ილიას ზუროსი: დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გავალთ

AutoSharing Option
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე იტალიასთან 84:85 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა:

"მარცხის მიუხედავად, პირველ რიგში, მინდა, ჩემი კალათბურთელები შევაქო, რადგან მათ იბრძოლეს და გულით ითამაშეს. თოკომ დიდი სამუშაო შეასრულა. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, წარმოუდგენელი მხარდაჭერა გვქონდა. ძალიან გამოცდილი გუნდის წინააღმდეგ წავაგეთ. წაგებაზე პასუხისმგებელი მე ვარ. ჩემი კალათბურთელების მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გავალთ, რადგან მომდევნო ორი თამაშის მოგება შეგვიძლია.

იმედი მაქვს, მიუხედავად მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლისა, იტალია მომდევნო მატჩებს ძლიერი შემადგენლობით ითამაშებს, რადგან
წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლიანობა არ იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან რთული გრაფიკი გვქონდა. გზაში 11 საათი ვიყავით, ისლანდიაში ჩასვლაზეც პრობლემები შეგვექმნა, უკან დაბრუნების შემდეგ კი მხოლოდ ერთი დღე გვქონდა სავარჯიშოდ და ძლიერ მეტოქესთან თამაში მოგვიწია. წაგებას ჩემს თავზე ვიღებ, რადგან მოთამაშეებმა ყველაფერი გააკეთეს".

მკითხველის კომენტარები / 14 /
ჩააგდეს თამაში ჩვენმა ლიდერებმა, განსაკუთრებით კი თედმა და უფრო მეტად ზუროსმა, ამოწურა რესურს, ფაქტები კი ბევრია ამის, თუნდაც ამ თამაშის ბოლო მონაკვეთი ,გარჩევას აღარ დავიწყებ, ვისაც ეს ევალება ჩემზე უკეთ გააკეთებენ, მაგრამ გააკეთეს ჩაგდებული ევროპის შემდეგ? არა, ხო და რა გვინდა ამ დონით მსოფლიოზე,?
გუსანი
15 ნოემბერი 2022 01:33
9
შენგელიას ჩაუვარდა ყველაზე მეტად თამაში დღეს
Tornike
15 ნოემბერი 2022 05:41
2
ნამუსი რომ გქონდეს ,უნდა დაახვიო
Giusha3232
15 ნოემბერი 2022 00:45
25

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული