ისევ შეცდომები დაცვაში - საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის სპორტის საახლეში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელთან 96:104 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ცინცაძე, სანაძე, მაკფადენი, შენგელია, შერმადინი. ჩვენი გუნდი ქულებს ძირითადად შენგელიას ძალისხმევით აგროვებდა და დაცვაში ისევ უშვებდა შეცდომებს, რითაც სორკინი სარგებლობდა. ზუროსმა მეექვსე წუთზე შეცვლაზე მამუკელაშვილი შეუშვა, რომელიც ნაკრებს ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ დაუბრუნდა. პირველი მეოთხედი კი ძალიან შედეგიანი გამოვიდა და 26:29 წავაგეთ.

მეტოქე კომბინაციურად უკეთ თამაშობდა, ფარზეც გვჯაბნი
და, სამქულიანებსაც კარგად ისროდნენ და 11 ქულით გაქცევა მოახერხა. თუმცა, საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის შემცირება შეძლო და პირველი ტაიმი 48:54 დასრულდა.

მესამე მეოთხედში თამაშის სურათი არ შეიცვალა, მოწინააღმდეგე გუნდურადაც უკეთ მოქმედებდა, სამიანებსაც ჩინებულად ისროდნენ და 16 ქულით გავიდა წინ. ჩვენი გუნდის კალათბურთელები ძირითადად ინდივიდუალური გარღვევებით ცდილობდნენ ფონს გასვლას, შეტევაშიც ელემენტარულ შეცდომებს უშვებდნენ და დასკვნითი პერიოდის წინ მეტოქემ სერიოზული უპირატესობა მოიპოვა.

მეოთხე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა უკეთ ჩაატარა, თუმცა მატჩის გადარჩენა ვერ მოახერხა და საბოლოოდ 8 ქულით დამარცხდა.

26 ქულით ყველაზე შედეგიანი შენგელია იყო, შერმადინმა 16 ქულა ჩააგდო, სანაძემ 15, მაკფადენმა 13, ჯინჭარაძემ კი - 9.

13 აგვისტოს საქართველოს ნაკრები ისრაელს კიდეც ერთხელ შეხვდება, თუმცა მატჩი დახურული იქნება და გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები ვერ დაესწრებიან.

მკითხველის კომენტარები / 40 /
მამუკელაშვილს ნაკრებთან შეთამაშება და გამოფხიზლება არ აწყენდა
სოსო
12 აგვისტო 2022 22:29
2
ერთადერთი შენგელიაა,ვინც დაადასტურა თავისი კლასი.შერმო კარგია,მაგრამ წინა ვარსკვლავური წლის შემდეგ,ეს სეზონი ცოტა დაბალ დონეზეა და ვერც აქ გამოირჩეოდა ტიაძველებურად.ფაქტია,მისი,მაკფადენის,ცინცაძის ძველებურად ათამაშების შემთხვევაში ,მამუკელაშვილის გახსნის და ბითაძის ფორმაში მყოფად დაბრუნების შემთხვევაში გვექნება პლეი ოფის შანსები.დღეს ყველანი ძალიან შორს არიან სასურველი ფორმისაგან.ალბათ გეგმაზომიერად მიდიან აკეთკენ,მაგრამ სრულიად დაშლილი დაცვა და არაორგანიზებული შეტევა,დღისათვის დიდი იმედების საფუძველს არ იძლევა.არ ვიცი მხოლოდ ჩემთან იყო თუ საერთოს ყველასთან,მაგრამ სატელევიზიო სიგნალი,საშინელი ხარვეზებით მოდიოდა.წინა მატჩშიც ურევდა და არ გაუსწორებიათ ტაბლოს მუშაობაც.არადა საკმარისი დრო გავიდა,გამოსასწორებლად.
სოსო
12 აგვისტო 2022 22:18
3
ღმერთო ბურჯანაძეეეე :დ პარკეტის მეფეაა იმენაა ნინო ბურჯანაძეს მაგონებბს რაღაცით არციქით რომ არ უქნია ღმერთს და არც აქით
გოგა
12 აგვისტო 2022 22:12
5
3 კვირაში შეცდომების გამოსწორება შეუძლებელია, რაც ვართ ეს ვართ. ბითაძე თუ არ იქნება ფარს წავაგებთ და ვიქნებით იმაზე დამოკიდებული რამდენად წაუვათ მეტოქეებს სამიანები.
დააT
12 აგვისტო 2022 22:12
2
ჩვეულებრივი მოსამზადებელი ვარჯიშებია,
ზუროსი მუშაობს... მაღალი კლასის ნაკრები გვყავს,
ბითაძე დიდი ძალაა და ისიც დაემატება,
ხო, ისრაელი საუკეთესო ნაკრებით თამაშობს,
მოკლედ -
არ არის საჭირო თავდადებით თამაში, გადაღლა, ტრამვები...გასვლის შანსი გვაქვს!
კახაბერი
12 აგვისტო 2022 21:49
3
ზუროსი გამოცდილი მწვრთნელია და გასაკვირია ცინცაძეს რო ამზადებს ნაკრებისთვის. თვითონ გიოს მხრიდანაც აჯობებდა თავი შეეკავებინა ნაკრებში თამაშზე(მადლობა რაც გაუკეთებია საქართველოსთვის)
მამუკელაშვილი აშკარად ვერ იჯდა გუნდში -შეუთამაშებელია.
და მთავარი -თანამედროვე კალათბურთი მაღალ ტემპში სწორად მოქმედებებია. სწრაფ თამაშს ვერაფერი დავუპირისპირეთ
rable
12 აგვისტო 2022 21:40
1
ესპანეთთან მატჩის შემდეგ ევროპის ჩემპიონები ვხდებოდით
დიმა
12 აგვისტო 2022 21:39
0
სანაბ ჯერ კიდევ დროა გაუშვით ნაკრებიდან ცინცაძე, ბურჯანაძე და ზუროსი.
კარგით რა
12 აგვისტო 2022 21:28
44
სწრაფი შეტევა არ შეგვიძლია?თუ რატომ არ ვცდილობთ?
ავთო
12 აგვისტო 2022 21:26
1
ილუზიებს მოეშვით..საშუალოზე დაბალი დონის ნაკრები გვყავს რეალურად!
მადრიდისტი
12 აგვისტო 2022 21:24
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული