საქართველოს ნაკრების სამწუხარო მარცხი ოვერტაიმში და ბითაძის ტრავმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევრობასკეტის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები „თბილისი არენაზე“ ბელგიასთან 76:79 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ცინცაძე, მაკფადენი, მამუკელაშვილი, ბითაძე, შერმადინი. თამაში ქულა-ქულაში წავიდა, შემდეგ მოხსნებში შეცდომები დავუშვით, ტაბუმ ორი სამქულიანი ჩაგვიგდო და დაბალქულიანი პირველი მეოთხედი 11:16 დასრულდა.

მეორე პერიოდი ბურთის რამდენიმე დაკარგვით დავიწყეთ, პერიმეტრში თავს კარგად ვერ ვიცავდით, შეტევაშიც სათანადოდ ვერ ვთამაშობდით, ჩვენი "დაბლები" ქულებს ვერ აგროვებდნენ, მეტოქე 11 ქულით გაგვექცა, თუმცა ანგარიშის შემცირება შევძელით და პირველი ტაიმი 6 ქულით წავაგეთ.

დიდი შესვენების შემდეგ ვიზავი 12
ქულით დაწინაურდა, ჩვენ საწინააღმდეგოდ მსაჯების შეცდომებმა იმატა, კარგი დაცვის და ბითაძის ჩინებული თამაშით სხვაობა 5 ქულამდე შევამცირეთ, ბელგიელებმა ორი ზუსტი სამიანით გვიპასუხეს. შემდეგ მაკფადენმაც ორი სამქულიანი ჩააგდო და დასკვნითი მეოთხედის წინ ტაბლოზე 51:58 დაფიქსირდა.

მეოთხე პერიოდი საქართველოს ნაკრებმა შეცდომებით დაიწყო, ბელგია 10 ქულით გაიჭრა წინ, მერე უპირატესობას დავეუფლეთ, მამუკელაშვილმა ზედიზედ 5 ქულა ჩააგდო, მაკფადენმა 4 ქულა მიაყოლა, სანაძემ სამიანი, 4 ქულით წინ გავედით, ბითაძემ ტრავმა მიიღო, რითაც მეტოქემ ისარგებლა, ანგარიში გაათანაბრა (70:70) და ოვერტაიმი დაინიშნა.

ოვერტაიმი ქულა-ქულა ქულაში მიმდინარეობდა. 11 წამით ადრე მამუკელაშვილმა საჯარიმოებით ანგარიში გაათანაბრა, 3 წამით ადრე 36 წლის ტაბუმ საპასუხოდ სამიანი ჩაგვიგდო, ბოლოს სანაძის სამქულიანმა ვერ უწია მიზანს და წავაგეთ.

ჩვენი გუნდიდან მამუკელაშვილმა 18 ქულა ჩააგდო (პლუს 13 მოხსნა), 17 მაკფადენმა (6 პასი), 14 ბითაძემ (9 მოხსნა, 3 დაფარება), 6 ბურჯანაძემ, 5-5 ანდრონიკაშვილმა და სანაძემ, 4-4 შერმადინმა და ჯინჭარაძემ, 3 ცინცაძემ. სტუმართა გუნდიდან 14-14 ქულით ყველაზე შედეგიანები მვემა და ტაბუ იყვნენ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 3 სექტემბერს ესპანეთთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 87 /
ბიჭოოოო!!! ამ დონეზე როდესაც სერიოზული წარმატების მიღწევა გინდა ოცდამეერთე საუკუნეში პერიმეტრიდან სტაბილურად მსროლელი უნდა გყავდეს1-2 და კვარტალში ერთხელ რომ ჩააგდეს დუდა მაგის იმედზე არ უნდა იყო!!! ამხანაგურები რომ წაასხეს ზედიზედ რაოოო? ზუროსი თამაშს მალავსო? ჰოოო მაგრად დამალა ისე დამალა რომ თვითონაც ვეღარ იპოვა!!! სანამ სიმართლისთვის თვალის გასწორებას არ ვისწვლით არაფერი გვეშველება!!!
?!
02 სექტემბერი 2022 10:37
1
ეს არი უღბლობა მთელი ზაფხული თოკოზე იყო აწყობილი გუნდი თავისი კომბინაციებით მერე გოგაზე გადაეწყვნენ ნახეს თავისი თამაში როცა ყველაზე საჭირო იყო მაშინ დაიმტვრა ასე არ ხდება გადალაგდე უცებ ძირითადი ღერძი რომ იკარგება გაგვწირა იღბალმა არავიზე გული არ მწყდება მადლობა ბიჭებო შემდეგ თამაშზეც ვითნები დაგიჭერთ მხარს ამ შემადგენლობით უკვე თავზევით ძალა არ არი
Soso
02 სექტემბერი 2022 00:14
0
ბელგიის ლიგაში მოთამაშე კალათბურთელებთან მშიშარა კალათბურთის თამაში ,5 წელი ამას ველოდით?
მეიცა
01 სექტემბერი 2022 23:55
0
რა წაიღეთ ტვინი ამ კრიტიკით რა, რას ფილოსოფოსობთ მშვენიერი თამაში იყო დაძაბული, საინტერესო, ემოციებით სავსე. გეყოთ ეგ ჭკუა დარიგებები უბრალოდ უყურეთ და დატკბით თამაშებით. დააფასეთ ჩვენი ნაკრებიც და მოწინააღმდეგეც
dinamo
02 სექტემბერი 2022 01:40
47
თანამედტოვე კალათბურთი ათლეტიზმის, სისწრაფისა და სამქულიანის გარეშე არ არსებობს. სამი საშუალო დონის მოთამაშე დაგვრჩა შენგელიას ტრავმის შემდეგ - მაკფადენი, ბითაძე და მამუ. სამი კაცით ესეც კაი შედეგია, როცა უმეტესობას უჭირს საჯარიმოს და თავისუფალი სროლის ჩაგდება. ეს ყველაფერი იქით იყოს და რატო ვერ ვზრდით კალათბურთელებს? რატომ არ აქვთ საბაზისო უნარები თუნდაც ნაკრების მოთამაშეებს?
Joseph
02 სექტემბერი 2022 00:20
0
ამ თამაშით დამთავრდა ყველა ჩვენი პრეტენზია ამ ევროპაზე, ახლა დანარჩენი თამაშები მსოფლიო შესარჩევისთვის კარგად მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ. ამ ფიასკოში არანაირი ბრალი მწვრთნელს არ მიუძღვის. ზუროსი ვერ ასწავლის ნაკრების წევრებს ფარში ბურთის სროლას, ეს არაა მისი საქმე. გახსოვთ ალბათ მსოფლიო შესარჩევზე უკრაინასთან 23 სამქულიანიდან მხოლოდ 4 რომ ჩააგდეს და საჯარიმოების შედეგიანობა რაღაც 40% რომ იყო. ჰოდა აქიდანაა ჩვენი შედეგი.
ჟორა გაბრიჭიძე
02 სექტემბერი 2022 00:00
3
სამქულიანების წესი რომ გააუქმონ ჩვენ ალბათ მსოფლიოში ხუთეულში ვიქნებით ! რაც თავი მახსოვს და რა თამაშებიც წავაგეთ ყველა სამქულიანების გამო წავაგეთ @
zura222
01 სექტემბერი 2022 23:57
1
ბრძოლისთვის მადლობა მარა კალათბურთი ამათ დღეს არ უთამაშიათ, ესაა სიმართლე, დამსახურებულად მოგვხვდა, და ისე ბოლო 15 წელია პერიმეტრი რომ ვერ მოვაგვარეთ მაგის ამბები როგორ იქნება ნეტა ?
მ.კ.
01 სექტემბერი 2022 23:52
1
ზუროსი უნდა წავიდეს უნდა მოშორდეეს ! არაფერი მწვრთნელი ეგ არაა ასეთ თამაშში შეიძლებოდა შერმადინის სკამზე დასმა ? ან ხედავ ხო რომ პერიმეტრიდან გვბომბავენ და მაინც ჯიუტად სამ მაღალს და ორ მოძრავს ტოვებ მოედანზე და ის მაღლები ვერ ასწრებენ პერიმეტრის ჩაკეტვას და მერე ისევ უკან სამწამიანში დაბრუნებას @ შეცვალე რა და ერთი მოძრავი მცველი მაინც გამოიყვანე მძიმეს მაგივრად @ წუთშესვენების დროული აღება მაგან არ იცის და ყველა"სიკეთესთან" ერთად თავისი წიოკით ხტუნაობით და თმების გლეჯით თამაში არ გავა რომ გადამწყვეტ მომენტში ტექნიკური არ დაიმსახუროს და ამას პლიუს მისი ამ საქციელით ნერვიულობა მოთამაშეევზეც გადააქვს @ ან ფეხნატკენი ბითაძის მოედამზე დაბრუნება შეიძლებოდა ? იქვე რომ იგივე ფეხზე ტრავმა რომ მიიღო და ვაი თუ უფრო გაურთულდეს @@
zura222
01 სექტემბერი 2022 23:52
3
ბითაძე ყინულები უნდა დაიდოს დღეს დიდი ხანი და მერე ძველი მეთოდი ხალხური კაკალი დანაყილი ვაშლის ძმარში არეული სქელი სითხის მაგვარი დაიდოს...დილას კარგად იქნება და მერე ბერულავას მიმართოს შემდეგ თამაშზე ხოდზე იქნება...გადაეცით
მოქალაქე
01 სექტემბერი 2022 23:29
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული