ესპანურმა გამოცემა Marca-მ ბექა ბურჯანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა და მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით გაესაუბრა.
"ბექა ბურჯანაძის სპორტული კარიერა დიდი კითხვნის ნიშნის ქვეშ ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში დადგა, მან მშობლიურ თბილისში ქუსლის ტრავმა მიიღო.
"ძალიან მტკიოდა, სიარული და ვარჯიშიც კი არ შემეძლო" - იხსენებს ბექა ინტერვიუში.
ექიმებმა ბურჯანაძის მშობლებს უთხრეს, რომ სპორტი სამუდამოდ უნდა დაევიწყებინა, რადგან ასეთი ტრავმით კარიერის გაგრძელება შეუძლებლად მოსჩანდა,
"საბოლოოდ ჩემი გამოჯანმრთელება ბაბუამ შეძლო, მალამო წამისვა, რომელსაც საშინელი სუნი ასდიოდა, მაგრამ ამ სუნს მთელი ცხოვრება სიყვარულით დავიმახსოვრებ" - იხსენებს ბურჯანაძე.
ახლა ის "ლიგა ენდესას" ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და საქართველოს ნაკრებთან ერთად ესპანეთის წინააღმდეგ მატჩისთვის ემზადება.
"ერთი სული მაქვს ვილი ერნან გომესის წინააღმდეგ როდის ვითამაშებ, ძალიან ძლიერი მოთამაშეა, ვნახოთ როგორ შევძლებთ მის დაცვას. ესპანეთის ნაკრებს დიდი პატივისცემით უნდა მოვეპყროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა 30 ქულით დავმარცხდეთ. მათ აღარ ჰყავთ უძლიერესი მოთამაშეები: სერხიო ლული, ძმები გასოლები, სერხიო როდრიგესი, ეს მოთამაშეები არამხოლოდ ესპანეთის, არამედ ევროპული კალათბურთის ლეგენდები არიან. კარგია, რომ დღეს ისინი არ იქნებიან, თუმცა "ლა როხას" ახლაც ბევრი ნიჭიერი კალათბურთელები ჰყავს.
ტურნირამდე ბევრი მნიშვნელოვანი მოთამაშე დაშავდა, არ ვფიქრობ, რომ ეს დამთხვევაა, ვთვლი, ეს პრობლემა აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. თორნიკე ძალიან გვაკლია, მიზანი ჯგუფური ეტაპის წარმატებით დასრულება და ბერლინში გამგზავრებაა. საშინაო კედლებში თამაში ჩვენი უპირატესობაა, გვყავს გიორგი შერმადინი, გოგა ბითაძე, რომლებიც დიდ ძალას წარმოადგენენ, ასევე სანდრო მამუკელაშვილი, ახალგაზრდა მოთამაშე ძალიან მრავალმხრივია.
მას შემდეგ, რაც ჯგუფის მასპინძლებად აგვირჩიეს, ესპანეთთან თამაშს განსაკუთრებით ველი, ჩვენი ქვეყნისა და სპორტისთვის ეს წინგადადგმული ნაბიჯია, იმედია კარგად ვიასპარეზებთ და გულშემატკივრებს გავახარებთ" - განაცხადა ბურჯანაძემ ინტერვიუს დასასრულს".
ბითაძე მძიმე დაზიანებას გადაურჩა - ითამაშებს ესპანეთთან?
ბექა ბურჯანაძე: დავლაგდით და ერთხელ მოგებული მატჩი მეორედ მოვიგეთ
ბექა ბურჯანაძემ ტრავმა მოირჩინა და "ბეტისის" ხუთეულში ითამაშა