3 ქულით წაგებული მოგების ტოლფასი დრამატული მატჩი - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრები თბილისში ისლანდიასთან 77:80 დამარცხდა, მაგრამ მაინც გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე - პირველად ისტორიაში!

მწვრთნელმა ზუროსმა სასტარტო შემადგენლობა არ შეცვალა: ცინცაძე, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. პირთამდე სავსე „თბილისი არენაზე“ შესანიშნავი ატმოსფერო იყო, დასაწყისი დაძაბული და ნერვიული. მაკფადენის ზედიზედ 6 ქულას შერმადინმა 11 ქულა მიაყოლა, თუმცა შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა რამდენიმე შეტევა ვერ დააგვირგვინეს და პირველი მეოთხედი 19:19 დასრულდა.

აშკარა გახლდათ, რომ როგორც ზუროსი წამყვან მოთამაშეებს დასვენების საშუალებას აძლევდა, მეტოქე, რომელსაც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე 4 ქულით
გამარჯვება სჭირდებოდა, გაქცევას ახერხებდა. საქართველოს ნაკრებმა მეორე პერიოდის შუაში ამოწურა ჯარიმების ლიმიტი, ისლანდიელები ბურთს კარგად ათამაშებდნენ, საჯარიმოებს უზადოდ ასრულებდნენ, პერიმეტრიდან უკეთესად ისროდნენ და პირველი ტაიმი 42:43 დავთმეთ.

დიდი შესვენების მერე მოწინააღმდეგე 4 ქულით დაწინაურდა, შენგელიამ ზედიზედ 5 ქულა აიღო, თამაში ქულა ქულაში წავიდა, სანაძემ მეოთხე პერსონალური მიიღო და - 60:62 დასკვნითი მეოთხედის წინ. ბოლო პერიოდში ორივე გუნდი უშვებდა შეცდომებს, მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე შენგელიამ საჯარიმოები ვერ გამოიყენა, ისლანდიელებმაც ვერ ჩააგდეს ბურთი, 77:80 წავაგეთ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავედით.

ჩვენი გუნდიდან 23 ქულა შერმადინმა ჩააგდო, 20 შენგელიამ, 17 მაკფადენმა, 6 სანაძემ, 5 ცინცაძემ, 3-3 ჯინჭარაძემ და ანდრონიკაშვილმა. სტუმართაგან 25 ქულა ფრიდრიკსონმა ჩააგდო.

მსოფლიოს ჩემპიონატზე 32 გუნდი 8 ჯგუფში განაწილდება, კენჭისყრა კი 29 აპრილს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 124 /
ჩვენი ნაკრები ამ მსოფლიოზე, ყველაზე ხანდაზმული იქნება. ცინცაძე 37 წლისაა, მაკფადენი-35, ბერიშვილი-35, შერმო-33, შენგელია-31 სანაძე-31, ბექაური-33. ერთადერთი ახალგაზრდა გუნდში რატია. იცით ვინმემ ახალგაზრდები, ვინც ამ ვეტერანებს შეცვლის სრულფასოვნად? მე არ ვიცი. მამუკელაშვილმა და ბითაძემ წინა ხაზი გინდ გააძლიეროს, უკანა ხაზი და მსროლელები პერსპექტივაში არ სჩანს.
დიმა
26 თებერვალი 2023 23:41
2
შერმო 33 კი არა, 36-ია მგონი (ისიც ოფიციალურად, თორემ 40-ს უკაკუნებსო, იმასაც ამბობენ).
დიმა-ს
27 თებერვალი 2023 02:05
9
ამერიკის სტუდენტურ ლიგაში ბევრი ახალგაზრდა ქართველი თამაშობს
ბათუ
27 თებერვალი 2023 01:53
3
მწვრთნელის რა ბრალია თუ ვერ აგდებენ გაიხსენეთ კოკოშკოვი წავიდა და ევროპა მოიგო ნუ იძახით მასე ბიძია...
Rt
26 თებერვალი 2023 22:24
1
ამ თამაშის წაგება უპატიებელია თავი დავანებოთ ჩაგდებულ საშინაო ევროპის ჩემპიონატს იმის წინა ევროპაზე გადამწყვეტ მომენტებში აფსურდული გადაწყვეტილებები,არანაირი გუნდური თამაში კომბინაცია იცის საერთოდ? ან სელექცია ხედავ ვერ არის ნაკრების დონე ბურთს ვერ ისვრის გაუშვი სხვა გამოსცადეს მოკლედ ვერანარ კრიტიკას ვერ უძლებს ეხლა ფედერაცია ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად ქართველი ნებას მოთამაშეები თავიანთ კლუბებში ჯერ ჯერობით არიან წამყვან პოზიციებზე( იმედია გახდებიან) არგუმენტი რომ არ უშვებს ნება ვერაფრით გამართლებთ ვინმემ აწარმოა მოლაპარაკებები ისინი ხომ ჩვენთვის უდიდესი ძალაა თუ არ გამოუშვებდნენ იტყოდით რომ ვეცადეთ და არ გამოგვივიდა.კალათბურთელები და ზოგადად ქართველი სპორტსმენები პროფესიონალიზმის მთავარი გამოვლინება თავდაჯერებულობა ყველას ვერავინ იტანს და ვერ აგდებს ვერ ისვრის მაგრამ თუ ამბიცია გაქვს რომ სპორტსმენი გერქვას დაამტკიცე ის კიარა ყარაულის თოფივით კლუბში ნაკრებში ბევრჯერ მომიყვანა და კიდე დავწერ ამ მაგალითს ფაჩულიას მონაყოლი ნოვიცკიზე რომელიც მართლა ვარსკვლავი იყო ბევრი წლები თამაშობდა ნბაში და კარიერის ბოლოსაც კი ვარჯიში რომელიც 3 საათზე მეტს გასტანა ვარჯიშის მერე კიდე რჩებოდა და დამიანეს ესროდა მთელი საათი ავტომატიზმამდე მიჰყავდა სროლა ხელის მაჯის მოძრაობა იმიტომ რომ ესეთ დაძაბულ ემოციურ თამაშებზე როცა გონება ნერვიულობს სხეული არ ღალატობდა და ასრულებდა ზუსტ ტყორცნას ესაა პროფესიონალიზმი ყველამ გაითავისეთ თქვენ ქართველი ხალხი პატივს გცემთ უყვარხართ და შვილებს თქვენს მაგალითზე უნდა ასწავლონ ქვეყნისთვის თავდადება.
კახა
27 თებერვალი 2023 02:50
8
ეჰ რა დრო დადგა .წაგებით რომ ხარობს ხალხი, მერე რა რომ მსოფლიოზე მოვხვდით ( მოვხვდით და არა გავედით).სამი კაცით ყველა თამაშს წააგებ!
დავით 67
27 თებერვალი 2023 04:55
64
მთელი საქართველო ხარობს შედეგით ,ასეთი გულღრძო როგორ უნდა იყო რომ ასეთი კომენტარი დატოვო.წინ საქართველო.
ჯიჯი
27 თებერვალი 2023 08:09
10
ჯიჯი-ს! მთელი საქართველო ეგ შენა ხარ?და რა დაინახე აქ გულღძო? უკეთესი ნაკრები რომ მინდა? ბრმა უნდა იყო რომ ამ ნაკრებზე თქვა მაგარიაო. ისლანდიაში 324 000 კაცი ცხოვრობს და ნახე რა წარმატებებს მიაღწიეს სპორტში.ფეხბურთშიც. თან აქედან მოხუცები და ბავშვები გამოაკელი. მაგრამ თქვენ ხომ მითებით და ლეგენდებით ცხოვრობთ. იმიტომაც ვცხოვრობთ ასე როგორც ვართ. ყველაფერში სუსტები ვართ დელიტანტები. პოლიტიკა სპორტი მედიცინა მშენებლობა და ყველა სფერო.მარტო კვარა და ტალახაძეა მაგარი! გაიგე?
დავით 67
27 თებერვალი 2023 16:14
1
ნუ დაიწყეთ ეხლა მსოფლიოზე რაუნდა ვქნათ ასეთი გუნდით და ეგეთები, მთავარია გავედით და იქაც დარწმუნებული ვარ თავს არ შევირცხვენთ და ღირსეულად გამოვალთ, ეს ნაკრები იყო სწორედ რომ ესპანეთს მოუგო და იტალიასთან 1 ქულით დამარცხდა, გრანდებთან ტოლსწორად თამაში შეგვიძლია. დღეს დაძაბული ფონი იყო,ცოტაც გაგვიმართლა ბოლოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მსოფლიოზე ყველაზე სუსტები ვიქნებით, წარმატებები ბიჭებს!
Roma
26 თებერვალი 2023 23:17
14
რას პროფესორობთ გავედით მსოფლიოზე დავტკბეთ რა რას უნდა ამდენი განხილვები!!!!!!!!!!! ბიჭებო გმირები ხართ ვამაყობთ!!!!!!!!!
lebron
26 თებერვალი 2023 23:10
13
გილოცავთ გავედით.რა კომენტარებია "რა გვინდა მსოფლიოზე" ვისაც გვინდა გაგვატარეთ
Jnj
26 თებერვალი 2023 22:35
6
ვულოცავ საქართველოს ნაკრებს მსოფლიოზე გასვლას. ეს ჩვენი კალათბურთის ისტორიაში უდიდესი წარმატებაა. ბრავო ისლანდიელებს ბრძოლისთვის და იმისთვის, რომ ასეთი სიმპატიური ნაკრები ყავთ.
ბიძინა კუკულაძე
26 თებერვალი 2023 22:34
1
ასეთი თამაშით გინდათ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოხვიდეთ? ვაი თქვენს პატრონს, ეს ზუროსი შარშან იყო გასაშვები!!!
Idki
26 თებერვალი 2023 22:19
24
გავედიიიიით!!! ვინერვიულეთ, მაგრამ ღირდა... უდიდესი წარმატებები ჩვენს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე!
ვახო...
26 თებერვალი 2023 22:17
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული