მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი და პირადი რეკორდი - "სპურსმა" "მემფისი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "სან ანტონიო სპურსი" "მემფის გრიზლსს" ესტუმრა და 102:87 დაამარცხა.

ტეხასელთა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 26:26 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 16 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა მოხსნებში პირადი რეკორდი დააფიქსირა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ვიქტორ ვემბანიამა გახდა. ფრანგმა 18 ქულა, 7 მოხსნა, 6 ასისტი და 7 დაფარება დააგროვა.

"მემფისიდან" ბრენდან კლარკმა 14 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა.

ამრიგად, "სპურსი" 20 მოგებითა და 59 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-15 ადგილს იკავებს.
გრეგ პოპოვიჩის გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 11 აპრილს, "ოკლაჰომა სითი თანდერის" წინააღმდეგ გამართავს.

"მემფისი" 27 გამარჯვებითა და 52 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. "გრიზლსი" 11 აპრილს "კლივლენდ კავალიერსს" დაუპირისპირდება.

altმამუკელაშვილის 24 წუთი და +17 "ფილადელფიასთან"

altმამუკელაშვილის ორმაგი დუბლი "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
თანდერი რა არის? მეხი თქვენ
სიმართლე
17:55 10-04-2024
2
ეს უკვე სხვა საქმეა!
ალექს
15:46 10-04-2024
0

სიახლეები პოპულარული