ათენში საცობების გამო მატჩი 10 წუთის დაგვიანებით დაიწყო. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: მაკფადენი, ბოქოლიშვილი, მამუკელაშვილი, შენგელია, შერმადინი. წაგებული წინა ოთხი ამხანაგური შეხვედრისგან განსხვავებით თავიდან საქართველოს ნაკრები დაცვაში უკეთ მოქმედებდა, მეტადრე ეს მამუკელაშვილზე ითქმის, 10 ქულით დაწინაურდა, პირველი მეოთხედი კი 24:18 მოიგო.
მეორე პერიოდში მეტოქე ხშირად ახერხებდა პერიმეტრზე ცარიელი კალათბურთელის დატოვებას, სამქულიანები ზუსტად ისროლეს, შეტევაში რამდენიმე შეცდომა დავუშვით და პირველი ტაიმი 1 ქულით დავთმეთ.
დიდი შესვენების შემდეგ უფრო ქაოტური თამაში წავიდა, თურქებმა ოსმანის ძალისხმევით 11 ქულით გაქცევა მოახერხეს, ჩვენი გუნდი მეოთხე მეოთხედშიც უშვებდა დაცვაში შეცდომებს და საბოლოოდ დამარცხდა.
შენგელიამ 20 ქულა ჩააგდო, შერმადინმა 18, მამუკელაშვილმა 16 (პლუს 14 მოხსნა), მაკფადენმა 12, ბურჯანაძემ 8, სანაძემ 6, ანდრონიკაშვილმა 6, ხოლო ცინცაძემ - 2. 22 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ოსმანი იყო, კორკმაზმა 18, შენგუნმა კი 17 ქულა ჩაგვიგდო.
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 18 აგვისტოს მასპინძელ საბერძნეთთან გამართავს.
რიტორიკული კითხვა ნომერი 2, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა დასმულიყო - რატომ ავირჩიეთ ჯგუფში ესოდენ ძლიერი თურქეთი? თურქი გულშემატკივრების ჩამოსვლის გამო? იდეაში ფულის გამო?
ერთ მნიშვნელოვან ნიუანსს დავამატებ
ვისაც კალათბურთი გესმით როგორ გამართულად სროულობენ მათი კალათბურთელები სამიანებს წელში გამართული და სუფთა სპორტულად. აბა ჩვენები თუნდაც მ.აფენი იპარჭყება. ნუ ცინცაძეს რაც შეეხება მაგარი იყო ჩემი ტოლაა მაგრა დარბოდა პასიც მაგარი ქონდა მარა ა