საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ფიბა-ს რეიტინგში 3 საფეხურით დაწინაურდა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ფიბა-ს განახლებულ რეიტინგში 3 საფეხურით დაწინაურდა. მიუხედავად იმისა, რომ ილიას ზუროსის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე 5-დან მხოლოდ 1 მატჩი მოიგო და ჯგუფიდან ვერ გავიდა, რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა და ბოლო წლების საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

აქამდე ჩვენი 35-ე ადგილზე იყო, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებისა და ევრობასკეტის დასრულების შემდეგ ფიბა-მ რეიტინგი განაახლა და დღესდღეობით საქართველო 32-ეა. საქართველო მცირედით უსწრებს ისრაელის ნაკრებს, რომელმაც, სხვათა შორის, 8-საფეხურიანი პროგრესი განიცადა, ხოლო მექსიკას საგრძნობლად ჩამორჩება. ათეულში რამდენიმე ცვლილება მოხდა,
რომელთაგანაც აღსანიშნავია სლოვენიის ნაკრების რეგრესი 2 პოზიციით, ხოლო არგენტინა 3 ადგილით დაწინაურდა. უცვლელი დარჩა მოწინავე სამეული, რომელშიც აშშ, ესპანეთი და ავსტრალია არიან. რაც შეეხება ევროპას, საქართველო ძველ კონტინენტზე რიგით მე-18-ეა.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებმა თურქეთი ოვერტაიმში დაამარცხა (88:83), ხოლო ბელგიასთან (ოვერ-ტაიმში 76:79), ესპანეთთან (64:90), ბულგარეთთან (80:92) და მონტენეგროსთან (73:81) დამარცხდა. ილიას ზუროსის გუნდს უახლოესი მატჩები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 11 და 14 ნოემბერს, შესაბამისად, ისლანდიასა (სტუმრად) და იტალიასთან (შინ) ელოდება.

GBF

მკითხველის კომენტარები / 7 /
არა ვაი ვაი
გეორქა
21:50 02-10-2022
2
წაგებით თუ ვწინაურდებით ჩანს რომ ევროკალათბურთის ნგრევა დაიწყო და კორუფცია იფეთქა
მოქალაქე
08:51 29-09-2022
1

სიახლეები პოპულარული