ზუროსმა წაგების მიზეზებსა და ბითაძის ტრავმაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ევრობასკეტის პირველ ტურში ბელგიასთან 76:79 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა, რომელმაც პირველ რიგში, მხარდაჭერისთვის მაყურებელს მადლობა გადაუხადა.

ბერძენი სპეციალისტის თქმით, დაცვაში ბევრი შეცდომა დაუშვეს, მოსამზადებელ მატჩებში დამუშავებული კომბინაციები ვერ შეასრულეს, ამიტომ დაისაჯენ; შემდეგი ორი შეხვედრა მედლებისთვის მებრძოლ გუნდებთან უწევთ, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ბოლო ორი თამაშის მოგება მართებთ, ამისათვის კი სრული მობილიზაციაა საჭირო.

ზუროსმა ჯერ ბითაძის ტრავმის სიმძიმის თაობაზე არაფერი არ იცის; გულდაწყვეტილია იმის გამო, რომ გადამწყვეტ მომენტში კალათბურთელი აკლდებათ, სრული შემადგენლობა არ ჰყავთ, ხანდახან იღბალიც
აუცილებელია და ესპანეთთან გოგას დახმარების იმედი აქვს.

ის, რომ შერმადინს ცოტა სათამაშო დრო მისცა, იმით ახსნა, რომ მეტოქის ყველა მოთამაშეს შორიდან სროლა შეუძლია და ამიტომ აირჩია განსხვავებული შემადგენლობა.

მკითხველის კომენტარები / 46 /
რომ წერთ ზუროსი კარგი მწვრთნელიაო, ორი სამი არგუმენტიც იქნებ მოაყოლოთ! წლებია ნაკრები შეტევაში მწირი კომბინაციებით თამაშობს… დაცვაში კიდევ არასტაბილური გამონათებები გვაქვს…. გასაგებია რომ მაღალი დონის შემსრულებლების დეფიცი გვაქვს, მაგრამ ცინცაძის და ბყრჯანაძის პარკეტზე ბოდიალით მაგ პრობლემას რომ ვერ გადაჭრი ეგ მაინც ხომ უნდა ესმოდეს მთავარ მწვრთნელს?! ამდენი თვე რას აკეთებდნენ?! რას ქვია შენგელიაზე იყო აწყობილი თამაშიო?! რომელი უნივერსალი შენგელიაა მაგაზე რომ დაკიდო მთელი თამაში?! დაწერეთ აბა რითი არის ზუროსი მაგარი მევრთნელი და რატომ აქვს პრეტენზია რომ ჩვენ ევროპიველიბის პირველ სამეულში უნდა შევსულიყავით!!!
პაატა
21:14 02-09-2022
4
თუ იცით ისეთი ნორმალური ნაკრები, რომელსაც სამქულიანების და საჯარიმოების სროლაში 50%-ზე ნაკლები შედეგი აქვს. მაშინ გაიხსენეთ ის თამაში, როცა ჩვენს ნაკრებს აასეთი და უკეთესი შედეგი ჰქონდა და ჩვენ ის შეხვედრა წავაგეთ. კალთბურთელი თუ კალათში ბურთს ვერ აგდებს, ასეთ გუნდს რომელი მწვრთნელი უშველის? მერედა ზუროსის ბრალია, რომ ნაკრების წევრი კალათში ბურთს ვერ აგდებს?
ჟორა გაბრიჭიძე
17:37 02-09-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული