3 ქულით წაგებული მოგების ტოლფასი დრამატული მატჩი - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრები თბილისში ისლანდიასთან 77:80 დამარცხდა, მაგრამ მაინც გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე - პირველად ისტორიაში!

მწვრთნელმა ზუროსმა სასტარტო შემადგენლობა არ შეცვალა: ცინცაძე, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. პირთამდე სავსე „თბილისი არენაზე“ შესანიშნავი ატმოსფერო იყო, დასაწყისი დაძაბული და ნერვიული. მაკფადენის ზედიზედ 6 ქულას შერმადინმა 11 ქულა მიაყოლა, თუმცა შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა რამდენიმე შეტევა ვერ დააგვირგვინეს და პირველი მეოთხედი 19:19 დასრულდა.

აშკარა გახლდათ, რომ როგორც ზუროსი წამყვან მოთამაშეებს დასვენების საშუალებას აძლევდა, მეტოქე, რომელსაც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე 4 ქულით
გამარჯვება სჭირდებოდა, გაქცევას ახერხებდა. საქართველოს ნაკრებმა მეორე პერიოდის შუაში ამოწურა ჯარიმების ლიმიტი, ისლანდიელები ბურთს კარგად ათამაშებდნენ, საჯარიმოებს უზადოდ ასრულებდნენ, პერიმეტრიდან უკეთესად ისროდნენ და პირველი ტაიმი 42:43 დავთმეთ.

დიდი შესვენების მერე მოწინააღმდეგე 4 ქულით დაწინაურდა, შენგელიამ ზედიზედ 5 ქულა აიღო, თამაში ქულა ქულაში წავიდა, სანაძემ მეოთხე პერსონალური მიიღო და - 60:62 დასკვნითი მეოთხედის წინ. ბოლო პერიოდში ორივე გუნდი უშვებდა შეცდომებს, მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე შენგელიამ საჯარიმოები ვერ გამოიყენა, ისლანდიელებმაც ვერ ჩააგდეს ბურთი, 77:80 წავაგეთ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავედით.

ჩვენი გუნდიდან 23 ქულა შერმადინმა ჩააგდო, 20 შენგელიამ, 17 მაკფადენმა, 6 სანაძემ, 5 ცინცაძემ, 3-3 ჯინჭარაძემ და ანდრონიკაშვილმა. სტუმართაგან 25 ქულა ფრიდრიკსონმა ჩააგდო.

მსოფლიოს ჩემპიონატზე 32 გუნდი 8 ჯგუფში განაწილდება, კენჭისყრა კი 29 აპრილს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 124 /
მწვრთნელი რა შუაშია?? მე პირადად ერთ რამეს მივხვდი. ჩვენები იცით რატომ ვერ ქაჩავენ ნბა-ში? გონებრივი შესაძლებლობები არ უწყობთ ხელს. ნბა-ში ერთ-ერთი მთავარი რასაც მწვრთნელები აქცევენ ყურადღებას არის decision-making/გადაწყვეტილების მიღების უნარი, სწორი გადაწყვეტილებისა. არა მაინც და მაინც მაშინ როცა წამის მეათედებში უნდა მიიღო გადაწყვეტილება ან ყველაზე კრიტიკულ მომენტში, არამედ ზოგადად, მატჩისას. გადაავლეთ ამ თამაშს თვალი და ნახეთ რამდენი უაზრო ჯარიმა, რამდენი უაზრო საჯარიმო სროლა მივეცით, მაშინ როცა საერთოდ არ იყო ამის საჭიროება. მეტოქე 8 მეტრშია ფარიდან, თან ზურგით, იცი ჯარიმები ამოწურული გაქვს და 2 საჯარიმოს ჩუქნი ასეთი დონის მატჩში. ეს რითი უნდა ასხნა?? შერმადინმაც კი რა უაზრო გადაწყვეტილება მიიღო ბოლოს ცინცაძეს რომ სამიან ზონაში მისცა პასი, როცა თვითონ შეეძლო ორქულიანის მოპოვება. ვწვალობთ, ისევე როგორც ფეხბურთში. ვერც სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ საკმარისად ხშირად და მით უმეტეს სწრაფად ვერ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებებს, როცა ეს საჭიროა. კომენტატორები?? ტიპებმა ათის ფარგლებში მიმატება-გამოკლება ვერ შეასრულეს და ვერ საჯარიმოები უნდა ჩაგვეგდო თუ არა. ზუროსი ამათთან შედარებით გენიოსია ალბათ. ესენი ნებისმიერ მწვრთნელს გააჭაღარავებენ.
odala
26 თებერვალი 2023 23:02
20
სწორედ რომ მწვრთნელიპ შუაში, რა კომბინაცია უნდა გაათამაშონ რომ იციან ეს არის მწვრთნელის ბრალი, ავტომატიზმამდე ქონდათ დამუშავებული ისლანდიას კომბინაციები, არ დაიწყოთ ახლა ჩვენებს მაგის დრო არ ქონდათო. სხვა გუნდებს აქვთ და ჩვენ არ გვაქვს მარტო? რამდენი წელია ერთად არიან, რამდენი შეკრება გაიარეს ერთად და აქამდე ვერ ისწავლეს კომბინაციები ვერცერთი?
მასეთი ჩეუასუსტებიც არ ვართ ქართველები რომ კომბინაციები ვერ ვისწავლოთ, სხვა რამეშია საქმე
Bs
26 თებერვალი 2023 23:12
4
ზუსტად მწვრთნელია შუაში ! ის უაზრო ჯარიმებიც იმის ბრალი იყო რომ დაცვაში არანაირი ტაქტიკა არ გვქონდა და ბრმა ხარებივით დარბოდნენ აქეთ იქეთ ქუჩის კალათბურთს თამაშობდნენ @ და ის შერმადინის პასიც ზუროსის დავალება იყო დარწმუნებული ვარ
zura222
26 თებერვალი 2023 23:19
7
ყველა გამოხმაურება
ჩემი თავი ენაცვალოს ჩვენ კალათბურთელებს და საქართველოს ყველა სპორტსმენს !!!
მაგრამ ვინმემ ლევან საგინაშვილის ამბავიც გააშუქოს,გაგვაგებინოს ჯანმრთელობის საქმე როგორ აქვს,მსოფლიოს ჩემპიონობა შეინარჩუნა,მაგრამ რაღაც ჯანმრთელობა ვერ აქვს კარგად
ადამიანი
26 თებერვალი 2023 22:59
2
სიმართლე უნდა ვთქვათ. მსოფლიო ჩემპიონატზე იმიტომ მოვხდით, რომ რუსეთი ჩახსნეს გათამაშებიდან და მათ მაგივრად ნიდერლანდები გავიდა, თორემ კარგა ხანია დაკარგული გვექნებოდა მსოფლიოზე გასვლის შანსი.
ზაზა
26 თებერვალი 2023 22:53
10
რუსეთის და საბჭოთა კავშირის გარეშე საქართველოც სულ სხვა ქვეყანა იქნებოდა ეხლა. ერთი მაგათი დ… მო… გაიხარეთ რა მიღწეულით! ეს სპორტია. და ამ მიღწევამ ბევრი ადამიანის მხრებზე გადაიარა პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით. იქნებ დაგავიწყდათ უკვე B ლიგაში რომ გამოვდიოდით წლები და A ლიგაში გადმოსვლა სანატრელი გვქონდა?! არც ის დაგავიწყდეთ რომ გაჭირვებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და გვინდა ესპანეთივით ვიფრინოთ?! რა რესურსით? შეირგეთ რა ხალხო ეს გამარჯვება! არ დაიღალეთ ამდენი ნეგატიურით?!
გიორგი
26 თებერვალი 2023 23:11
7
ეგრეა მაგ ჯგუფიდან რუსეთი გადმოვიდოდა პირველი ადგილით უკეთესი შედეგით
Soso
26 თებერვალი 2023 22:58
2
ამ თემას არ ეხება მაგრამ ნაპოლისაც მუვულოცოთ ჩემპიონობა ! ინტერმა წააგო და ეხლა 18 ქულის ამომქაჩავი ინტერი კი არა მსოფლიოს ნაკრებიც არაა D
zura222
27 თებერვალი 2023 00:04
4
18 ის არა მარა თუ ჩამოაგდეს ნაპოლის 15 ქულა როგორც იუვეს მხოლოდ სამი ქულა დარჩება.
ასე რომ მთლად ეგრე არ არი საქმე და ძალიანაც მაგარია რომ 15 ქულაზე მეტია სხვაობა, ეს სხვაობა უნდა შეინარჩუნონ აუცილებლად
ჰი
27 თებერვალი 2023 00:19
6
მაგ ჩემპიონატში წყნარად მაინც ვერ იქნება, იუვენტუსს 15 ქულა გაუქრეს წამებში
nika
27 თებერვალი 2023 00:19
2
ყველა გამოხმაურება
მაგარიააააა გავედით ! მაგრამ რის ვაი ვაგლახით ! თანაც ისეთ გუნდთან ვისაც წესით 20 ქულით უნდა ვუგებდეთ და რისი ბრალია ეს ? რისი კი არა ვისი ბრალია ? ვისი და ზუროსის @ ან რა დაცვა იყო ან რა შეტევა @ არავითარი მონახაზი შეტევაში არავითარი კომბინაციები @ დაცვაში ღია კარის დღე გვქონდა და რომ გავედით სამი კაცის დამსახურებაა შენგელია-შერმადინი-მაკფადენის და არა ზუროსის! საინტერესოა როდემდე აქვს კონტრაქტი მაგ ანტი მწვრთნელს ? ცალკე მაგის ქცევაა სალაპარაკო-- თამაში არ გავა რომ მინიმუმ ერთი ტექნიკური არ აიკიდოს @ თუ ნერვები არა აქვს წესრიგში წავიდეს და იმკურნალოს @@ უნდა გაუშვან და ნორმალური მწვრთნელი მოიყვანონ ! კიდევ კარგი რომ მსოფლიოზე ბითაძე და მამუკელაშვილი დაგვემატებიან ბურჯანაძეც ჩადგება მწყობრში და იქნებარამე ვქნათ იქ
zura222
26 თებერვალი 2023 22:48
4
ბოდიშის ვიხდი, მოხსნებს კი არ ვიგებდით სამწუხაროდ ვაგებდით მოხსნებს და საკუთარ ფარზე რამდენიმე შეტევის საშუალებას ვაძლევდით და ვაძლევთ მოწინააღმდეგეებს
ბს
26 თებერვალი 2023 23:21
2
არა ძმაო ვერაფერს ვერ ვიზავთ ასე ინდივიდუალური ოსტატობის იმედად! არაფერი გამოვა და ლაგვემართებპ ის რაც დაგვემართა თბილისში , ევროპის ჩემპიონატზე, როცა ევროპაში უძლიერესი თავდამსხმელები გვყავდა და მოხსნებს ვიგებდით , კომბინაციების გათამაშებაზე აღარ ვლაპარაკობ
ბს
26 თებერვალი 2023 23:16
4
რა გვინდა ამ ნაკრებით მსოფლიო ჩემპიონატზე, არ ვიცი. ისლანდია უფრო იმსახურებდა გასვლას, უბრალოდ არ გაუმართლათ.
გიზო
26 თებერვალი 2023 22:26
34
არა, ბ-ნო გიზო. საქართველოს ნაკრები ზოგადად სჯობია ისლანდიისას. უბრალოდ, უზომო პასუხისმგებლობამ და დაძაბულობამ თავისი კვალი დაამჩნია ჩვენების თამაშს და პოტენციალი სრულად ვერ გამოიყენეს. მადლობა ღმერთს, რომ რაც შეძლეს ჩვენებმა, საკმარისი აღმოჩნდა.
ნიკა
26 თებერვალი 2023 22:39
4
გგილოცავთ, ჩემს ქართველებს გილოცავთ, საქართველოს მოქალაქეებს ყველას ვისაც გაგეხარდათ! ეს მართლაც სასწაულებრივი შედეგია! საქართველო კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე! მაგრამ ისლანდია შემეცოდა, ჩვენგან განსხვავებით ძალიან გამართულ კალათბურთს თამაშობდნენ! ჩვენმა ბიჭებმა იბრძოლეს, თავი დადეს, ძალ-ღონე არ დაიშურეს, მაგრამ ..... ხომ ნახეთ ყველამ?! ამაზე ბევრს აღარ გავაგრძელებ, მაგრამ მსოფლიოზე, იქ რა უნდა გავაკეთთ?!
aburjga
26 თებერვალი 2023 22:46
0
ბიჭბო გმირები ხართ!!! მადლობა!!!!!!!!!
lebron
26 თებერვალი 2023 22:19
8
ძალიან დაძაბული მატჩი იყო,სულითა გულით გილოცავთ გამარჯვებას! ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს გამოავლინეს ქართული სული! სულ გამარჯვებით გვევლოს!
დავიდუსი
26 თებერვალი 2023 22:18
7
განსჯისთვის..ვინც ზუროს ქომაგობთ, ანუ ფედერაციასაც,კალათბურთში ჩახედილებისთვისაც- მხოლოდ ერთ ფაქტს ბევრიდან გავაჟღერებ, შეაფასეთ -რატომ დაჯარიმდნენ ბოლო წამებზე თოკოზე? ზუროსმა ხომ აიღო წუთი? ხომ იცოდნენ რომ დაჯარიმდებოდნენ? გეგმა რა დახაზა? ეს ან შერმადინი, ან თედი უნდა ყოფილიყო, უარეს შემთხვევაში სანაძე მაინც, რა, თოკო თავად შეეჩხირა? სად არის ზუროსი? ავტორიტეტებს უწვება? არ არის თოკო სტაბილური მსროლელი, რატომ დადო სასწორზე ყველაფერი? სხვა უფრო მეტი მომენტია, და თამაშებიც სადაც იკითხება ზუროსის სისუსტე, ვიღაცამ კოკოშკოვის მაგალითი მოიყვანა, აქედან წასულმა სლოვენიას ევროპა მოაგებინაო, გასაგებია ეს ქვეტექსტი ჩვენი კალათბურთელებისთვის?, ფედერაციისთვის? სამწუხაროდ არ მგონია და ეს არის პრობლემა,სამართლიანი კრიტიკა და განსჯა აუცილებელია....
გუსანი
27 თებერვალი 2023 00:03
15
კოკოშკოვმა გადაგახიათ თავზე ყველაფერი და კრიტიკა კიდე არ აჩერებთ ენას
Bidzia.
27 თებერვალი 2023 00:32
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული