3 ქულით წაგებული მოგების ტოლფასი დრამატული მატჩი - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრები თბილისში ისლანდიასთან 77:80 დამარცხდა, მაგრამ მაინც გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე - პირველად ისტორიაში!

მწვრთნელმა ზუროსმა სასტარტო შემადგენლობა არ შეცვალა: ცინცაძე, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. პირთამდე სავსე „თბილისი არენაზე“ შესანიშნავი ატმოსფერო იყო, დასაწყისი დაძაბული და ნერვიული. მაკფადენის ზედიზედ 6 ქულას შერმადინმა 11 ქულა მიაყოლა, თუმცა შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა რამდენიმე შეტევა ვერ დააგვირგვინეს და პირველი მეოთხედი 19:19 დასრულდა.

აშკარა გახლდათ, რომ როგორც ზუროსი წამყვან მოთამაშეებს დასვენების საშუალებას აძლევდა, მეტოქე, რომელსაც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე 4 ქულით
გამარჯვება სჭირდებოდა, გაქცევას ახერხებდა. საქართველოს ნაკრებმა მეორე პერიოდის შუაში ამოწურა ჯარიმების ლიმიტი, ისლანდიელები ბურთს კარგად ათამაშებდნენ, საჯარიმოებს უზადოდ ასრულებდნენ, პერიმეტრიდან უკეთესად ისროდნენ და პირველი ტაიმი 42:43 დავთმეთ.

დიდი შესვენების მერე მოწინააღმდეგე 4 ქულით დაწინაურდა, შენგელიამ ზედიზედ 5 ქულა აიღო, თამაში ქულა ქულაში წავიდა, სანაძემ მეოთხე პერსონალური მიიღო და - 60:62 დასკვნითი მეოთხედის წინ. ბოლო პერიოდში ორივე გუნდი უშვებდა შეცდომებს, მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე შენგელიამ საჯარიმოები ვერ გამოიყენა, ისლანდიელებმაც ვერ ჩააგდეს ბურთი, 77:80 წავაგეთ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავედით.

ჩვენი გუნდიდან 23 ქულა შერმადინმა ჩააგდო, 20 შენგელიამ, 17 მაკფადენმა, 6 სანაძემ, 5 ცინცაძემ, 3-3 ჯინჭარაძემ და ანდრონიკაშვილმა. სტუმართაგან 25 ქულა ფრიდრიკსონმა ჩააგდო.

მსოფლიოს ჩემპიონატზე 32 გუნდი 8 ჯგუფში განაწილდება, კენჭისყრა კი 29 აპრილს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 124 /
ჩემი მოკრძალებული აზრით ზუროს წინა მწვრთვნელი ჯობდა რადგან გუნდი გააზრებულ და უფრო სანახაობრივ თამაშს თამაშობდა....
მოქალაქე
26 თებერვალი 2023 23:09
8
იმ წვრთნელს ამ გუნდს დამატებული სანიკიძე მარკოიშვილი და ფაჩულია ყავდა ისე რომ იცოდეთ
S.m
27 თებერვალი 2023 00:16
3
წავაგეთ ხალხნო თამაში რა გიხარიათ.წავაგეთ.ასე გავფრინდებით.
გივი
26 თებერვალი 2023 22:20
30
არადა, მაკფადენს, ბოლო გასროლილი საკუთარიდან რომ ჩავარდნოდა, რა ხუთწუთიანს გვანერვიულებდა კიდევ ოვერტაიმში?! დურაკია რა
იღბალო
27 თებერვალი 2023 02:04
16
მართალია და მინუსებს რატო წერთ?
მინდია
27 თებერვალი 2023 10:19
1
პირველ რიგში ვულოცავ ბიჭებს და სრულიად საქართველოს.
ამდენს რო აკრიტიკებთ ზურის სამი კალათბურთელით ეს შედეგი რო დადო გუნდმა მწვრთნელმა რა ქნას დღე ხო საერთოდ ამ სამი კალათბურთელიდან შერმო იყო მარტო ჯანზე გადაღლილმა თოკომ სული და გული დატოვა მოედანზე თოკო ხო საერთოდ ცალკე ფენომენია ნამდვილი კაპიტანი. მაკფადენს ძალიან ცუდი მომენტები ქონდა და მაინც გავედით შევირგოთ ხალხნო მსოფლიოზე ვართ მსოფლიოზე
ბათუ
27 თებერვალი 2023 01:49
8
ყველას გილოცავთ საქართველოს გასვლას მსოფლიოზე, ვულოცავ ნაკრებს შენგელიას თამადობით, რაც შეეხება თამაშს, ალბათ გვინდოდა ყველას იოლად რომ მოგვეგო, მაგრამ ზოგადად ისლანდია ისეთი ორგანიზებული და მებრძოლია რომ გაგვიჭირდა ძალიან, ჩვენც სამი კალათბურთელის იმედად ვართ, მაკფადენი ბევრ ბურთს კარგავს, მაგრამ მაინც მისი სამიანებით გავდივართ ფონს, ისე ბოლოს რატომ ისროლა არ ვიცი, ბურთი გადაეგდო უნდა უბრალოდ, არა უშავს, გავედით მსოფლიოზე, დაგვემატებიან ბითაძე და მამუკელაშვილი, შენგელია იყოს ჯანმრთელად და თავს არ შევირცხვენთ მგონია
Nukri
26 თებერვალი 2023 23:53
2
გასვლა ერთია და მეორე სამარცხვინო ფედერაციას ამ ნაკრებით თან წაგებით გასვლა რომ გაუხარდებათ მარაზმია სუფთა რა.კარგია რომ გავედით და მარტო გასვლა ხომ არ არის.
მოქალაქე
26 თებერვალი 2023 22:59
11
ესაა ადრენალინი ესაა ისტორია ესაა სპორტი ესაა საქართველო მიყვარხართ ყველა ჩვენი ქვეყნის კარგის მსურველნი
ქართველი
26 თებერვალი 2023 22:29
2
მსოფლიოზე გასვლა ძაან სასიხარულოა და საამაყო საქართველოსთვის და ქართულის გატანა მსოფლიოზე,როგორც სხვა სპორტმა გააცნო ქვეყანაზე საქართველო.
ერთია მწვრთნელი უნდა გადადგეს.ეს წარმატება ბიჭების დამსახურებაა და ბიჭებმა მოიპოვეს.მწვრთნელი არ იყო თავის ადგილზე.გაიტანეთ მწვრთნელი საქართველოდან.
მოქალაქე
26 თებერვალი 2023 22:19
11
ისტორია დაიწერა, მთავარი ესაა! გილოცავთ ყველას! გული კინაღამ გამიჩერდა, მაგრამ მთავარი შედეგია!!!
მასტერს
26 თებერვალი 2023 22:38
2
ფაქტი შედგა, ვულოცავ საქართველოს, ბიჭებს, მაგრამ მეტ თვითკრიტიკა ვუსურვებ.... მწვრთნელი შესაცვლელია, ისლანდიამ ბადე თავზე დაგვახია.....ურა პატრიოტებო შეფასებები თქვენთის დაიტოვეთ, ასეთი ,,მარცხით" შორს ვერ წავალთ...
გუსანი
26 თებერვალი 2023 22:28
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული