ამჯერად გამარჯვება ნიდერლანდს დარჩა. თბილისში ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის "ბ" დივიზიონში საასპარეზოდ ნაადრევად ჩამოსულმა ბენილუქსელებმა გაცილებით უკეთ ითამაშეს და ქართველებს დამაჯერებლად – 77:60 სძლიეს. სტუმრებმა ყველა პერიოდი მოიგეს და საბოლოოდ 17 ქულის სხვაობით იმარჯვეს, რაშიც ლომის წვლილი 16 ქულისა და 10 მოხსნის მიმთვლელ კრააგს მიუძღვის.
საქართველოს ნაკრებში 19 ქულითა და 6 მოხსნით ნიკოლოზ გაფრინდაშვილი გამოირჩა.
9 ქულა, 5 პასი და 4 მოხსნა ლუკა ლიკლიკაძემ მოაგროვა, 8 ქულა და 6 მოხსნა გიორგი სარალიძის ანგარიშზეა. შეგახსენებთ, რომ თბილისში ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის "ბ" დივიზიონი სტარტს 15 ივლისს აიღებს. საქართველოს ჯგუფში მეტოქეებად კოსოვო, ავსტრია, შვედეთი და ჩრდილოეთი მაკედონია ჰყავს. ნიდერლანდები კი პირველ ჯგუფშია ისლანდიასთან, ესტონეთთან, ლუქსემბურგთან და რუმინეთთან ერთად.
GBF