FIBA-ს გამოხმაურება საქართველო-ესპანეთის მატჩზე

AutoSharing Option
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს – საქართველო-ესპანეთი, რომელიც ევრობასკეტ-2022-ისთვის ახალაშენებულ „თბილისი არენაში“ ჩატარდა, საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციისგან (FIBA) ბრწყინვალე გამოხმაურება მოჰყვა.

ოფიციალური წერილის მიხედვით, ფიბას გენერალურმა მდივანმა ანდრეას ზაგკლისმა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას პერსონალურად მოულოცა პირველი ოფიციალური მატჩის გამართვა ახალ „თბილისი არენაში“ და აღნიშნა, რომ გულშემატკივრით სავსე არენისა და ეროვნული ნაკრების შთამბეჭდავი შედეგის სატელევიზიო კადრებმა ახალი დარბაზის გახსნა ნამდვილად ისტორიულად წარმოაჩინა.

წერილის მიხედვით, ანდრეას ზაგკლისმა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან უახლოეს მომავალში შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვა და ფედერაციის მთელ გუნდს წარმატებები
უსურვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო-ესპანეთის მატჩს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ფიბას მარკეტინგის დეპარტამენტისგან, რომელმაც კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას ელფოსტის საშუალებით მიულოცა ახალ დარბაზში პირველი თამაშის ჩატარება, რომელიც სატელევიზიო პერსპექტივიდან დიდებულად გამოიყურებოდა და ფიბას მარკეტინგის გუნდისგან საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია საუკეთესო ბრენდინგისთვის ოქროს მედალს მიიღებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგია, ყოჩაღ! რა თქმა უნდა კარგია, რომელი იდიოტი იტყვის კარგი არ არისო,მაგრამ რაც რიგაში მოხდა, მე არ დამავიწყდება. იმ საღამოს მე, ერთი რიგითი ქართველი, შერცხვენილი და შეურაცყოფილი ვიყავი.
დიდება და სულ გამარჯვებები საქართველოს!!!
ლევანი
22:57 09-07-2022
0
რაც კარგია კარგია :)
ლუარსაბი
21:24 08-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული