საქართველოს ნაკრებმა რეიკიავიკში უმძიმეს მატჩში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა რეიკიავიკში ისლანდია 88:85 დაამარცხა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: სანაძე, ცინცაძე, მაკფადენი, შენგელია, შერმადინი. დებიუტში მარცხენა ფეხი შერმადინმა იტკინა და მოედნის დატოვება მოუწია. მეტოქეს სამქულიანები არ წაუვიდა, საქართველოს ნაკრები კი ქულებს ძირითადად შენგელიას ძალისხმევით აგროვებდა, ცინცაძემ ორი სამიანი, ხოლო მაკფადენმა ერთი ჩააგდო და 20:10 დავწინაურდით. შემდეგ შერმადინიც დაბრუნდა და პირველი მეოთხედი 9 ქულით მოვიგეთ.

მეორე პერიოდის დასაწყისში ზუროსმა შენგელია დაასვენა, მასპინძლებმა ანგარიშის 2 ქულამდე შემცირება მოახერხეს, თუმცა
თორნიკეს დაბრუნებისთანავე სიტუაცია შეიცვალა და პირველი ტაიმი 45:38 დასრულდა.

მესამე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა ცუდად დაიწყო, უამრავი შეცდომა დაუშვეს, რითაც მოწინააღმდეგემ ისარგებლა და 7 ქულით წინ გავიდა. ამას ანდრონიკაშვილის ჩაჭრა, მისი ორი ზუსტი სამიანი და შენგელიას ორიანი მოჰყვა და სხვაობა 3 ქულამე შემცირდა. გადამწყვეტი მეოთხედი ისლანდიამ უკეთ დაიწყო, 8 ქულით გაიქცა, ბერიშვილმა 2 სამიანით უპასუხა, მაგრამ მასპინძლებმა უპირატესობა მალევე დაიბრუნეს. მერე ბერიშვილმა, სანაძემ და შენგელიამ სამიანები ჩააგდეს და 7 ქულით გავედით წინ. ისევ დაუშვა საქართველოს ნაკრებმა შეცდომები, მეტოქემ ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირა, სიტუაცია უკიდურესად დიძაბა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება ჩვენს გუნდს დარჩა.

27 ქულითა და სარგებლიანობის 26-იანი კოეფიციენტის მატჩის ყველაზე შედეგიანი და საუკეთესო მოთამაშე შენგელია გახდა, რომელმაც 11 მოხსნა და 4 პასიც მიითვალა. შერმადინმა ორმაგი დუბლი შეასრულა (10 ქულა და 11 მოხსნა), სანაძემ 13 ქულა ჩააგდო, მაკფადენმა 12, ბერიშვილმა 9, ცინცაძემ 7, ანდრონიკაშვილმა 6, ბოქოლიშვილმა და ჯინჭარაძემ 2-2. მასპინძელთაგან 19 ქულა ფრიდრიკსონმა ჩააგდო, 16 სტეინარსონმა, 15 ჰინასონმა (პლუს 10 მოხსნა), 13 იონსონმა.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 14 ნოემბერს თბილისში იტალიასთან გამართავს და მოგების შემთხვევაში, მსოფლიოს ჩემპიონატს მიუახლოვდება.

მკითხველის კომენტარები / 16 /
რთულად,მაგრამ მოვიგეთ.გასახარია და გავიხაროთ კიდეც.უნდა გავიდეთ მსოფლიოზე,ბიჭებო.აბა თქვენ იცით!
მერაბი
12 ნოემბერი 2022 02:16
0
დიდი მადლობა ჩვენს ნაკრებს ასეთი თამაშისთვის. თავი არ დაუზოგავთ. სამქულიანები შესამჩნევად გამოვასწორეთ. და რაც მთავარია, მთელი თამაში იგრძნობოდა, რომ კლასით მაღლა ვიდექით ისლანდიელებზე
გიორგი
12 ნოემბერი 2022 02:33
0
ნამდვილად შენგელიას დამსახურება იქნება ცალსახად და მთავარია ისლანდიასთან თბილისში თოკო იყოს ჯანმრთელად!!!
Joko
12 ნოემბერი 2022 02:15
4
Me mgonia zurosis wasvlis dro movida. Gundurad dzaan martivad vtamashobt da tu gavedit msoflioze shengelias damsaruba iqneb a didwilad
Gia
12 ნოემბერი 2022 02:02
20
ფედერაციაში მცოდნე და ენერგიული ხალხი უნდა მივიდეს ახალი იდეებით. თავს ნუ მოვიტყუებთ - კალათბურთის საქმე უკან-უკან მიდის, რეგრესი აშკარაა, არც ერთი ახალი მეტნაკლებად მაინც იმედისმომცემი კალათბურთელი ბოლო რამდენიმე წელია. ასაკობრივების სრული უპერსპექტივობა. მიხედეთ კალათბურთს სანამ კიდევ დროა!
...
12 ნოემბერი 2022 10:33
2
suren xo movidnen mere axali mcodne xalxi. sanikidzem tu ar icis aba shen ici? movida kaci da gaaketebs uamrav sasiketos.
duscatto
12 ნოემბერი 2022 17:11
0
ყოჩაღ ბიჭებო მოსაგები მოიგეთ , რამხელა ძალაა თოკო ფაქტიურად წინა დღეს ჩავიდა თამაში მოიგო ეგ არი პატრიოტიზმი , ევროპაზე თოკოს ქულუბი მინიმუმ ჯქუფიდან გავიდოდით ფაქტიბრივად მისმა ტრამვამ დაანგრია ნაკრები ტაქტიკურად და მორალურად, უნდა ვითამაშოთ მსოფლიო აუცილებლად , იტალიასთან თქვენ გვერდით ვართ
Soso
12 ნოემბერი 2022 13:07
0
Da es berishvili evropaze skamze kavdat mteli turniti...makfadeni da shermadini daberdnen tu ra chirt?evopac chaagdes da gushinac ragac inertulebi ikvnen...
Givi
12 ნოემბერი 2022 10:41
0
კარგია რომ გავიმარჯვეთ, მაგრამ არ ველოდი რომ ასეთ უსახელო გუნდთან ასე გაგვიჭირდებოდა, ჩვენი გუნდიც ერთ ორ კალათბურთელზეა დამოკიდებული, რაც ცუდია, არ გვყავს სრულყოფილი შემცვლელები, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ გუშინ ყველამ თავი დადო და შესანიშნავად ითამაშეს, შენგელია ეს გასაკვირი არ არის, მაგრამ ბოლოს ის ორი შეცდომა კინაღამ ძვირად დაგვიჯდა, ბერიშვილი კარგი იყო, ანდრონიკაშვილმაც გააკეთა თავისი საქმე,ცალკე აღსანიშნავია სანაძის თამაში, რომელმაც განაპირობა დიდწილად თამაშის მოგება
Nukri
12 ნოემბერი 2022 10:19
3
usaxelo rogoraa she kai adamiano chempionatic shenze uketesi akvt da 15 clis cinac mogigo da yvela isvris mshvenivrad.
suares
12 ნოემბერი 2022 11:49
3
ყოჩაღ ბიჭებს, ხედავთ? ოდნავ გამოსწორდა სამქულიანებისა და საჯარიმოების სროლა, ეგრევე მოვიგეთ. ბოლოში აღებული ჯარიმა სწორი იყო, მაგრამ იმ წამში კი არა, 4-5 წამის შემდეგ უნდა აეღოთ და თამაშის დამთავრებამდე 2-3 წამი დარჩებოდა.
ჟორა გაბრიჭიძე
12 ნოემბერი 2022 10:04
0
პრესინგის წინააღმდეგ ყველა სპორტში გვიჭირს, 7 ქულიდან 1 ზე ისე ჩამოვედით იმათ ნახევარზე არ გადავსულვართ
მ.მ
12 ნოემბერი 2022 10:57
2
ამ ჯინჭარაძეს ან სროლა ასწავლონ ან უთხრან ისროლოს ხოლმე, კარგია დაცვაში მარაა შეტავში სულ 4 ვრჩებით ეგ რო მოედანზეა, მეტოქე არ იყვანს იციან რო არ ისვრის , პიროვნულად არაფერს ვერჩი, მარა ასეთ მეტოქესთან არმგონია აუცილბელი იყოს ასეთი პერსონალური მცველი
Giga
12 ნოემბერი 2022 10:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული