ილიას ზუროსი: დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გავალთ

AutoSharing Option
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე იტალიასთან 84:85 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა:

"მარცხის მიუხედავად, პირველ რიგში, მინდა, ჩემი კალათბურთელები შევაქო, რადგან მათ იბრძოლეს და გულით ითამაშეს. თოკომ დიდი სამუშაო შეასრულა. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, წარმოუდგენელი მხარდაჭერა გვქონდა. ძალიან გამოცდილი გუნდის წინააღმდეგ წავაგეთ. წაგებაზე პასუხისმგებელი მე ვარ. ჩემი კალათბურთელების მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გავალთ, რადგან მომდევნო ორი თამაშის მოგება შეგვიძლია.

იმედი მაქვს, მიუხედავად მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლისა, იტალია მომდევნო მატჩებს ძლიერი შემადგენლობით ითამაშებს, რადგან
წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლიანობა არ იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან რთული გრაფიკი გვქონდა. გზაში 11 საათი ვიყავით, ისლანდიაში ჩასვლაზეც პრობლემები შეგვექმნა, უკან დაბრუნების შემდეგ კი მხოლოდ ერთი დღე გვქონდა სავარჯიშოდ და ძლიერ მეტოქესთან თამაში მოგვიწია. წაგებას ჩემს თავზე ვიღებ, რადგან მოთამაშეებმა ყველაფერი გააკეთეს".

მკითხველის კომენტარები / 14 /
იტალიასთან 1 ქულით წავაგეთ, ისლანდიასთან უმნიშვნელოვანესი თამაში გასვლაზე მოვიგეთ, ამჟამად მესამე (გამსსვლელ) ადგილზე ვართ და დარჩენილი 2 თამაშიდან ერთი ჰოლანდიასთან არის, ვისაც ყველა თამაში წაგებული აქვს და მეორე ისლანდიასთან სახლში. ორივე თამაშის მოგება შესაძლებელია და მსოფლიოზეც გავალთ. ტროლ-ბანდის ისტერიკები უადგილოა.
0
ზუროს ატატავკის გენერალს გევხარ მარა სადაა პატრონი...ღმერთმა ნუქნას მარა მეეჭვება მაგ თამაშით მსოფლიოზე გახვიდეთ
უცნობი
19:20 15-11-2022
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული