მამუკელაშვილის 24 წუთი და +17 "ფილადელფიასთან"

AutoSharing Option
„სან ანტონიო სპურსის“ მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი სანდრო მამუკელაშვილს კვლავ ბოლომდე ენდო და ქართველმა ფორვარდმაც გაუმართლა. ტეხასელებმა „ფილადელფიასთან“ შინ, თავიდან ბოლომდე თანაბარ მატჩში ოვერტაიმი ითამაშეს. დამატებით დროში კი გამარჯვება ფილადელფიელებს დარჩათ – 133:126.

მასპინძლების გამარჯვება ტაირის მაქსიმ განაპირობა, რომელმაც კარიერაში სარეკორდო, 52 ქულა ჩააგდო. ეფექტური სტატისტიკა ჰქონდა სანანტონიოელ ვიქტორ ვემბანიამას – 33 ქულა, 18 მოხსნა.

მამუკელაშვილი ამჯერად სათადარიგო იყო, თუმცა მოედანზე 24 წუთი დაჰყო. სანდრომ 6-დან 1 ორქულიანი და 4-დან ყველა საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. მის ანგარიშზე ჯამში
24 წუთი, 6 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასია.

სანდროს პლუს-მინუს გრაფაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა +17. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი მოედანზე ყოფნისას გუნდი 17 ქულით დაწინაურდა. მის ყველა თანაგუნდელს ამ გრაფაში უარყოფითი რიცხვი ეწერა.

„სან ანტონიო“ მომდევნო მატჩს მემფისში 10 აპრილს გამართავს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული