ზუროსმა წაგების მიზეზებსა და ბითაძის ტრავმაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ევრობასკეტის პირველ ტურში ბელგიასთან 76:79 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა, რომელმაც პირველ რიგში, მხარდაჭერისთვის მაყურებელს მადლობა გადაუხადა.

ბერძენი სპეციალისტის თქმით, დაცვაში ბევრი შეცდომა დაუშვეს, მოსამზადებელ მატჩებში დამუშავებული კომბინაციები ვერ შეასრულეს, ამიტომ დაისაჯენ; შემდეგი ორი შეხვედრა მედლებისთვის მებრძოლ გუნდებთან უწევთ, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ბოლო ორი თამაშის მოგება მართებთ, ამისათვის კი სრული მობილიზაციაა საჭირო.

ზუროსმა ჯერ ბითაძის ტრავმის სიმძიმის თაობაზე არაფერი არ იცის; გულდაწყვეტილია იმის გამო, რომ გადამწყვეტ მომენტში კალათბურთელი აკლდებათ, სრული შემადგენლობა არ ჰყავთ, ხანდახან იღბალიც
აუცილებელია და ესპანეთთან გოგას დახმარების იმედი აქვს.

ის, რომ შერმადინს ცოტა სათამაშო დრო მისცა, იმით ახსნა, რომ მეტოქის ყველა მოთამაშეს შორიდან სროლა შეუძლია და ამიტომ აირჩია განსხვავებული შემადგენლობა.

მკითხველის კომენტარები / 46 /
ფოინთ და შუთინგ გარდები არ გვყვავს. მაღლები თვითონ ვერ დაალაგებენ შეტევას, იქამდე ბურთია მისატანი.

მადლობა ბიჭებს ბოლომდე იბრძოლეს, კარგი სანახაობრივი თამში გამოვიდა.


123
02 სექტემბერი 2022 14:17
1
ვინმე "ჩელე" წერს, ბელგია სუსტი გუნდიაო. რეიტინგს და მათთან კალათბურთის განვიტარებას და დაფინანსებას მაინც გაეცანით. ბელგიის და საქართველოს ნაკრებები ზუსტად ერთი და იგივე დონის არიან. ქალებში კი მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ბრინჯაოს პრიზიორებია. მოკლედ, უხერხულია, როცა ისეთ რამეზე წერენ, საერთოდ არ იციან.
ზაზა
02 სექტემბერი 2022 13:50
2
ეს რა ხალხი ილანძღება იცით? თორნიკეს, რომ ვერ იტანენ (ვითომ თვითონ რამეთი მეტი იყოთ არა? ურა "პაწრიოტებო"?) ხვიჩასაც ფეხი, რომ დაუცდეს იმასაც გადაუვლით, აი ეს ხართ თქვენ! თქვენნაირ ჩასაფრებულ ბოღმისტებს ვერ გიტანთ!:დდდ
ურა "პაწრიოტებო" აუცვით!
02 სექტემბერი 2022 13:24
2
კრიტიკა ადვილია მაგრამ რა გინდა თქვა დაცვაში ვერ ვითამაშეთ შეტევაში ვერ ვისროლეთ ყველა გვჯობნის სამქულიანებში როგორ გინდა მოგება?
პ.ს ბითაძე და მაუკელშვილი ბრავო
nika
02 სექტემბერი 2022 13:15
1
დავიჯერო, ბელგიის სუსტ ნაკრებთან წაგებისთვის მადლობას რომ უხდით ნაკრებს, მართლა ასე ფიქრობს თუ უბრალოდ კრიტიკულ კომენტებს არ აქვეყნებენ,თუ არადა არ ვიცი, რა ითამაშეს გუშინ ჩვენებმა ისეთი,რომ მთელი თამაში აგებდნენ და ბოლოს დამატებით ტაიმში მაინც წააგეს. მაინტერესებს რა მოგეწონათ, დაცვის თამაში,პერიმეტრიდან ან საჯარიმოდან სროლები თუ მწვრთნელის ჩახლართული ტაქტიკა? პრინციპში მეც მადლობას ვუხდი ჩვენებს ღირსეული წაგებისთვის, თორემ ვიცი არ მიიღებენ ჩემს კომენტს.
ჩელე
02 სექტემბერი 2022 13:08
4
ჩჰვენს ნაკრებს გუშინდელი თამაშის მერე რაც ეკუთვნის ქებას ნამდვილად ვერ დაარქმევს კაცი. დიდი რესპექტი მამუკელაშვილს და ბითაძეს, მაგრამ არ კმარა აშკარად
Zura
02 სექტემბერი 2022 13:05
1
ქების მეტი არაფერი ეკუთვნით ჩვენს კალათბურთელებს ამხელა საკადრო პრობლემებით ესეთი მწირი რესურსით რაც შეძლეს ესეც დასაფასებელია!!!მადლობა მადლობა კალათბურთელებს მწვრთნელს მთლიანად სტაფს!!!
Vakho
02 სექტემბერი 2022 12:08
25
ხალხო რა ღრძო სიტყვებს ისვრით ყველაფერი ხდება საუკეთესო მწვრთნელი გვყავს და კარგი ბიჭები აბა მოეგოთ მერე ყველა მაგარი იქნებოდა გვერდში დგომა თუ არ იცით სიტყვებს ნუღა ისვრით უაზროს ვითომ რამე გესმოდეთ
მ...ა
02 სექტემბერი 2022 11:54
23
და ვის უნდა დაუდგე გვერდში? დილეტანტებს ბოისას და გრიგორევიჩის სახით ? მარტო ზუროსი ვერაფერს იზამს. სისტემაა უმსგავსო. ა ლიგაშიც კი ტიტო გუნდში 3 უცხოელია. სუპერლიგაში --4 . რა პერსპექტივა აქვს ახალგაზრდა ქართველს ? არანაირი. პარკეტზე მოხვედრის შანსი არ აქვს. გოგა მოვლენაა,და სერბეთში ჩამოყალიბდა , მამუ აქ არ გაზრდილა, რატის რაც ღმერთმა მისცა , იმის ხარჯზე გადის ფონს, კალათბურთის ანაბანა არ იცის. ცინცაძის შემდეგ უკანახაზელი არ გაზრდილა. დაუდექი გვერდში ამ ვითომ მწვრთნელებს და კიდევ უარეს შედეგს დადებენ. პაზორია ბელგიასთან წაგება და უარესი კიდევ სამარცხვინო ბელგიაზე უარესი კალათბურთის თამაში. კალათბურთი ჭიდაობა და წვალება არაა, ძალიან ლაღი და ლამაზი თამაშია.
f
02 სექტემბერი 2022 12:39
6
ჩემი პარტიული სალამი, "პრაფესორებს"! ვკითხულობ თითოეულის კომენტარებს და ყველას ჭკუას, რომ არიგებთ, დავიჯერო თქვენს საქმეშიც ასეთი "პრაფესორები" ხართ? თქვენზე მეტად ზუროს და ბიჭებს უნდოდათ მოგება, მაგრამ ნერვების ომი და ბრძოლა წავიდა ბოლოს, მიუხედავად ყველაფრისა, მე მჯერა ჩვენი ბიჭების და წააგებენ თუ მოიგებენ, სულ მათ გვედით ვიქნები! არა ბიჭოს, თქვენაირად დავუწყებ ლანძღვას.
გულშემატკივარი, სრული ამ სიტყვის გაგებით!
02 სექტემბერი 2022 11:47
18
ჩვენმა ბიჭებმა სული და გული ჩადეს! მიუხედავად იმისა, რომ თავიანთი ლიდერი არ ყავდათ თორნიკე შენგელია, ( ძალიან ძნელია ფსიქოლოგიურად გუნდისთვის, ლიდერის და კაპიტნის არ ყოლა) მაინც ყოჩაღ ბიჭებს, ბოლომდე იბრძოლეს! წარმატება ჩვენს ბიჭებს!
ვაჟა
02 სექტემბერი 2022 12:15
4
გამაგებინოს ვინმემ , რისთვის გვყავს სუპერლიგის გუნდებში 4-5 ,,ლეგიონერი " აფრო-ამერიკელი ( თუ როგორც ეძახიან ეხლა ფერადებს )?! ქართველები სკამს ხეხავენ . სკამის ხეხვით დამლაგებლად შეიძლება ჩამოყალიბდე , კალათბურთელად არა ! მესმის , რომ ევროთასებზე გასვლა გინდოდეს და ლეგიონერი დაიმატო . სხვა შემთხვევაში ლიმიტი უნდა იყოს მაქსიმუმ 2 . 2 ხარისხიანის გუნდში ყოლა არ ჯობია 4-5 უხარისხოსას ?! პირველ ლიგაში საერთოდ ვის ჭირდება ეგ ,,ლეგიონერები " ? ბავშვთა ლიგებში დომხალი , პირველ ლიგაში დომხალი , სუპერლიგა - ,,სუპერლიგა" და რას ველოდებით უკეთესს ? ყოფილი პრეზიდენტი ( ეხლანდელი ვიცე ) კომენტატორის მიკროფონს არც შორდებოდა და არც შორდება , მეტი საქმე ვერ ნახა ფედერაციაში ეტყობა .ტაბუს 3 ქულიანი ვერ ახსნა , ამას რა ჰქვია , არ ვიციო " - სასაცილო კომენტარი".რა ჰქვია და შენი უცოდინარობა და დაბალი დონე , ხოლო მოწინააღმდეგის თავდაუზოგავი შრომა და პროფესიონალიზმი ჰქვია . ეს სანიკიძე კიდევ , რა ვიცი , რა გითხრათ , რით გაგახაროთ ?! ასაკობრივების წევრები სიგარეტს და ალკოგოლს არ იკლებენ . მწვრთნელებმა იციან , მაგრამ რა მერე ?! მწვრთნელი ბავშვებშიც კომპეტენტური და ბავშვისთვის ავტორიტეტული იყოს . მოკლედ , ტყუილად ვიღლები რა .
ტარიელი
02 სექტემბერი 2022 11:43
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული