საქართველოს ნაკრების სამწუხარო მარცხი ოვერტაიმში და ბითაძის ტრავმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევრობასკეტის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები „თბილისი არენაზე“ ბელგიასთან 76:79 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ცინცაძე, მაკფადენი, მამუკელაშვილი, ბითაძე, შერმადინი. თამაში ქულა-ქულაში წავიდა, შემდეგ მოხსნებში შეცდომები დავუშვით, ტაბუმ ორი სამქულიანი ჩაგვიგდო და დაბალქულიანი პირველი მეოთხედი 11:16 დასრულდა.

მეორე პერიოდი ბურთის რამდენიმე დაკარგვით დავიწყეთ, პერიმეტრში თავს კარგად ვერ ვიცავდით, შეტევაშიც სათანადოდ ვერ ვთამაშობდით, ჩვენი "დაბლები" ქულებს ვერ აგროვებდნენ, მეტოქე 11 ქულით გაგვექცა, თუმცა ანგარიშის შემცირება შევძელით და პირველი ტაიმი 6 ქულით წავაგეთ.

დიდი შესვენების შემდეგ ვიზავი 12
ქულით დაწინაურდა, ჩვენ საწინააღმდეგოდ მსაჯების შეცდომებმა იმატა, კარგი დაცვის და ბითაძის ჩინებული თამაშით სხვაობა 5 ქულამდე შევამცირეთ, ბელგიელებმა ორი ზუსტი სამიანით გვიპასუხეს. შემდეგ მაკფადენმაც ორი სამქულიანი ჩააგდო და დასკვნითი მეოთხედის წინ ტაბლოზე 51:58 დაფიქსირდა.

მეოთხე პერიოდი საქართველოს ნაკრებმა შეცდომებით დაიწყო, ბელგია 10 ქულით გაიჭრა წინ, მერე უპირატესობას დავეუფლეთ, მამუკელაშვილმა ზედიზედ 5 ქულა ჩააგდო, მაკფადენმა 4 ქულა მიაყოლა, სანაძემ სამიანი, 4 ქულით წინ გავედით, ბითაძემ ტრავმა მიიღო, რითაც მეტოქემ ისარგებლა, ანგარიში გაათანაბრა (70:70) და ოვერტაიმი დაინიშნა.

ოვერტაიმი ქულა-ქულა ქულაში მიმდინარეობდა. 11 წამით ადრე მამუკელაშვილმა საჯარიმოებით ანგარიში გაათანაბრა, 3 წამით ადრე 36 წლის ტაბუმ საპასუხოდ სამიანი ჩაგვიგდო, ბოლოს სანაძის სამქულიანმა ვერ უწია მიზანს და წავაგეთ.

ჩვენი გუნდიდან მამუკელაშვილმა 18 ქულა ჩააგდო (პლუს 13 მოხსნა), 17 მაკფადენმა (6 პასი), 14 ბითაძემ (9 მოხსნა, 3 დაფარება), 6 ბურჯანაძემ, 5-5 ანდრონიკაშვილმა და სანაძემ, 4-4 შერმადინმა და ჯინჭარაძემ, 3 ცინცაძემ. სტუმართა გუნდიდან 14-14 ქულით ყველაზე შედეგიანები მვემა და ტაბუ იყვნენ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 3 სექტემბერს ესპანეთთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 87 /
ახლა რაღა უნდა ვთქვათ სახლში ევროპის ფინალური ტურნირი ბელგიასთან და ასეთი მარცხიიიიი?
geo
02 სექტემბერი 2022 01:02
6
ამდენ შეცდომას რიმდაუშვებს ნაკრები ბუნებრივია წააგებს.ბილოს რომ ჩაეგდო 2 ვე საჯარიმო ბურჯანაძეს მოგებული თამაში იყი და აღარც ოერტაიმი იქნებოდა.
გიორგი777
02 სექტემბერი 2022 00:41
1
ორ რაღაცას ავღნიშნავ--- უკვე ფართან თითქმის მოხსნილ ბურთს რომ დაკარგავ და სამქულიანების ჩამგდები რომ არ გყავს,უკვე ზედმეტია იქ რამეზე ლაპარაკი.გვარები მე არ ვიცი ბელგიელების და თითქმის ყველა აგდებდა 3 ქულიანს.რამაც გადაწყვიტა მატჩის ბედი
კახა ქ.
02 სექტემბერი 2022 00:20
1
შეიძლება დღეს თამაში ისე არ წაუვიდათ ჩვენს ბიჭებს, როგორც ყველას გვინდოდა. თუმცა, რასაც ვერ დავუკარგავთ (და არ უნდა დავუკარგოთ!) ეს არის ბრძოლისუნარიანობა, ბოლომდე ნამდვილი ბრძოლა. ბოლო მეოთხედის დასაწყისში 10 ქულას რომ ვაგებდით, ბევრს გვჯეროდა, რომ თამაშს შემოატრიალებდნენ? მე პირადად მიჭირდა ამის დაჯერება, უნდა ვაღიარო. დიდი მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის, ნამდვილი ვაჟკაცები არიან. დაშავებულებს ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას და მწყობრში ჩადგომას მომდევნო თამაშებისათვის.
Maxo
02 სექტემბერი 2022 00:27
7
არ მინდა ისე გამომივიდეს თითქოს ჩასაფრებულის პოზიციიდან ვაკომენტარებ მაგრამ ჩვენ გუნდი არ გვყავს,,რომ არა ბითაძე და ბოლოს უკვე მამუ გუშინდელ თამაშს ისე მოგვიგებდნენ შანსიც არ გვექნებოდა,,რას გავს ეს არანაირი კომბინაცია არანაირი მონახაზი სამიანებს ესენი ვერ აგდებენ ორიანებზე თოკოს და შერმადინის იმედი მქონდა და ერთი დაიმტვრა მეორე კარიერის უცუდეს ფორმაშია,,პერიმეტრს ვერ კეტავენ და მოწინააგმდეგე სამიანებს ისე ისვრის და აგდებს ვითომც არაფერი დაჟე თავისუფალ სროლებსაც ვერ აგდებენ კალათში ესენი რა პროფესიონალები არიან??ბრძოლითაც თუ არ იბრძოლეს წავიდნენ მაშინ ნაკრებიდან საერთოდ,,ამხანაგურებიდანვე ჩანდა რო ჩვენი კალათბურთელები არ იყვნენ ფორმაში და ვერც გუნდურად ვაკეთებთ ვერაფერს და რამე გააკეთეს იმისთვის რო რამე შეეცვალაათ??თუ გააკეთეს და არ გამოუვიდათ მაშინ გადადგნენ მწვრთნელები ვინაიდან ესეთი ცუდი საქართველოს ნაკრები მე არ მახსენდება,,გოგა,,მამუ,,თოკო ალბათ შერმადინიც და კიდევ ერთი ორი კალათბურთელი დანარჩენი ყველა გასაყრელები არიან გუნდიდან,,კალათბურთელი რომელიც კალათში ბურთს ვერ აგდებს იმას რა უნდა ნაკრებში??თუ შეუძლიათ და ვერ აკეთებენ რამეს მაშინ მწვრთნელის ბრალია და თუ არ შეუძლიათ მაშინ რატო არიან ნაკრებში??
გელა
02 სექტემბერი 2022 11:08
0
შენგელიას ყოფნისასაც ვერ მივაღწევდით სერიოზულ შედეგს. პრობლემა უფრო სერიოზულია, გადახედეთ ასაკობრივ ნაკრებებს, თუ პერსპექტივას დაინახავთ? ბითაძის არყოფნისას ბულგარეთთან მოგებაც სანატრელი გვექნება.
დიმა
02 სექტემბერი 2022 08:00
5
უსირცხვილოები ხართ, მე თქვენ აღარ გიგულშემატკივრებთ!
Jora
02 სექტემბერი 2022 01:29
13
კარგით რა შენგელიაც უაზროდ თავად აილეწა და ეს ბითაძეც, კლასი უნდა ქონდეს მარტო ჟილკა არ კმარა.
ეეე
01 სექტემბერი 2022 23:28
21
მადლობა გოგას და სანდროს რაცი ითამაშეთ იმისთვის!!
ბექა
01 სექტემბერი 2022 23:41
0
შავი ფორმა რატომ და საიდან??? რასთანაა კავშირში? გთხოვთ ვინმემ თუ იცით ან იქნებ კავშირმა აგვისტოს სადმე როდესმე გვქონდა???
Archili
02 სექტემბერი 2022 00:24
1
ორი ვერსია მაქვს. ჩვენი ფედერაცია შავ გაგებას აწვება, ან კიდევ, შავად, რომ გვაქვს საქმე, იმის სიმბოლოა.
irakli81
02 სექტემბერი 2022 03:30
0
შავი ფორმა რომ ამდენი დამხმარე არ გამოჩნდეს
ნუგზარი ნუცუბიძე
03 სექტემბერი 2022 17:02
0
ყველა გამოხმაურება
სამწუხაროდ რეალურად რომ შევხედოთ ევრობასკეტი ფაფუ ჩვენთვის უკვე!
მადრიდისტი
01 სექტემბერი 2022 23:58
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული