ზუროსმა წაგების მიზეზებსა და ბითაძის ტრავმაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ევრობასკეტის პირველ ტურში ბელგიასთან 76:79 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა, რომელმაც პირველ რიგში, მხარდაჭერისთვის მაყურებელს მადლობა გადაუხადა.

ბერძენი სპეციალისტის თქმით, დაცვაში ბევრი შეცდომა დაუშვეს, მოსამზადებელ მატჩებში დამუშავებული კომბინაციები ვერ შეასრულეს, ამიტომ დაისაჯენ; შემდეგი ორი შეხვედრა მედლებისთვის მებრძოლ გუნდებთან უწევთ, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ბოლო ორი თამაშის მოგება მართებთ, ამისათვის კი სრული მობილიზაციაა საჭირო.

ზუროსმა ჯერ ბითაძის ტრავმის სიმძიმის თაობაზე არაფერი არ იცის; გულდაწყვეტილია იმის გამო, რომ გადამწყვეტ მომენტში კალათბურთელი აკლდებათ, სრული შემადგენლობა არ ჰყავთ, ხანდახან იღბალიც
აუცილებელია და ესპანეთთან გოგას დახმარების იმედი აქვს.

ის, რომ შერმადინს ცოტა სათამაშო დრო მისცა, იმით ახსნა, რომ მეტოქის ყველა მოთამაშეს შორიდან სროლა შეუძლია და ამიტომ აირჩია განსხვავებული შემადგენლობა.

მკითხველის კომენტარები / 46 /
რაც ეროვნული ჩემპიონატი ფუნქციონირებს, ისიც რა დონის და ერთ დარბაზში (ესეთი ნონსენსი არ მეგულება, ერთ დარბაზში იმართებოდეს ჩემპიონატი! და ასევე U20 ევროპის ჩემპიონატი ჩაატარო და მანამდე 20 წლამდელების ეროვნული ჩემპიონატი არ გქონდეს ჩატარებული. ხომ პარადოქსია?...). მანამ ყველა კლუბს დარბაზი, სავარჯიშო მოედანი და აკადემია არ ექნება, მანამდე არ იქნება კონკურენცია და ეიფორიაში ნუ ჩავვარდებით, დამიჯერეთ ამის საფუძველი არ არსებობს. ყველა კარგი ბიჭია ნაკრებში ნამდვილად, მაგრამ ნაკლებკონკურენტული ნაკრები, რომელსაც მცირე სათადარიგო სკამი აქვს, შორს ვერ გაფრინდება, ეს რეალობაა და მცდარი მოლოდინები ნუ გვექნება, რომ რახან მეორე შემადგენლობის ესპანეთს მოვუგეთ (მაგრამ მაინც ესპანეთს), ე. ი. ყველაფერი კარგად მიდის. ეს ასე რომ არაა. რაც უფრო მეტი ფული ჩაიდება კალათბურთში, მით უფრო მეტი კონკურენცია იქნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ 150 ლარი ახდევინო ბავშვს, უღარიბეს ქვეყანაში და ამ გუნდს სხვა გუნდის 70-80 ლარის გადამხდელი ბავშვები უგებდნენ... მავანნი დაუკვირდნენ კინოფილმს "ფეოლა"!
ლაშა
02 სექტემბერი 2022 09:02
0
მართალი ხარ ჩემო ძმაო.
ჩემპიონატი ღარიბი . ქვეყანა ღარიბი. შესაბამისად თაობაც ვერ შეიცვალა.
შემადგენლობა შეზღუდული.
ასეთია რეალობა!!
lsd
02 სექტემბერი 2022 10:09
1
ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის... რაც არუნდა თქვა, როგორც არ უნდა გააკრიტიკო, იგივე მეორდება!
ლაშა
02 სექტემბერი 2022 08:42
1
ჩვენ გვიყვარს ნაკრები, მაგრამ ვითხოვთ პასუხებს:
1.როცა მსროლელი არ გვყავს რატომ არ მოახდინეთ ნატურალიზება?
2. მადლობა მაკფადენს რაც წინათ გაგვიკეთა, მაგრამ ახლა მოგწონთ მისი თამში?
3.რა ავანტურისტულ კალათბურთსაც თამაშობს ანდრონიკაშვლი, ამით არის მისი ადგილი ნაკრებში?
4. რატომაა გუნდში ამდენი უდისციპლინობა, ამდენი ტექნიკური ფოლი?
5. ტრამვიანობის მიზეზი მწვრთნელების მიერ დროის არასწორი განაწილება ხომ არაა?
6.სადაა ფინანსური მაჩვენებლები, რა გვიჯდება ნაკრების შენახვა გადასახადის გადამხდელებს და რამდენად პროპორციულია ნაჩვენები შედეგების?
ქომაგი
02 სექტემბერი 2022 07:50
9
საჯარიმოდან 2 დან 2 რო არ უნდა გამაზო ამას არც რაქტიკა სჭირდება და არც პრაქტიკა, 3 ით მეტი საჯარიმო რომ ჩაგვეგდო თამაშს ჩვენ მოვიგებდით
ნიკოლოზი
02 სექტემბერი 2022 08:12
2
ეს არის რაც არის.სროლები უკეთესი ჰქონდათ.
ჯუჯი
02 სექტემბერი 2022 07:39
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული