ისევ შეცდომები დაცვაში - საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის სპორტის საახლეში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელთან 96:104 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ცინცაძე, სანაძე, მაკფადენი, შენგელია, შერმადინი. ჩვენი გუნდი ქულებს ძირითადად შენგელიას ძალისხმევით აგროვებდა და დაცვაში ისევ უშვებდა შეცდომებს, რითაც სორკინი სარგებლობდა. ზუროსმა მეექვსე წუთზე შეცვლაზე მამუკელაშვილი შეუშვა, რომელიც ნაკრებს ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ დაუბრუნდა. პირველი მეოთხედი კი ძალიან შედეგიანი გამოვიდა და 26:29 წავაგეთ.

მეტოქე კომბინაციურად უკეთ თამაშობდა, ფარზეც გვჯაბნი
და, სამქულიანებსაც კარგად ისროდნენ და 11 ქულით გაქცევა მოახერხა. თუმცა, საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის შემცირება შეძლო და პირველი ტაიმი 48:54 დასრულდა.

მესამე მეოთხედში თამაშის სურათი არ შეიცვალა, მოწინააღმდეგე გუნდურადაც უკეთ მოქმედებდა, სამიანებსაც ჩინებულად ისროდნენ და 16 ქულით გავიდა წინ. ჩვენი გუნდის კალათბურთელები ძირითადად ინდივიდუალური გარღვევებით ცდილობდნენ ფონს გასვლას, შეტევაშიც ელემენტარულ შეცდომებს უშვებდნენ და დასკვნითი პერიოდის წინ მეტოქემ სერიოზული უპირატესობა მოიპოვა.

მეოთხე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა უკეთ ჩაატარა, თუმცა მატჩის გადარჩენა ვერ მოახერხა და საბოლოოდ 8 ქულით დამარცხდა.

26 ქულით ყველაზე შედეგიანი შენგელია იყო, შერმადინმა 16 ქულა ჩააგდო, სანაძემ 15, მაკფადენმა 13, ჯინჭარაძემ კი - 9.

13 აგვისტოს საქართველოს ნაკრები ისრაელს კიდეც ერთხელ შეხვდება, თუმცა მატჩი დახურული იქნება და გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები ვერ დაესწრებიან.

მკითხველის კომენტარები / 40 /
გასაგებია ამხანაგური თამაშია, მაგრამ ასეთი სუსტი თამაში დაცვაში არ შეიძლება, სამიანების სროლაშიც მოვიკოჭლებით, ისე იოლად შემოდიოდნენ და აგდებდნენ ბურთებს ისრაელები არ ვიცი, მჯერა რომ ოფიციალურებში ბევრად უკეთ ითამაშებენ, მაგრამ ფაქტია დაცვა და სამიანების სროლა აქვთ გამოსასწორებელი

და კიდევ, თუ ვინმემ იცით რამდენი სამიანები ჩაგდეს ჩვენებმა და მეტოქემ, რომ დაწეროთ
Nukri
13 აგვისტო 2022 00:09
0
ცინცაძე - 0
ბურჯანაძე - 0
ჯინჭარაძე - 0
სანაძე - 0
მთელი სათადარიგო სკამი მინუს ბექაური - 0
და ამ გუნდით რაიმეს იმედი აქვს ვინმეს???
ზურა
13 აგვისტო 2022 00:07
6
ეგ არაფერი დახვეწავენ და უფრო შეთამაშდებიან ევროპაზე კარგი გუნდი გვეყოლება
irakli
12 აგვისტო 2022 23:52
1
Yomaroben da mosagebs moigeben.zurosma tqva tavshi,amxanagurbi tuginda wavagot ogond evropaze shedegi davdoto.eg haershi natqvami ar iyo.seriozul shedegs dadebs,daimaxsovret.
Gia
12 აგვისტო 2022 23:50
0
სანიკიძე შეხვედრა მინდა თქვენთან
მოქალაქე
12 აგვისტო 2022 23:42
3
ზუროსი არის დაბალი დონის მწვრთნელი. ეს ნათლად გამოჩბდება სულ მალე. ბითაძის იმედი ტყუილად გაქვთ. მამუმ შეიძლენა კიდევ ნოასწროს შეთამაშება გუნდთან. ცინცაძე და ბურჯანაძე, ზოგჯერ მაკფადენიც კი ანელებენ ტემპს. შერმოც დაცვაში ძალიან ნელია და ფრთხილი. მხოლოდ თოკო თამაშობს მაქსიმუნის ზღვარზე, სანაძესაც არა უშავს. ბრქაურს მივცემდი მეტ დროს. ფეფერაცუასაც მთლიანად შევცვლიდი, მაგრამ მე ვინ მკითხავს.....
აბო
12 აგვისტო 2022 23:41
19
აგერ გამოცხვა ზე სპეციალისტი და ამას გვიმალავდით????
: )))))))
13 აგვისტო 2022 08:07
1
ბევრჯერ მითქვია წინა თაობა ბერდება და სკამი ნული,იმიტომ რომ არასწორი მიდგომაა...სანიკიძე შესაცვლელია მთელი ფედერაცია მწვრთნელებით დამთავრებული მოძველდნენ და მიდგომა აქვთ არა სწორი...20 18 და 16 გამოსვლაც აბსოლიტური კრახი ამას სახელს ვერ დაარქმევ მარაზმი...ეს გამოიწვია ამპარტავნობამ და არასწორმა მიდგომამ...სანიკიძე მიხედე
მოქალაქე
12 აგვისტო 2022 23:41
5
კი ბატონო, მანუც გვაკლია, ვიკაც, მარა მთავარი დანაკლის მაინც ზაზა, არა იმდენად სპორტსმენი არამედ როგორც ლიდერი კაცი ჟილკა, კი ბატონი ბითაძემაც და მამუკელაშვილმა შეიძლება სპორტული კუთხით ზაზა მეტს მიაღწიონ, მარა ის ჟილკა, ის ლიდერობა თუნდაც ნაგლობა კარგი გაგებით რაც ზაზას ქონდა ეჭვი მეპარება მაქად ქონდეთ,
ტტტ
12 აგვისტო 2022 22:41
9
იტყვი დაგადისლაიქებე დაგაბულინგებენ. ამხანაგური სულ მარტო ჩვენთვის როგორ არის ამხანაგარი. ნაკრების ფორმა რო გაცვია და ჰიმნზე რო ბურდღუნებ ეგ უკვე რაღაცას უნდა ნიშნავდეს. ამხანაგური თუ გინდათ გაიყავით ერთმანეთში დაიმატეთ უაზრო მოთამაშეები რომ გყავთ მარტო პირსახოცის ფრიალი რო იციან და წუთშესვენებაზე საქართველოს ყვირილი და ითამაშეთ ერთმანეთში.გამ9მივიდა დრიმ თიმი მოტივაციის ნაკლებობას გრძნობენ და სპეციალურად აგებენ რო ბოლოში გამწარდნენ თუ რა ხდება. ვნახოთ სადამდე გაფრინდებით
იბერია
12 აგვისტო 2022 22:31
1
კიი , სიგარეტის " ბიჩოკების" გადმომყრელი გამთამაშებლის თამაში დაუმალა ზუროსმა ევროპას !! დაუმალა კი არა , მართლა ბურთი დაგვიმალა ისრაელმა , ზე-დისციპლინით ითაშა და კიდევ ალბათ ცოტა დაგვინდო ბოლოს , რომ სახლში არ გავმასხარავებულიყავით . ევროპაზე , ცინცაძის , ბაქრაძის , ლონდარიძის , ბოქოლიშვილის , ბურჯანაძით - ამ ხალხით უნდა გავაოცოთ და გავიდეთ ჯგუფიდან , 19 საუკუნის დასაწყისის კალათბურთს რომ თამაშობენ . ყველა აბსოლიტურად , ჩვენზე სწრაფ კალათბურთს თამაშობს ყველა ასაკში , უნგრეთს გაუმართლა ჩვენთან?! ერთი ჩართეთ და უ-16 უყურეთ და მერე გაიგებთ გამართლებაზეა საუბარი თუ სისტემაზე, სამარცხვინოა, კალათბურთიც არ ჰქვია იმას , რასაც ვუყურებ .
ATP 16
12 აგვისტო 2022 22:30
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული