საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი დანაკლისით წარდგება

AutoSharing Option
დღეს, 4 ივლისს, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ტურის მატჩს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.

ქართველებს 5 ნათამაშები შეხვედრის შემდეგ 3 გამარჯვება და 2 წაგება აქვთ, რითაც ჯგუფში მე-2 ადგილს იკავებენ. თავის მხრივ, ესპანეთი 4-დან 4 გამარჯვებით გათამაშების ლიდერია.

მოგეხსენებათ, პირენეელების ნაკრებს NBA-ს კალათბურთელები დააკლდებიან, თუმცა დიდი დანაკლისი გვაქვს ჩვენც. შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე ვიცოდით, რომ "მილოუკი ბაქსმა" სანდრო მამუკელაშვილი საზაფხულო ლიგაზე სათამაშოდ წაიყვანა, რის გამოც ჩვენს ნაკრებს ვერ ეხმარება; კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ვიქტორ სანიკიძის განცხადებით კი, რომელიც ყოფილმა
კალათბურთელმა "სპორტი იმედის" ეთერში გააჟღერა, გოგა ბითაძე მუხლის მცირე დაზიანების გამო დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებს. 

შეგახსენებთ, 1-ელ ივლისს საქართველოს ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდა და (66:79) დამარცხდა.

დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.



მკითხველის კომენტარები / 19 /
ზუროს რომ კითხო , ბულაშვილი ნაკრებისათვის მზად არ არისო და ბაქრაძე და ცინცაძე მზად არიან ?! აქ რა ხდება იცით , ბულაშვილმა ან მაზმიშვილმა , რომ ამოაგდონ შემადგენლობიდან , მერე რაღა უნდა ქნან კლანური ურთიერთობით შედგენილმა შემადგენლობამ ? მე ამ გუნდიდან ამოვაგდებდი , ბაქრაძეს , ცინცაძეს , ბურჟანაძეს და მათ მაგივრად დავამატებდი , ბულაშვის გაფრინდაშვილს , თავაქარაშვილსა და მაზიაშვილს , ისე ფევაძე რატომ აღარ ჩანს ბოლო თამაშებში , რაც ითამაშა ცუდი არ იყო .
ATP 16
04 ივლისი 2022 14:36
6
gonze ar xar rodesac burjanadzes da cincadzes amoagdeb da maziashvils chasvavm sadacaa jer ik itamashos magal doneze da mere erovnul nakrebze inatros rame. bulashvils rac sheexeba getanxmebi.
suares
04 ივლისი 2022 16:46
1
გეთანხმებით, ყველაზე ძალიან მაინტერესებს ნიკა გაფრინდაშვილის თამაში ნაკრებში - პერსპექტიული და უნიჭიერესი ბიჭია და იქნებ პატარა შანსი რო მიეცეს უფრო მოტივირდეს
ATP 16-s
04 ივლისი 2022 16:43
1
Უთავმოყვარეოები
jordan beli
04 ივლისი 2022 14:35
4
ცინცაძემ, რატო არ ითამაშა რიგაში? თუ მზად არაა განაცხადში რა უნდა?
ეეე
04 ივლისი 2022 13:57
2
ცინცაძე როცა მზად იყო, ჯერ კიდევ მაშინ არ იყო სათამაშებელი.
odala
04 ივლისი 2022 17:16
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული