ისლანდიაში გამარჯვებით დამუხტული საქართველოს ნაკრები იტალიის დამარცხებით შანსების გაზრდას გეგმავს

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ხელშესახებად რეალურია. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა რეიკიავიკში ისლანდიის დამარცხებით მუნდიალზე გასასვლელად უდიდესი ნაბიჯი გადადგა, რომელიც უფრო რეალური გახდება, თუკი ორშაბათს, 14 ნოემბერს, იტალიას დავამარცხებთ. აქვე დავაფიქსირებთ, რომ დამარცხების შემთხვევაში შანსები შეგვიმცირდება. საქართველოს ნაკრებს ისტორიულ მიღწევამდე გასასვლელად იტალიის შემდეგ დარჩენილი ორივე მატჩი აქვს მოსაგები – ჰოლანდიასა და თბილისში ისლანდიასთან. თუმცა ისლანდიაში მოგებით დამუხტული ქართველები ისე არიან შემართულნი, რომ იტალიის დამარცხებით შანსების კიდევ უფრო გაზრდას გეგმავენ.

საამისოდ ჩვენს ნაკრებს განწყობა აქვს და მონდომება არ
აკლია. თბილისი არენაზე გამართულ ვარჯიშზე ილიას ზუროსმა კალათბურთელები კონკრეტულ, იტალიელთა წინააღმდეგ შემუშავებულ სპეციალურ ტაქტიკურ მონახაზზე ამუშავა და შესაბამისი კომბინაციებიც დაამუშავებინა. ვარჯიშმა მეტად ნაყოფიერად ჩაიარა, რის ბოლოსაც დარბაზში ჟურნალისტები შემოვიდნენ და მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით ჩვენი ნაკრების წევრებს კომენტარები ჩამოართვეს.

შემადგენლობა უცვლელია: საქართველოს ნაკრები იტალიას იმ 12 კალათბურთელით დაუპირისპირდება, რომლებითაც 2 დღის წინ ისლანდიას მოუგო. მატჩი თბილისი არენაზე 19:00 საათზე დაიწყება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 15 /
რაც არ უნდა სქემები ხაზო, რაც არ უნდა ავარჯიშო კალათბურთელები თუ მავანს ღვთისგან მომადლებული ნიჭი არ აქვს და ბურთს კალათში ვერ აგდებს, არაფერი გამოვა! ღმერთმა ხელი მოუმართოს ჩვენს ნაკრებს, ძალიან მინდა მათი წარმატებით გავიხარო, მაგრამ.......
aburjga
14 ნოემბერი 2022 08:59
4
ასეთ ამბებს სულ მცირე დალაგებული სტატია უნდა მიუძღვნა და არა ეს აბდა-უბდა.
Odala
14 ნოემბერი 2022 08:49
2
არ ცალიათ ბიძია, ხვიჩასპორტ.გე გახდა ეს საიტი. ხვიჩაზე ვაფანატებ, ნაპოლის თამაშებით ვიძინებ და ვიღვიძებ, მაგრამ ნამეტანი მოსდით, სხვა რაღაცეებიც ხდება სპორტულ სამყაროში. არ შეიძლება საიტი ჩამოსქროლო და ტოპ 10 სტატია ყველა ხვიჩაზე იყოს.
ფეოლა
14 ნოემბერი 2022 11:10
0
ვუსურვოთ ბიჭებს წარმატება და შევინარჩუნოთ ოპტიმიზმი!
მერაბი
14 ნოემბერი 2022 06:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული