მეტოქე რიგი წამყვანი კალათბურთელების გარეშე გვეწვია და დანაკლისი მეტადრე წინა ხაზში ჰქონდათ, რისი გამოყენებაც ჩვენს გუნდს მართებდა. თქვა კიდევაც მოწინააღმდეგის მწვრთნელმა პოცეკომ, რომ ქართველებს სიმაღლეში უპირატესობა ექნებოდათ და შერმადინისა და შენგელიას შესაჩერებლად დიდი ტაქტიკური სამუშაოს შესრულება მოუწევდათ.
დებიუტი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, სტუმრები 5:0 დაწინაურდნენ, თუმცა მასპინძლებმა მალევე მოახერხეს წინ გასვლა. იტალიელები დაცვაში კარგად თამაშობდნენ, შენგელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, პერიმეტრიდან ზუსტად ისროდნენ და პირველი მეოთხედი 19:25 წავაგეთ. მეორე პერიოდში ვიზავიმ სამი ტექნიკური მიიღო, პოცეკო განერვიულდა, ჰალსტუხი მოიძრო, გადააგდო, მანიონის მატჩის დასრულება მოუწია, სანაძემ საჯარიმოები გამოიყენა, შემდეგ სამქულიანიც მიაყოლა, მაგრამ პირველი ტაიმი 40:43 დავთმეთ.
საქართველოს ნაკრები მოწინააღმდეგეს სამწამიანში არ უშვებდა, თუმცა პერიმეტრზე გვჯაბნიდნენ. შენგელია ქულებს ვერ აგროვებდა და მესამე მეოთხედის დასაწყისში 8 ქულით გაგვექცნენ. მერე სანაძისა და ცინცაძის ძალისხმევით და თამაშიდან თორნიკეს მიერ მოპოვებული პირველი ქულებით წინ გავედით, მაგრამ იტალიამ მაინც შეძლო გადამწყვეტი პერიოდის წინ 2 ქულით დაწინაურება.
ისევე, როგორც მთელი შეხვედრა, მესამე მეოთხედიც ძალიან დაძაბული გამოვიდა. ბერიშვილის ორი სამიანით 5 ქულით წინ გავედით. ამას იტალიელთა 4 სამქულიანი და მათი დაწინაურება, ბერიშვილის მორიგი სამიანი მოჰყვა. უკანასკნელ წუთზე პაიოლამ საჯარიმოები ვერ გამოიყენა, ბოლოს შენგელიამ ბურთი ვერ ჩააგდო და სამწუხარო მარცხი განვიცადეთ.
ჩვენი გუნდიდან 15 ქულით ყველაზე შედეგიანი შენგელია იყო, 14-14 ქულა შერმადინმა და სანაძემ ჩააგდეს, 13 - მაკფადენმა, 11-11 - ცინცაძემ და ბერიშვილმა, 4 - ანდრონიკაშვილმა, 2 კი - ბექაურმა. სტუმართაგან 15-15 ქულა სპისუსა და ტესიტორის ანგარიშზეა.
მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 23 თებერვალს გასვლაზე აუტსაიდერ ნიდერლანდებთან გამართავს, 26 თებერვალს ისლანდიას უმასპინძლებს (რომელიც დღეს უკრაინასთან 72:79 დამარცხდა) და მესამე ადგილით მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის კარგი შანსი აქვს.
შანსი გააჩინა ჩვენი ზოგიერთი მოთამაშის მოულოდნელად კარგად შესრულებულმა სამიანებმა და ამ შანსის გამოყენება შეიძლებოდა.
ამიტომ დამარცხებაში მთავარი დამნაშავე მაინც ილიას ზუროსი მგონია. რატომ? იმიტომ რომ მაკდაფენი რომ მაიმუნობდა არაფერი ქნა, იმიტომ რომ შენგელიას რომელსაც თამაში არ წაუვიდა, ვიტყოდი ეძინა (რამდენჯერ მოპარეს ბურთი) მწვრთნელმა მიანდო ბოლო სროლა და რაც მოხდა ვნახეთ.
და კიდევ არასწორი მგონია მაკდაფენის ასეთი კრიტიკა, კაცს უამრავი კარგი ემოცია აქვს ნაჩუქარი ქართველი გულშემატკივრისთვის და სიმართლეს თვალი გაუსწოროთ, მიუხედავად ყველაფრისა მისი დონის რამდენი კალათბურთელი გვყავს ნაკრებში?
P.შ ევროპის გასული ჩემპიონატის გათვალისწინებით, ვფიქრობ ახლოვდება დრო , რომ ზუროსს მადლობა გადავუხადოთ და შევცვალოთ. მადლობა მას კი ნამდვილად ეკუთვნის!
ერთი მიზეზი მითხარით რატო უნდა მოგვეგო იტალიის ნაკრებისთვის...განვიხილოთ თამაში პერიმეტრი რითი უნდა დაგვეცვა სანაძეთი ალბათ უგუნდოდ არის ცინცაძეთი თუ ახლად მოკეთებული შენგელიათი ან შერმადინი ირბენდა პერიმეტრზე.ან ბოლო წუთებზე ბურთი რომ ვერ მოვხსენით სად იყო შერმადინი ან მწვრთნელი.მიზეზი მითხარით რატო უნდა მოგვეგო