საქართველოს ნაკრებმა დრამატულ მატჩში იტალიასთან სამწუხარო მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები „თბილისი არენაზე“ იტალიასთან 84:85 დამარცხდა.

მეტოქე რიგი წამყვანი კალათბურთელების გარეშე გვეწვია და დანაკლისი მეტადრე წინა ხაზში ჰქონდათ, რისი გამოყენებაც ჩვენს გუნდს მართებდა. თქვა კიდევაც მოწინააღმდეგის მწვრთნელმა პოცეკომ, რომ ქართველებს სიმაღლეში უპირატესობა ექნებოდათ და შერმადინისა და შენგელიას შესაჩერებლად დიდი ტაქტიკური სამუშაოს შესრულება მოუწევდათ.

დებიუტი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, სტუმრები 5:0 დაწინაურდნენ, თუმცა მასპინძლებმა მალევე მოახერხეს წინ გასვლა. იტალიელები დაცვაში კარგად თამაშობდნენ, შენგელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, პერიმეტრიდან ზუსტად ისროდნენ და პირველი მეოთხედი 19:25 წავაგეთ. მეორე
პერიოდში ვიზავიმ სამი ტექნიკური მიიღო, პოცეკო განერვიულდა, ჰალსტუხი მოიძრო, გადააგდო, მანიონის მატჩის დასრულება მოუწია, სანაძემ საჯარიმოები გამოიყენა, შემდეგ სამქულიანიც მიაყოლა, მაგრამ პირველი ტაიმი 40:43 დავთმეთ.

საქართველოს ნაკრები მოწინააღმდეგეს სამწამიანში არ უშვებდა, თუმცა პერიმეტრზე გვჯაბნიდნენ. შენგელია ქულებს ვერ აგროვებდა და მესამე მეოთხედის დასაწყისში 8 ქულით გაგვექცნენ. მერე სანაძისა და ცინცაძის ძალისხმევით და თამაშიდან თორნიკეს მიერ მოპოვებული პირველი ქულებით წინ გავედით, მაგრამ იტალიამ მაინც შეძლო გადამწყვეტი პერიოდის წინ 2 ქულით დაწინაურება.

ისევე, როგორც მთელი შეხვედრა, მესამე მეოთხედიც ძალიან დაძაბული გამოვიდა. ბერიშვილის ორი სამიანით 5 ქულით წინ გავედით. ამას იტალიელთა 4 სამქულიანი და მათი დაწინაურება, ბერიშვილის მორიგი სამიანი მოჰყვა. უკანასკნელ წუთზე პაიოლამ საჯარიმოები ვერ გამოიყენა, ბოლოს შენგელიამ ბურთი ვერ ჩააგდო და სამწუხარო მარცხი განვიცადეთ.

ჩვენი გუნდიდან 15 ქულით ყველაზე შედეგიანი შენგელია იყო, 14-14 ქულა შერმადინმა და სანაძემ ჩააგდეს, 13 - მაკფადენმა, 11-11 - ცინცაძემ და ბერიშვილმა, 4 - ანდრონიკაშვილმა, 2 კი - ბექაურმა. სტუმართაგან 15-15 ქულა სპისუსა და ტესიტორის ანგარიშზეა.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 23 თებერვალს გასვლაზე აუტსაიდერ ნიდერლანდებთან გამართავს, 26 თებერვალს ისლანდიას უმასპინძლებს (რომელიც დღეს უკრაინასთან 72:79 დამარცხდა) და მესამე ადგილით მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის კარგი შანსი აქვს.

მკითხველის კომენტარები / 53 /
ჩვენი ღვაწლმოსილი კალათბურთელები ცოტა მალე გვეღლებიან.
ახალი მწვრთნელი გვინდა, აშკარად!
მაკფადენიც მოგვიძველდა!
თენგო
15 ნოემბერი 2022 09:04
1
ჯერ ერთი რა მოტივით უნდა მოგვეგო ,რა ჩვენ უფრო მაღალი დონის ლიგა გვაქვს და ვარსკვლავები თამაშობენ,ან ბებრებით გვინდოდა მოგება ხომ შეხედეთ ცხენებივით დარბოდნენ 12 კაცი თითქმის ყველა ერთი დონის...ჩვენ შენგელია და შერმადინი სხვა ვინ სანაძე კიდო ასაკიანები ამით გვინდა მოგება....სკამი ნული აბსოლუტურად.
ზუროსი რატო გვყვავს და მაკფადენი.
მოქალაქე
15 ნოემბერი 2022 06:03
1
სამდღიან ინტერვალში ამხელა მანძილის დროულ და ორგანიზებულ დაფარვას ჭირდება ჩარტერული რეისი. იმის მაგივრად რომ გუნდმა ნორმალურად დაისვენოს, ძალები აღიდგინოს და ნორმალური შეკრება ჩაატაროს, დროს ვკარგავთ უაზრო გადაჯდომებში, რამდენიმე საათიან ლოდინში აეროპორტებში და მერე გვიკვირს, რატომ იყო ამდენი კარგვები, რატომ ვერ მოასწრო თოკომ სროლა, რატომ ვერ ვმოძრაობდით და რატომ გვიჭირდა პრესინგის დაძლევა. ფედრაციავ და მთავრობავ, თუ ხალხის გახარება გინდათ, მარტო ეროვნული ნაკრების მაისურით საჯაროდ გამოჭიმვა არ კმარა. დაგენიშნათ ერთი ჩარტერული რეისი, გუნდი მოწესრიგებულად მოივლიდა ამხელა გზას და დასვენებისა და ვარჯიშის დროც დარჩებოდა. მთავრობას თუ მაგის შნო არა აქვს, გეთქვათ რომელიმე ატკატიან და ბიუჯეტური სახსრების მჭამელ მილიონერ პარლამენტარისთვის, ის მოგიგვარებდათ მაგ საკითხს. თფუი, თქვენი, ამას თუ სახელმწიფო და ქვეყანა ქვია.
კოკო
15 ნოემბერი 2022 05:54
2
ისე სხვა ჯგუფებს რომ გადავხედე როგორ გაგვმართლებია ეს შასი უნდა გამოვიყენოთ რა ქვეყნები რჩებიან ჯგუფებში იქ შანსიც კი არ გვექნებოდა
სოსო
15 ნოემბერი 2022 02:35
0
ესენი იტალიელებს არ გვანან. არც კალათბურთელებს. ფეხბურთელებივით იზეიმეს. გუნდური თამაში უნდა ასწავლონ ბავშვებს, გაიზრდებიან და შედეგიც მოვა
-
15 ნოემბერი 2022 00:57
3
მაკფადენზე უფრო თოკომ წააგო, მარა საყვედური მაინც არავისზე ითქმის.
geos
15 ნოემბერი 2022 00:24
1
კი მაკფადენმა ბოლო წუთევბი ჩააგდო მაგრამ ბერიშვილის გარდა რომელმა არ ჩააგდო? და ბოლო წამებზე მაკფადენმა შეგვინარჩუნა შანსი ორი კაცი თავისზე გადმოიყვანა და ცარიელ შენგელიას მიცა და შენგელიამ კი უბრალოდ ვერ ისროლა. არადა დრო ქონდა(( ასე რომ წაგება შენგელიას ბრალია და მთელი გუნდის და მწვრთნელი კი მგონი საერთოდ არ გვყავს. ესროლა მაინც და ვერ ჩაეგდო ჯობდა ასე სულელურად დრიბლინგის დაწყებას და ვერ მოსწრებას სულელურად.
Martali
15 ნოემბერი 2022 00:19
5
მაკფადენმა დღეს ჩაისვარა.
Status quo იმ
15 ნოემბერი 2022 00:07
4
აშკარად არ წაუვიდა თამაში და ზუროსმაც ამდენი გაფუჭების მერე არ დასვა...
REZO
15 ნოემბერი 2022 08:17
0
მარტო დღეს?! იმის აჩრდილია, რაც იყო, სამწუხაროდ. დიქსონს მაგალითად ქარიზმა ჰქონდა, გუნდს და მაყურებელს იყოლიებდა. მაკფადენი დაკუნტრუშებს. ზედმეტად იღებს თავის თავზე თამაშს. ბოლოში ხუთ ქულას ვიგებდით და ერთიც რომ ჩაგვეგდო, რამხელა ფსიქოლიგიურ უპირატესობა ვიღებდით. მაგრამ “არა შეჯდა მწყრერი ხესაო…”
გიორგი
15 ნოემბერი 2022 01:45
2
პირველ რიგში მადლობა ბიჭებს ბოლომდე ბრძოლისთვის.... მეორე ის რომ სასწრაფოდ გასაშვებია მაკფადენი და მაგაზე მაღალი კლასის მოთამაშეა მოსაყვანი...ასევე ზუროსიც გასაშვებია დისციპლინა ნოლია ყველა ისე თამაშობს როგორ ხასიათზეც არის... ამდენი უაზრო ჯარიმები და ბურთის დაკარგვები რო არა დღეს თამაშს მოვიგებდით!!!!
რონი
14 ნოემბერი 2022 23:59
3
ფაქტი ერთია გუნდური, გააზრებული, კომბინაციური თამაში არ გვაქვს რაც პირველ რიგში მწვრთნელის პრობლემაა. ამ ფონზე ყველა თავისას ჩალიჩობს და შედეგს ვხედავთ. მაკფადენის გარდა ანდრონიკაშვილმა რამდენჯერ ‘გამოიჩინა’ თავი? წინა თამაშებშიც ასე იყო. არაა გუნდში დისციპლინა და ეგეც ზუროსის თემა…..ფედერაციას კი ძინავს თან უკვე დიდი ხანია
Gogi
14 ნოემბერი 2022 23:56
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული