გომელსკი: კორკმაზი პროვოკატორია - საქართველოსთვის ომის გამოცხადება არ უნდათ?

AutoSharing Option
ცნობილი რუსი კომენტატორი ვლადიმირ გომელსკი ევრობასკეტზე საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების მატჩისას მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა:

"სულ დაკარგეს ქართველებმა თავი. კორკმაზი თავისი ხასიათით პროვოკატორია, თუმცა კალათბურთში უარესიც მომხდარა და მე ამას მშვიდად ვეკიდები.

დატოვებენ თუ არა ტურნირს იმ შემთხვევაში, თუ ვიდეოკამერების ჩანაწერებს არ წარმოადგენენ? საქართველოსთვის ომის გამოცხადება არ უნდათ? თუ უფრო შორს წავლენ? 1973 წლის უნივერსიადაზე აშშ-ისა და კუბის ნაკრებებს შორის ჩხუბი მოხდა - გუნდი-გუნდზე. რომ არა ჩვენი გულშემატკივრები... მილიცია არ ჩაერია, ქომაგებმა კი ამერიკელები დაიცვეს. ამერიკელები კუბის დისკვალიფიკაციას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში
ტურნირის დატოვებით იმუქრებოდნენ. არსადაც არ წავიდნენ, გავიდნენ ფინალურ შეხვედრაში და გაიმარჯვეს.

მე კარგად წარმომიდგენია თბილისის დარბაზი. იქ შეიძლება ბევრი გუნდი იყოს. გასახდელები სხვადასხვა დერეფნითაა განცალკევებული. ნამატჩევს გუნდები სხვადასხვა დერეფნით გადიან. იმისათვის, რათა კორკმაზს თავს დასხმოდნენ, როგორც მათ დაწერეს, ძალიან უნდა მოენდომებინათ".

მკითხველის კომენტარები / 23 /
გომელსკის და ცსკა-ს ბევრად უფრო დაძაბული თამაშები უნახავს თბილისის სპორტის სასახლეში... მახსოვს, "ხურდა" ფულით მოფენილი მოედანი და ტრიბუნიდან ნასროლი "ტუფლი"...
tngh
06 სექტემბერი 2022 12:45
1
ამდენი ბოტი, და ასეთი ბანძი საიდან?
ანდრი
06 სექტემბერი 2022 13:15
2
ახლა გომელსკის სიტყვებს იხმარიებენ :((
სულ ჩხუბში როგორ არიან ხან უკრაინასთან ხან თურქებთან.
გუნდი კი არა ტყლარწია.

ii
06 სექტემბერი 2022 04:37
22
კადრებში ძალიან კარგად გამოჩნდა დასრულებულ ეპიზოდზე როგორ ჩაუარა სანაძემ ქორქმაზს და f...ing pussy ეძახა რაზეც ისიც გამოიწია. ვინ დაიწყო ეპიზოდი კარგად ჩანს . ესაა სიმართლე
იბერია
06 სექტემბერი 2022 23:05
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული