ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე უკრაინასთან მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და აინარს ბაგაცკისის მოქმედებას უღირსი საქციელი უწოდა. შეგახსენებთ, უკრაინელთა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების თავკაცს ილიას ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და სათადარიგოთა სკამზე მყოფ ჩვენს კალათბურთელებს უხამსი ჟესტი უჩვენა. ამის შესახებ სანიკიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან ისაუბრა:

"ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველამ, როგორც მოგება, ასევე წაგებაც ღირსეულად უნდა მიიღოს. ამ შემთხვევაში უკრაინის ნაკრების მწვრთნელისგან ძალიან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი.

მიუხედავად იმისა, რომ შიდა საერთაშორისო წესების დარღვევას
ადგილი არ ჰქონია, გარდა ამისა, არსებობს რაღაც მორალური მხარე, რაც დაუწერელი კანონია, როდესაც უპირატესობით იგებ და ბოლო წამზე უკვე წუთშესვენებას აღარ იღებ და გარანტირებულად გამარჯვების შემთხვევაში ზედმეტ ქულებზე აღარ არის აქცენტი, არის ყოვლად უღირსი საქციელი, სპორტში ასე ჰქვია ამ ყველაფერს.

ამასაც რომ თავი დავანებოთ, ჟესტიკულაცია და ის, რაც მან იკადრა მატჩის ბოლოს, ეს წესებსაც ცდება და იმედია, FIBA-ს სადისციპლინო კომიტეტი ამას განიხილავს და ჩვენ, ჩვენის მხრიდან აუცილებლად გვექნება ამაზე რეაგირება და მოვითხოვთ, რომ მოჰყვეს სათანადო რეაგირება.

გარდა ამისა, ეს მწვრთნელი არ არის ჩვენთვის უცხო, რომელიც საქართველოში მოღვაწეობდა და ჩვენს მეგობრად მოიაზრებოდა, ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და ყველანაირ ზღვარს გაცდა ეს საქციელი. ძალიან სამწუხარო ფაქტია.

გამართლება არ აქვს, იმიტომ, რომ მაგ მწვრთნელმა სცადა უკრაინის ფედერაციის პრეზიდენტთან საუბარი, უკრაინის ფედერაციის პრეზიდენტმა პირადად ბოდიში მოიხადა ამ საქციელის გამო. ეს, რაც იკადრა, მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო.

რაც შეეხება მოთამაშეებს, რა თქმა უნდა არაფერი, ეს სპორტის, თამაშის იქით არ მიდის, მოთამაშეებს შორის ურთიერთობაზე არ მოქმედებს. მწვრთნელის პასუხისმგებლობა არის თავიდან ბოლომდე ეს საქციელი".

მკითხველის კომენტარები / 27 /
ვის მოუხადა ბოდიში, შეენ? ჯერ თქვენ ყველამ ნაკრებიდან მოიხადეთ ბოდიში, მასხარად რომ აიგდეთ ქვეყანა, ვინ მოგცათ მაგდენის უფლება? თუ თამაში მიეცით? ვისი მიეცით? ვინ მოგცათ მაგის უფლება. ან ამდენ ხალხში ერთი როგორ არ აღმოჩნდა, ალი ყური აერტყა იმ ნაბიჭვრისთვის. ვინ ხართ საერთოდ?
სასირცხვილოები!
ლევანი
02 ივლისი 2022 15:37
3
რატომ არ გჯერათ რომ წავაგეთ?ბოლოს რომელი კალათბურთელი გადავიდა ნორმალურ ევროპულ ჩემპიონატში? თურქეთის,საბერძნეთის,გერმანიის,იტალიის,საფრანგეთის,ნუ ესპანეთზე აღარ ვლაპარაკობ.სანაძე,ბურჯანაძე ტურისტი სპორცმენები არიან,ყოველ წელს ახალ კლუბში იწყებენ და ამთავრებენ,ასე არაფერი გამოვა!და გვეტყობა კიდეც,არაფრის იმედი მაქვს ამ ევრობასკეტზე!!
სოსო
02 ივლისი 2022 12:53
6
უნდა გადააყენოს უკრაინის ფედერაციამ თანამდებობიდან მინიმუმ!
T.q კახელი
02 ივლისი 2022 05:34
2
შეიძლება-ატასი-ციგნი-გქონდეს-ცაკიტხული-და-კლე-იკო-ბაციკასივიტ-მაგის-გამზრდელს-სჰევეცი,რაც-შეგეხებატ-თქვენ,სანიკიდზეს-კიდევ-პარლამენტში-ჰგონუა-თავი-გამოატრიეტ-მაქედან-თორემ-ბაციკასს-ნაციონალად-გამოაცხადებს-ეგ-შვაბრა,თქვენ-კი-მოჭრილო-ჩუჩებო,სულ-მცირე-უნდა-ითამაშოთ...
wrangleri
02 ივლისი 2022 07:46
4
რა ვქნათ,არ გვყავს ჩვენ ლუკა დონჩიჩები მარტომ რომ ათრიოს გუნდი
ბექა
02 ივლისი 2022 15:42
0
ასეთი საქციელი არავის არ უნდა შეარჩინოთ, ვინც არ უნდა იყოს ეს. ეს ჩვენი ერის შეურაცხყოფაა, მისთვის ნეკნები უნდა ჩაგელეწათ, მე პირადად თქვენს საგულშემატკივროდ აღარ მოვალ სპორტის სასახლეში, იმიტომ რომ ღირსეული პასუხი არ გაეცით.
გიზო
02 ივლისი 2022 13:56
9
არ გვინდა ლუკა დონვოჩი, მარა თუნდაც კიდევ ერთი გიორგი ვინცაძე და მანუჩარ მარკოიშვილი, რომ გაგვეზარდა კი შეძლებოდა ამ 30 წელიწადში იმდენი ფული ჩრიყარა თუნდაც ბასკონიადყან იმ გაუგებარ გარიგებაში.
დდდ
02 ივლისი 2022 23:14
0
ლიტვის მხარისგანაც მოვიხოვოთ მკაცრი რეაგირება ფულით ფულადი ჯარიმით როგორ უნდა გამოძცრეს არ მესმის
ნოდო
02 ივლისი 2022 08:14
4
ლიტვა რა შუაშია?
ირაკლი
02 ივლისი 2022 14:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული