ნიდერლანდებში გამგზავრებამდე ილიას ზუროსმა და ნაკრების მოთამაშეებმა კომენტარები გააკეთეს

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 20 თებერვალს, დილის 7 საათზე, ამსტერდამის რეისით ნიდერლანდებში მიემგზავრება, სადაც ძალიან პრინციპული შეხვედრა ელის. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი ისტორიულ მიჯნაზეა და მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ორივე მატჩის მოგება სჭირდება. მეტოქე აუტსაიდერია, თუმცა ნიდერლანდებთან მატჩის ფასი იმდენად დიდია. რომ ამას მნიშვნელობა დაკარგული აქვს.

ნიდერლანდები საქართველოს ამსტერდამიდან 40 კილომეტრში მდებარე ქალაქ ალმერეში მიიღებს. შეხვედრა 23 თებერვალს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება და მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდი სამშობლოში ჩარტერული რეისით დაბრუნდება, რათა საკვალიფიკაციოს დასკვნითი მატჩისთვის მოსამზადებლად
მეტი დრო და ენერგია ჰქონდეს. ისლანდიასთან შეხვედრა 26 თებერვალს, თბილისი არენაზე, 20:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებში 4 კალათბურთელის გარეშე მიემგზავრება. თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი ამაღამ, შესაბამისად, იტალიისა და ესპანეთის თასის ფინალს თამაშობენ (სამწუხაროდ, ორივეს გუნდი დამარცხდა) და ჩვენს ნაკრებს პირდაპირ ნიდერლანდებში შეუერთდებიან, ისევე, როგორც ბექა ბურჯანაძე და ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი თად მაკფადენი.

დღეს საქართველოს ნაკრებმა, ტრადიციულად, კომბინაციების დამუშავებაზე ივარჯიშა. ილიას ზუროსმა კალათბურთელები როგორც ცალ, ისე ორივე ფარში ათამაშა. ვარჯიშის ბოლოს კი, ტრადიციულად, სროლებში ივარჯიშეს.

ჩვენი ნაკრების ვარჯიშის შემდეგ კომენტარები გააკეთეს მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა და მოთამაშეებმა – დუდა სანაძემ და კახა ჯინჭარაძემ.

GBF
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ თამაშის წაგება არ შეიძლება არაფრით.უკრაინა დიდი ალბათობით მოუგებს იტალიას.ევრობასკეტზეც მოუგო ახლა კი მთლად უმოტივაციოა იტალია.უკრაინასთან თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ვეღარ გავალთ მსოფლიოზე.ასე რომ მაქსიმალური ყურადღება ორივე თანაშში...ასეთი შანსის ვერ გამოყენება დანაშაულია.....
Master
20 თებერვალი 2023 18:58
0
ეგრეა
თორნიკე
22 თებერვალი 2023 18:07
0
თუ მინიმუმ 12-3-ნი ვერ ჩავაგდეთ-წავაგებთ, ევროპაზე ძალიან ცუდი შედეგი გვქონდა,კარგია,დღეს-სანაძე ფორმაშია, მაკდაფენმაც კლასი უნდა აჩვენოს,ბერიშვილი იმედიც მაქვს... მოკლედ ყოველ თამაშში გვჭირდება მინიმუმ 12-14-3-ნი და ყველა გუნდის დამარცხება შეგვიძლია.
კახაბერი
20 თებერვალი 2023 12:53
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული