ნაკრები ბრეშაში ჩავიდა - შენგელია ბოლონიის კლინიკაშია

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები იტალიაში დღეს, გამთენიისას გაემგზავრა და ქალაქ ბრეშაში, სადაც 27 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მორიგი მატჩი უნდა ჩაატაროს, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე ჩავიდა. ნიდერლანდების დამარცხების შემდეგ ჩვენმა ნაკრებმა ცოტა დაისვენა და იტალიისკენ გეზი შუაღამისას აიღო.

ნაკრებს თან გაჰყვა თორნიკე შენგელია, რომელმაც ნიდერლანდებთან მატჩში მხრის მძიმე ტრავმა მიიღო. ეროვნული გუნდის კაპიტანი ბოლონიაში, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ტრავმატოლოგიურ კლინიკაში სამკურნალოდ გაემგზავრა და ქალაქ ბერგამომდე საქართველოს ნაკრებთან ერთად იმგზავრა. თორნიკე შენგელია მედიკოსთა მიერ სპეციალური საშუალებებით დაფიქსირებული მხრით მგზავრობდა, რა თქმა უნდა,
ტკივილგამაყუჩებლით. მას მხრის ძვლის მაღალი ხარისხის დისლოკაცია და იოგების დაზიანება აქვს და გამოსაჯანმრთელებლად რა სახის მკურნალობა და რა დრო დასჭირდება, ამას ბოლონიელი მედიკოსები გადაწყვეტენ.

ბერგამოს აეროპორტიდან ბოლონიაში შენგელიას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე და ნაკრების ექიმი თემურ ხვედელიძე გაჰყვნენ. საქართველოს ნაკრები ბერგამოდან ბრეშაში ავტობუსით, არასრულ ერთ საათში ჩავიდა და სასტუმრო “ნოვოტელში” დაბინავდა. ჩვენი ნაკრები დღეს დაისვენებს და ხვალ, გეგმის მიხედვით, ორჯერ – დილას და საღამოს ივარჯიშებს.

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთ ლიდერ იტალიას საქართველო სერია “ა”-ს კლუბ “ბრეშას” დარბაზში, ადგილობრივი დროით 20:30 საათზე დაუპირისპირდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 15 /
მალე,ძალიან მალე, სრული გამოჯანმრთელება, პოსტ ტრავმატული გართულებების გარეშე! ხელი არ უნდა შეუშალოს კარიერაში არანაირად, ესაა მთავარი!!!
თეიმურაზ კვიტაიშვილი
26 აგვისტო 2022 19:10
0
ისე ჩვენში დარჩეს და ამხელა გამოცდილების კალათბურთელი ასე უაზროდ არ უნდა დაილეწოს, გულით თამაში კარგია, მარა აზრიც უნდა დაამატო რა, ფეხი არავის დაუდია და არაფერი.
რრრ
26 აგვისტო 2022 15:40
2
tavi gahkari rames?
gri
27 აგვისტო 2022 02:13
0
სულ რომ მსოფლიო და გალაქტიკის ჩემპიონატი მოიგოს, კაცმა გულზე ქართველის მკვლელი არმიის სიმბოლო ჩაიხუტა. დასრულებულია ის ჩემთვის როგორც ქართველი.
ლადო
26 აგვისტო 2022 15:39
11
მე ვარ ხო ყბედი? :)) მითხარით მაშინ კონკრეტულად რაში ვარ არასწორი? არ ჩაიცვა რუსული არმიელის ფორმა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა? გუნდის რომელიც იმ არმიის პიარისთვის შეიქმნა, ჩვენი ბიჭები რომ დახოცა. აქ რომ მიწერთ რა გაგიკეთებია თორნიკეზე მეტიო? ქვეყნის ღალატს სამქულიანები გადაწონის? რომელი უკრაინელი ჩაიცვამს რუსული არმიის ფორმას? რომელი სომეხი ჩაიცვამს აზერბაიჯანის არმიის ლოგოიან ფორმას და პირიქით?ამაზე გამეცით პასუხი. რატომ გვაქვს მოკლე მეხსიერება? როდემდე? 200 წელია გაგვაწამეს რუსებმა და დღესაც ისე დადიან საქართველოში გეგონება მათია ეს მიწა. არ გაწუხებთ ეს ყველაფერი?
ლადო
27 აგვისტო 2022 09:23
0
შენისთანები უნდა გადმოათრიო მაგ კლავიატურის სივრციდან და მერე რაც უნდა უქნა, ყველა მიხვდება...
ყ(ლადო)-ს
26 აგვისტო 2022 19:23
6
ყველა გამოხმაურება
Ნეტავ 1ში არ იქნება ევრობასკეტზე?

Აკაკი
26 აგვისტო 2022 13:28
3
ფოტოდან ვერ შეატყე?
ნოდო
26 აგვისტო 2022 14:26
0
იტალიასთან რასაც უნდა მიექცეს ყურადღება ერთერთი ალბათ ფოლებია 28 ჩააგდეს უკრაინასთან და მხოლოდ 3 ააცილეს
ნოდო
26 აგვისტო 2022 02:29
0
აი, სანიკიძესაც გამოუჩნდა საქმე. მედიცინაშიც ჩახედული ყოფილა. ))))
ანდუყაფარი
25 აგვისტო 2022 22:12
61
she ucodinaro sanikidze tamashobda boloniashi da yvela icnobs. jer erti. meorec wrti rogorc federaciis xelmdzgvaneli, rogorc megobari da gundeli gverdshi daudga kapitans da gayva bolomde. amas kvia profesionalizmi da adamianoba aseve. tokos male gamonanmrtelebas vusurveb
duscatto
26 აგვისტო 2022 01:52
2
2 კვირა ეყოფა რეაბილიტაციას
25 აგვისტო 2022 21:56
25
ra ori kvira ,3 tve !
duscatto
26 აგვისტო 2022 01:51
0
ძალიან რთული სანახავია ეს ფოტო, ყველა ქართველი გულშემატკივარი ვალდებულია,თუ პრეტენზია გვაქვს გულშემატკივრობაზე,როოგორც მორალურად ასევე ფიზიკურად გვერდში დაუდგეს ნაკრებს და ბიჭებმაც თავი უნდა გადადონ თორნიკეს,ქართველი გულშემატიკვრის და საქართველოს გამო. ღმერთმა ღირსეულად გადაგვატანინოს ეს გასაჭირი.წარმატებები საქართველოს!!!
საქართველო
25 აგვისტო 2022 21:42
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული