პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები იტალიასთან ხუთი ქულით მარცხდება

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბრეშაში იტალიასთან 38:43 მარცხდება.

შენგელიას ტრავმის მიღების შემდეგ, ჩვენი გუნდის სხვა წამყვანი კალათბურთელებისგან უფრო შედეგიანი თამაშის მოლოდინში ვიყავით. თუმცა, თავიდანვე ცხადი გახლდათ, რომ მოკლე სათადარიგოთა სკამის გათვალისწინებით კაპიტნის გამოკლება, მით უმეტეს ასეთ მეტოქესთან და თანაც გასვლაზე, აუნაზღაურებელ დანაკლისს წარმოადგენდა და გამარჯვების შანსები შეგვიმცირდა. თორნიკემ შეხვედრის დაწყების წინ თანაგუნდელებს უთხრა, რომ სანერვიულო არაფერი ჰქონდათ, მეტოქეს უნდა ენერვიულა, ვინაიდან სახლში წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ, თუ ერთმანეთისათვის იბრძოლებდნენ, ყველაფერი კარგად იქნებოდა და მეტადრე დაცვაში
კარგად მოქმედება სჭირდებოდათ.

ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: მაკფადენი, ცინცაძე, მამუკელაშვილი, ბითაძე, შერმადინი. დებიუტში 7:0 გავიჭერით წინ და ვიზავის მწვრთნელმა უმალ წუთშესვენება აიღო, რის შემდეგაც ანგარიში გაათანაბრეს, მერე წინ გავიდნენ, ძალიან ლამაზი და საინტერესო თამაში წავიდა და პირველი მეოთხედი 19:25 დავთმეთ.

მეორე პერიოდი საქართველოს ნაკრებმა 11-ქულიანი გაქცევით დაიწყო, თუმცა იტალიამ ისევ მოახერხა დაწინაურება, მოხსნებში გვჯაბნიდნენ, სამქულიანებსაც უკეთ ისროდნენ და პირველი ტაიმი 43:38 დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯიმჭარაძემ სიდან ხია სამიანი.DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
რრრ
00:56 28-08-2022
0
მე ნორმალური კომბინაცია ვერ დავინახე 82-82 ზე როცა ასეთი ანგარიშია ერთი ნორმალური კომბინაცია ხომ უნდა დაუხაზო რომ სასროლზე ცარიელი დატოვო მსროლელი..მაგრამ სად გვყავს მწვრთნელი
მოქალაქე
00:30 28-08-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული