩეთ და ბოლოს გავიჩალიჩეთ ჯგუფში ჩარჩენა,ესპანეთთან 10-90,რუსეთთან 35-65,თურქეთთან 40-60,ბელგიასთან 55-45 თანაც უხერხული მეტოქეა,ბულგარეთთან 60-40,იმედია საკუთარი კედლები მაინც გვიშველის,უვიცი ფედერაცია გვყავს,იჯდნენ და ბრინჯს არჩევდნენ...იმედია ჩემი პესიმისტური პროგნოზები არ გამართლდება.

გულშემატკივარი
29 აპრილი 2021 21:35
0
სპორტცმენად თუ თვლი თავს და ვინმესი გეშინია უნდა წახვიდე სახლში მე მაგალითად დავიღალე რაგბში ესპანეთი პორტუგლია ბელგიის ყურებით მერე რა რო წავაგებთ იყოს უელსი ინგლისი ირლანდია რას უწუნებთ რუსეთის ნაკრებს? პირიქით იმედია პანდემია ჩაბარდება წარსულს გადაჭედილი სასახლე ამაზე მეტი რას ინატრებ ქართველი არაფერი არაა რუსეთის ნაკრები ახლა რაც იყო კირილენკო მოზგოვი შვედის დროს და ეს პანიკები რა უბედურებაა ბოდიშით ყველა ესტონეთი ჰოლანდია რო არ გვყავს ჯგუფში
ნოდო
29 აპრილი 2021 21:14
0
მეორე ადგილით რომ გავიდეთ მეოთხედფინალის კარგი შანსი გვექნება,რაც კარგი შედეგი იქნება.
Master
29 აპრილი 2021 19:09
0
აბა თქვენ იცით ბიჭები ვინც ესპანეთს მოუგებს ის შორს წავა.
dato
29 აპრილი 2021 18:01
1
ეს რუსეთი მაინდამაინც ჩვენთან უდა მოხვედრილიყო!?
გიორგი
29 აპრილი 2021 17:43
5
და რამე პრობლემაა? იყოს პირიქით კარგია ვიომებთ და მოვუგებთ!!! აბა ახლა სომხეთი და ანდორა აქ არაა და სან მარინო .ევროპის ჩემპიონატია
Degraf
29 აპრილი 2021 23:32
0
ჩვენტან უნდა მოხვედრილიყო ზუსტად და ერთი ადგილი თუ გვაქვს უნდა მოვუგოთ.
გიორგი
29 აპრილი 2021 22:21
0
სწორედ ხსენებული ცსკ-ას ბიჭი გაუძღვება ნაკრებს და დაამარცხებს რუსეთის ნაკრებს!!!
joko
29 აპრილი 2021 17:38
6
ცეესკას ბიჭი კაპიტნად!
სანდრო
29 აპრილი 2021 16:27
26
რა შუაშია ვისზე მეტი რა გაგიკეთებია? ჩემზე მეტი რომ გააკეთა იმიტომაა ნაკრების კაპიტანი. კაპიტანი რომ არის იმიტომ არ უნდა თამაშობდეს რუსეთის ცეესკაში( სხვა გუნდს კიდევ ავიტანდი ) თორემ მარკოიშვილიც თამაშობდა ცეესკაში მაგრამ არავის არაფერი უთქვამს. უგუნდოდ დარჩებოდა რომ არ წასულიყო? ისე კანკავა არ გადავიდა როსტოვში კაპიტნობის გამო დნიპროდან.
დიმო
30 აპრილი 2021 09:47
2
მეც არ მომწონს როცა ქართველი რუსეთში ასპარეზობს, მაგრამ ყველა ქართველი იქ ასპარეზობს, თუნდაც საუკეთესო ფეხბურთელი დღევანდელი საქართველოს ნაკრების გადმოსახედიდან..და შენ, ადამიანო სხვისას რომ აპროტესტებ,ერთი მაინც თქვი ვისზეც მეტი რა გაგიკეთებია ამ ქვეყნისთვის?!
მმ
29 აპრილი 2021 17:34
8

სიახლეები პოპულარული