ისევ შეცდომები დაცვაში - საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის სპორტის საახლეში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელთან 96:104 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ცინცაძე, სანაძე, მაკფადენი, შენგელია, შერმადინი. ჩვენი გუნდი ქულებს ძირითადად შენგელიას ძალისხმევით აგროვებდა და დაცვაში ისევ უშვებდა შეცდომებს, რითაც სორკინი სარგებლობდა. ზუროსმა მეექვსე წუთზე შეცვლაზე მამუკელაშვილი შეუშვა, რომელიც ნაკრებს ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ დაუბრუნდა. პირველი მეოთხედი კი ძალიან შედეგიანი გამოვიდა და 26:29 წავაგეთ.

მეტოქე კომბინაციურად უკეთ თამაშობდა, ფარზეც გვჯაბნი
და, სამქულიანებსაც კარგად ისროდნენ და 11 ქულით გაქცევა მოახერხა. თუმცა, საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის შემცირება შეძლო და პირველი ტაიმი 48:54 დასრულდა.

მესამე მეოთხედში თამაშის სურათი არ შეიცვალა, მოწინააღმდეგე გუნდურადაც უკეთ მოქმედებდა, სამიანებსაც ჩინებულად ისროდნენ და 16 ქულით გავიდა წინ. ჩვენი გუნდის კალათბურთელები ძირითადად ინდივიდუალური გარღვევებით ცდილობდნენ ფონს გასვლას, შეტევაშიც ელემენტარულ შეცდომებს უშვებდნენ და დასკვნითი პერიოდის წინ მეტოქემ სერიოზული უპირატესობა მოიპოვა.

მეოთხე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა უკეთ ჩაატარა, თუმცა მატჩის გადარჩენა ვერ მოახერხა და საბოლოოდ 8 ქულით დამარცხდა.

26 ქულით ყველაზე შედეგიანი შენგელია იყო, შერმადინმა 16 ქულა ჩააგდო, სანაძემ 15, მაკფადენმა 13, ჯინჭარაძემ კი - 9.

13 აგვისტოს საქართველოს ნაკრები ისრაელს კიდეც ერთხელ შეხვდება, თუმცა მატჩი დახურული იქნება და გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები ვერ დაესწრებიან.

მკითხველის კომენტარები / 40 /
არ ვიცი, მართლა ასე ძალიან ძლიერი გუნდი თუ არის ისრაელი, მაგრამ დღეს მაგარი თამაში ითამაშა. ბურთის გათამაშება უსწრაფეს ტემპში, ფარქვეშ გახსნები და ძალიან მაღალი პროცენტი პერიმეტრიდან სროლისას. შედეგად - 104 ქულა, რაც ევროპისთვის ძალიან მაღალი შედეგია.
ჩვენებმა 96 ქულა ჩააგდეს და ვერ ვიტყვი, რომ ისრაელმა დაცვა არ ითამაშა. ანუ, ჩვენებმა შეტევაში კარგად ითამაშეს, თუმცა დაცვაში ძალიან სუსტად და ეს განაპირობა ისრაელის ძალიან კარგმა თამაშმა.
ვნახოთ ევროპაზე რა შედეგები იქნება. ისრაელი თავის თავს მიხედავს, ჩვენებმა კი დაცვაში უფრო სწრაფად უნდა იმოძრაონ. არ ვიცი ისრაელის სროლის პროცენტი, თუმცა იმედი მაქვს ყველა ჩვენს მეტოქეს ასე არ გაუმართლებს და უფრო მეტს ააცდენენ.
არჩი
12 აგვისტო 2022 21:11
0
დამალა
aspikiuleta
12 აგვისტო 2022 21:09
6
კი არ დამარცხდა არამედ გაფარჩაკდა.
იმედიქ ეს ბოლო მოსამზადებელი თამაშები დაუმალა ზუროსმა მომავალ მეტოქეებს.
თუ ასე არარი ესეიგი პუტინში ვაართ ღრმაად...
ბატუმელი ექსპერტი
12 აგვისტო 2022 21:04
15
დაცვაში ისეირნეს და უკეთ ესროლეს. ბოლოს უკვე ზრდილობის გულისთვის თამაშობდნენ, თორემ სხვაობა 20 ქულა მაინც იქნებოდა
: )))))))
12 აგვისტო 2022 21:02
1
ან ეს ისრაელია მომავალი ევროპის ჩემპიონი ან ისეთი სუსტი გუნდი გვყავს ჯგუფიდან გასლის შანსიც არაა. არის მესამე ვარიანტი ზუროსი მალავს თამაშს მარა არ ვიცი რა.
რრრ
12 აგვისტო 2022 20:53
2
დამალა კი, მეოცე საუკუნის 40 ციანი წლებია. რას მალავს რას აპირებს შენგელიას უნდა დასვას სკამზე...შერმადინი ათამაშოს გამთამაშებლად თუ რატი ცენტრზე? რა არია დასამალი. თქვა უკრაინის მწვრთნელმა მარტივად 2 კაცი უნდა ჩავკეტოთო და ეგააა. დანარჩენებს რა აზრი აქვს. მე ვიქნები თუ ბოქოლიშვილი აზრი? უკრაინასთან გამოჩდა რა გუნდიც ვართ - ესპანეთმა გადაფარა უბრალოდ დროებით. კი არ 7ნდა დამალო თავზე უნდა დაახიო ყველას რომ ყველამ თავიდანვე შენთან არ დაგეგმოს შესკდომა. ერთი ეს მალავს და მეორე დინამო თბილისი
იბერია
12 აგვისტო 2022 22:40
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული