კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

მამუკელაშვილი: მალე ყველაფერს დავალაგებთ და უკეთესობისკენ წავალთ

AutoSharing Option
აკროპოლისის თასზე საბერძნეთთან 67:80 დამარცხების შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა გააკეთა:

"სამწუხაროდ, წავაგეთ, მაგრამ ყველამ ვიბრძოლეთ, 100%-ით დავიხარჯეთ. რა თქმა უნდა, ბევრი შეცდომა დავუშვით, რაც გამოსწორებადია. მე მჯერა ჩემი გუნდელების, რომ ამას გავაკეთებთ. ყველას ერთმანეთის გვჯერა. ერთად ვართ, შეკრული გუნდი ვართ და მალე ყველაფერს დავალაგებთ და უკეთესობისკენ წავალთ, რაც ამ ტურნირზე უკვე დაიწყო.

რაც შეეხება ჩემს თამაშს, დავმაცხდით და კმაყოფილი არ ვარ, თუმცა გუნდს თანდათან უკეთესად ვეწყობი, ვცდილობ ვიპოვო ის ადგილები, სადაც შემიძლია შენგელიას და შერმადინს დავეხმარო და
ვიბრძოლო ფარზე.

იანის ანტეტოკუნმპო რომ არ ითამაშებდა ვიცოდი. ორი დღის წინ მითხრა, რომ დაისვენებდა. ვნახე მატჩის შემდეგ და კარგის მეტი არაფერი არ უთქვამს. მითხრა, რომ ძალიან მგულშემატკივრობს და ამაყობს ჩემი წინსვლით, ხედავს რამდენს ვარჯიშობს და ფიქრობს, რომ წელს რა როლი მექნება მასთან ერთად, რათა "მილუოკიში" მთელმა გუნდმა უკეთ ვითამაშოთ".

ასევე დაგაინტერესებთ