ნაკრები ბრეშაში ჩავიდა - შენგელია ბოლონიის კლინიკაშია

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები იტალიაში დღეს, გამთენიისას გაემგზავრა და ქალაქ ბრეშაში, სადაც 27 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მორიგი მატჩი უნდა ჩაატაროს, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე ჩავიდა. ნიდერლანდების დამარცხების შემდეგ ჩვენმა ნაკრებმა ცოტა დაისვენა და იტალიისკენ გეზი შუაღამისას აიღო.

ნაკრებს თან გაჰყვა თორნიკე შენგელია, რომელმაც ნიდერლანდებთან მატჩში მხრის მძიმე ტრავმა მიიღო. ეროვნული გუნდის კაპიტანი ბოლონიაში, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ტრავმატოლოგიურ კლინიკაში სამკურნალოდ გაემგზავრა და ქალაქ ბერგამომდე საქართველოს ნაკრებთან ერთად იმგზავრა. თორნიკე შენგელია მედიკოსთა მიერ სპეციალური საშუალებებით დაფიქსირებული მხრით მგზავრობდა, რა თქმა უნდა,
ტკივილგამაყუჩებლით. მას მხრის ძვლის მაღალი ხარისხის დისლოკაცია და იოგების დაზიანება აქვს და გამოსაჯანმრთელებლად რა სახის მკურნალობა და რა დრო დასჭირდება, ამას ბოლონიელი მედიკოსები გადაწყვეტენ.

ბერგამოს აეროპორტიდან ბოლონიაში შენგელიას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე და ნაკრების ექიმი თემურ ხვედელიძე გაჰყვნენ. საქართველოს ნაკრები ბერგამოდან ბრეშაში ავტობუსით, არასრულ ერთ საათში ჩავიდა და სასტუმრო “ნოვოტელში” დაბინავდა. ჩვენი ნაკრები დღეს დაისვენებს და ხვალ, გეგმის მიხედვით, ორჯერ – დილას და საღამოს ივარჯიშებს.

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთ ლიდერ იტალიას საქართველო სერია “ა”-ს კლუბ “ბრეშას” დარბაზში, ადგილობრივი დროით 20:30 საათზე დაუპირისპირდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 15 /
მალე,ძალიან მალე, სრული გამოჯანმრთელება, პოსტ ტრავმატული გართულებების გარეშე! ხელი არ უნდა შეუშალოს კარიერაში არანაირად, ესაა მთავარი!!!
თეიმურაზ კვიტაიშვილი
19:10 26-08-2022
0
ისე ჩვენში დარჩეს და ამხელა გამოცდილების კალათბურთელი ასე უაზროდ არ უნდა დაილეწოს, გულით თამაში კარგია, მარა აზრიც უნდა დაამატო რა, ფეხი არავის დაუდია და არაფერი.
რრრ
15:40 26-08-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული