ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრები ისვენებდა. თამაშების მსვლელობისას, ახალაშენებულ "თბილისი არენაზე" ჩვენი ნაკრების სერბი მწვრთნელი – მილოშ გლიგორიევიჩი და გუნდის მენეჯერი შალვა ონიანი მოვიდნენ, რომლებმაც ჟურნალისტებთან მომავალი ტურნირის შესახებ კომენტარები გააკეთეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები „ბ" ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად შვედეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ავსტრია და კოსოვო ჰყავს.
გათამაშების სისტემის მიხედვით თითო ჯგუფიდან პლეი ოფში 2-2 საუკეთესო ნაკრები გავა, რომლებიც საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ, ხოლო პლეი ოფს მიღმა დარჩენილები ტურნირის 9-19 ადგილებს გაითამაშებენ. "ბ" დივიზიონის ჩემპიონი, ფინალში დამარცხებული გუნდი და მესამეადგილოსანი "ა" დივიზიონის საგზურებს მოიპოვებენ და 2023 წლის ზაფხულში ელიტაში იასპარეზებენ.
GBF