ისევ შეცდომები დაცვაში - საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის სპორტის საახლეში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელთან 96:104 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ცინცაძე, სანაძე, მაკფადენი, შენგელია, შერმადინი. ჩვენი გუნდი ქულებს ძირითადად შენგელიას ძალისხმევით აგროვებდა და დაცვაში ისევ უშვებდა შეცდომებს, რითაც სორკინი სარგებლობდა. ზუროსმა მეექვსე წუთზე შეცვლაზე მამუკელაშვილი შეუშვა, რომელიც ნაკრებს ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ დაუბრუნდა. პირველი მეოთხედი კი ძალიან შედეგიანი გამოვიდა და 26:29 წავაგეთ.

მეტოქე კომბინაციურად უკეთ თამაშობდა, ფარზეც გვჯაბნი
და, სამქულიანებსაც კარგად ისროდნენ და 11 ქულით გაქცევა მოახერხა. თუმცა, საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის შემცირება შეძლო და პირველი ტაიმი 48:54 დასრულდა.

მესამე მეოთხედში თამაშის სურათი არ შეიცვალა, მოწინააღმდეგე გუნდურადაც უკეთ მოქმედებდა, სამიანებსაც ჩინებულად ისროდნენ და 16 ქულით გავიდა წინ. ჩვენი გუნდის კალათბურთელები ძირითადად ინდივიდუალური გარღვევებით ცდილობდნენ ფონს გასვლას, შეტევაშიც ელემენტარულ შეცდომებს უშვებდნენ და დასკვნითი პერიოდის წინ მეტოქემ სერიოზული უპირატესობა მოიპოვა.

მეოთხე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა უკეთ ჩაატარა, თუმცა მატჩის გადარჩენა ვერ მოახერხა და საბოლოოდ 8 ქულით დამარცხდა.

26 ქულით ყველაზე შედეგიანი შენგელია იყო, შერმადინმა 16 ქულა ჩააგდო, სანაძემ 15, მაკფადენმა 13, ჯინჭარაძემ კი - 9.

13 აგვისტოს საქართველოს ნაკრები ისრაელს კიდეც ერთხელ შეხვდება, თუმცა მატჩი დახურული იქნება და გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები ვერ დაესწრებიან.

მკითხველის კომენტარები / 40 /
ამხანაგური, სავარჯიშო თამაში იყო...
tngh
15:30 13-08-2022
1
ამ ცინცაძის შვილის თამაში არ მომეწონა. ,,ბუ" გაცილებით ძლიერი იყო
გელა
14:50 13-08-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული