საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ფიბა-ს რეიტინგში 3 საფეხურით დაწინაურდა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ფიბა-ს განახლებულ რეიტინგში 3 საფეხურით დაწინაურდა. მიუხედავად იმისა, რომ ილიას ზუროსის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე 5-დან მხოლოდ 1 მატჩი მოიგო და ჯგუფიდან ვერ გავიდა, რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა და ბოლო წლების საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

აქამდე ჩვენი 35-ე ადგილზე იყო, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებისა და ევრობასკეტის დასრულების შემდეგ ფიბა-მ რეიტინგი განაახლა და დღესდღეობით საქართველო 32-ეა. საქართველო მცირედით უსწრებს ისრაელის ნაკრებს, რომელმაც, სხვათა შორის, 8-საფეხურიანი პროგრესი განიცადა, ხოლო მექსიკას საგრძნობლად ჩამორჩება. ათეულში რამდენიმე ცვლილება მოხდა,
რომელთაგანაც აღსანიშნავია სლოვენიის ნაკრების რეგრესი 2 პოზიციით, ხოლო არგენტინა 3 ადგილით დაწინაურდა. უცვლელი დარჩა მოწინავე სამეული, რომელშიც აშშ, ესპანეთი და ავსტრალია არიან. რაც შეეხება ევროპას, საქართველო ძველ კონტინენტზე რიგით მე-18-ეა.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებმა თურქეთი ოვერტაიმში დაამარცხა (88:83), ხოლო ბელგიასთან (ოვერ-ტაიმში 76:79), ესპანეთთან (64:90), ბულგარეთთან (80:92) და მონტენეგროსთან (73:81) დამარცხდა. ილიას ზუროსის გუნდს უახლოესი მატჩები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 11 და 14 ნოემბერს, შესაბამისად, ისლანდიასა (სტუმრად) და იტალიასთან (შინ) ელოდება.

GBF

მკითხველის კომენტარები / 7 /
არა ვაი ვაი
გეორქა
02 ოქტომბერი 2022 21:50
2
წაგებით თუ ვწინაურდებით ჩანს რომ ევროკალათბურთის ნგრევა დაიწყო და კორუფცია იფეთქა
მოქალაქე
29 სექტემბერი 2022 08:51
1
სამარცხვინოდ ჩაგდებული ევრობასკეტის შემდეგ სრული სიჩუმე - დუმს ყველა ჟურნალისტების და გულშემატკივრების ჩათვლით. მერე გიკვირთ კალათბურთის საქმე რომ უკან-უკან მიდის. სრული უპასუხისმგებლობა და განუკითხაობაა ყველგან.
არტ
28 სექტემბერი 2022 10:27
0
აი, ამაში კი მართლა უფლის ხელი ურევია - ბოლო ათი შეხვედრიდან ცხრა წააგო და მაინც დაწინაურდე რეიტინგში?
კოკო
28 სექტემბერი 2022 05:09
1
ამატი-დებილი---
agmsarebeli
27 სექტემბერი 2022 06:34
3
საინტერესო სისტემაა.
ქიტესა
26 სექტემბერი 2022 18:25
0
წაგებების ქულებით?!:)
გიორგი
26 სექტემბერი 2022 17:24
0

სიახლეები პოპულარული