ისტორიულ მატჩში საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონი დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებს კვლავ ვერ დაეხმარა ბითაძე, მეტოქეს კი - NBA-ს და ევროლიგის მოთამაშეები. ჩვენმა გუნდმა თამაში შემდეგი ხუთეულით დაიწყო: ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. თავიდან სანაძის სამქულიანით დავწინაურდით, შემდეგ 5 წუთი შეტევაში ქულების აღება ვერ მოვახერხეთ და მეტოქე წინ გავიდა. აქედან მოყოლებული, ჩვენი გუნდი დაცვაში კარგად თამაშობდა. შესანიშნავად შევიდა შეცვლაზე ბექაური და პირველი მეოთხედი 1 ქულით მოვიგეთ.

მეორე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა კარგად დაიწყო. თამაშში კარგად ჩაერთო ბურჯანაძე და 5 ქულით
გაქცევა შეძლო. ესპანელთა მწვრთნელმა სკარიოლომ წუთშესვენება აიღო, მერე მოწინააღმდეგემ ანგარიში გაათანაბრა, პირველი ტაიმი კი 6 ქულით მოვიგეთ.

მესამე მეოთხედის დასაწყისში ორივე გუნდმა შეტევაში შეცდომები დაუშვა, არეული თამაში წავიდა, მეტოქემ წინ გასვლა მოახერხა, თამაში ქულა-ქულაში წავიდა. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა შენგელია და შერმადინი დაასვენა და დასკვნითი პერიოდის წინ ესპანელები 3 ქულით დაწინაურდნენ.

ისევე, როგორც მთელი შეხვედრა, მეოთხე მეოთხედიც დაძაბული გამოდგა. ტრიბუნები გააქტიურდნენ. მაკფადენმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, სანაძის სამქულიანით წინაც გავედით. საფინალო სირენამდე 34 წამით ადრე ანდრონიკაშვილმა მოწინააღმდეგეს ბურთი მოჰპარა, ჩააგდო, 3 ქულით დავწინაურდით, 18 წამით ადრე ბრიზუელამ სამიანით ანგარიში გაათანაბრა, ბოლოს შენგელიამ ვერ ჩააგდო და ძირითადი დრო 67:67 დასრულდა.

ოვერტაიმში ანდრონიკაშვილის ძალისხმევით წინ გავიჭერით. ტრიბუნები აგუგუნდა - "რატი, რატი, რატი". მაკფადენმა სამიანი ჩააგდო, ორი საჯარიმოც მიაყოლა და მსოფლიოს ჩემპიონი დავამარცხეთ.

ჩვენი გუნდიდან 18 ქულა შერმადინმა ჩააგდო (მარგი ქმედების 22-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა), 17 ანდრონიკაშვილმა (8 ოვერტაიმში), 16 მაკფადენმა (8 პასი), 12 შენგელიამ (10 მოხსნა, 7 პასი), 8 სანაძემ, 5 ბექაურმა, 3-3 ბურჯანაძემ და ჯინჭარაძემ. სტუმართაგან 14 ქულით ყველაზე შედეგიანი აროსტეგი იყო.

მკითხველის კომენტარები / 85 /
უკრაინელებს რა დამსახურებისთვის მივეცით თამაში, რომელი ჩვენი ძმები ეგენი არიან, ვინ დაარქვა ან ვინ გადაწყვიტა მასე ???????????????????????????
???????????????
21:59 04-07-2022
70
გილოცავთ ბიჭებო მაგრად გამახარეთ, სულ ესე გამარჯვებულებს გევლოთ.
ბესო
21:45 04-07-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული